რა სარგებელს მიიღებთ ფინიკის მოხმარებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა სარგებელს მიიღებთ ფინიკის მოხმარებით

ფინიკი დატვირთულია ბუნებრივი შაქრით, ამიტომ მათი გაშრობა აძლიერებს მათ ტკბილ გემოს. ფინიკს ბევრი სარგებელი აქვს და გაჯერებულია ორგანიზმისთვის საჭირო საკვები ნივთიერებებით.

ფინიკის ერთი პორცია (დაახლოებით 100 გრამი ან ოთხი ფინიკი) შეიცავს შემდეგი ელემენტების რეკომენდებული დღიური რაოდენობის საკმაოდ მაღალ პროცენტს:

  • სპილენძი: 40% (362 მგ);
  • მაგნიუმი: 15% (54 მგ);
  • მანგანუმი: 14% (296 მგ);
  • კალიუმი: 23% (696 მგ);
  • B6 ვიტამინი: 17% (249 მგ)

ფინიკი ასევე მდიდარია ბოჭკოთი, დაახლოებით 7 გრამი თითო პორციაში, ამასთან თითოეული პორცია უზრუნველყოფს 3,6 გრ პროტეინს.

ფინიკის ჭამის კიდევ ერთი სარგებელია ისიც, რომ გეხმარებათ მიიღოთ რკინის ყოველდღიური დოზა.

ფინიკის სასარგებლო თვისებები:

ნაწლავების ჯანმრთელობის გაუმჯობესება - კვლევებმა აჩვენა, დიდი რაოდენობით ბოჭკოს მიღება ბოსტნეულიდან და ხილიდან, როგორიცაა ფინიკი ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი სისტემის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას. ამას გარდა, ბოჭკო აუმჯობესებს გულის ჯანმრთელობას, ინარჩუნებს სისხლში შაქრის სტაბილურ დონეს, ხელს უშლის წონის მომატებასა და სიმსუქნეს. ამცირებს კოლორექტალური კიბოს, ინსულტის, ტიპი 2 დიაბეტის და გულის დაავადებების რისკს.

ხელს უწყობს ქრონიკული დაავადებების პრევენციას - ფინიკი მდიდარია მცენარეული ნაერთებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც ანტიოქსიდანტები. ანტიოქსიდანტები იცავენ უჯრედებს თავისუფალი რადიკალების მიერ გამოწვეული დაზიანებისგან. ფინიკი შეიცავს რამდენიმე სახის ანტიოქსიდანტს, მათ შორის:

  • კაროტინოიდები;
  • ფლავონოიდები;
  • ლიგნანები;
  • ფენოლის მჟავები;
  • პოლიფენოლები

აუმჯობესებს ტვინის ჯანმრთელობას - რამდენიმე კვლევამ დააკავშირა ფინიკი ტვინის გაუმჯობესებულ ფუნქციებთან, მათი ანტიოქსიდანტური შემცველობის წყალობით. ანტიოქსიდანტები ხელს უშლიან ანთებას მთელ სხეულში, მათ შორის ტვინში. ტვინის ანთება დაკავშირებულია ისეთი დაავადებების განვითარებასთან, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, პარკინსონის დაავადება. ლაბორატორიაში მოდელებზე ჩატარებულმა კვლევამ დაასკვნა, რომ უკეთესი მეხსიერება, გაუმჯობესებული სწავლა და ნაკლები შფოთვა ფინიკის რეგულარული მოხმარების სარგებელია.

რაფინირებული შაქრის ჯანსაღი ალტერნატივა - ფინიკი ითვლება დაბალი გლიკემიური ინდექსის საკვებად, გლიკემიური ინდექსით დაახლოებით 42 და შეუძლია შეინარჩუნოს სისხლში შაქრის სტაბილური დონე. როდესაც ტკბილის მიმართ გაქვთ მოთხოვნილება, ფინიკი აკმაყოფილებს ამ ლტოლვას. თუმცა არ გადააჭარბოთ დოზას, რადგან ფინიკი მდიდარია კალორიებით.