კვერცხის ცილის კვებითი და სამკურნალო ღირებულება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვერცხის ცილის კვებითი და სამკურნალო ღირებულება

განსაკუთრებით ბევრია მასში ქოლინი, ურომლისოდაც ჩვენს უჯრედებს ნორმალური ფუნქციობა და სრულფასოვანი არსებობა არ შეუძლია. აღსანიშნავია აგრეთვე D, H და K ვიტამინების შემცველობა, მინერალებიდან კი - ნატრიუმისა, გოგირდისა, ქლორისა, კალიუმისა, ფოსფორისა, კალციუმისა და მაგნიუმისა, ასევე თუთიისა, რკინისა, სპილენძისა, იოდისა, მოლიბდენისა, ქრომისა, კობალტისა და მანგანუმისა. კვერცხის ცილაში ბევრი ნიაცინია, რომელსაც B3 ან PP ვიტამინსაც უწოდებენ. ეს უკანასკნელი უზრუნველყოფს ტვინის სრულფასოვან კვებას და აუმჯობესებს ნერვული უჯრედების აქტივობას. K ვიტამინი განაპირობებს სისხლის ნორმალურ შედედებას, ფოლიუმის მჟავა ანუ ვიტამინი B9 კი ჩანასახის თავის ტვინის განვითარებაზეა პასუხისმგებელი. კვერცხის ცილაში ბევრია აგრეთვე D ვიტამინი, - რა თქმა უნდა, არა იმდენი, რამდენიც თევზის ქონში, მაგრამ მნიშვნელოვანი რაოდენობით. და კიდევ, კვერცხის ცილა მდიდარია ამინმჟავებით, რომელთა წყალობითაც ჩვენი ორგანიზმის ქსოვილები და უჯრედები იზრდება და განახლდება. დაბალი კალორიულობა კვერცხის ცილას პროტეინის საუკეთესო წყაროდ აქცევს. საერთოდ, როდესაც პროტეინებზე საუბრობენ, რატომღაც ყოველთვის ხორცეულს მოიაზრებენ, ავიწყდებათ, რომ 100 გრამ ყველაზე დაბალცხიმიან საქონლის ხორცშიც კი სულ 17 გრამი პროტეინია, ენერგეტიკული ღირებულება კი 220 კკალორიას შეადგენს. რძეც კი, რომელიც ცილის წყაროდ არის აღიარებული, 100 გრამზე მხოლოდ 4 გრამ პროტეინს შეიცავს, ხოლო კალორიულობა 70-ს აღწევს, მაშინ როდესაც კვერცხის ცილაში 11 გრამი პროტეინია, კალორია კი - სულ 45.

კვერცხის ცილის სამკურნალო თვისებები

ათვისებადობის თვალსაზრისით ცილები მეტად განსხვავდება ერთმანეთისგან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, კვერცხის ცილა ადვილად ასათვისებელია, რაც მას ძალზე ფასეულ საკვებად აქცევს. მცენარეული ცილები, საზოგადოდ, ძალზე სასარგებლოა. ზოგიერთ მათგანს, მაგალითად, პარკოსნებისას, 70%-ით ითვისებს ორგანიზმი, თევზეულისას - 76%-ით, აი, კვერცის ცილა კი 95%-ით აითვისება. მასში შემავალი პროტეინი ზრდის ორგანიზმში “კარგი” ქოლესტერინის დონეს, განამტკიცებს სისხლძარღვთა კედელს, აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. კვერცხის ცილის ყველა ეს ღირსება ადამიანმა დიდი ხანია შეამჩნია. ოფიციალურ, კლასიკურ მედიცინაში კვერცის ცილას იყენებენ სხვადასხვა სამკურნალო საშუალების მოსამზადებლად, ლაბორატორიული კვლევებისთვის, ტუტეებით, მჟავებითა და მძიმე მეტალებით მოწამვლისას.

მკურნალობა კვერცხის ცილით

  • ანგინისა და გულძმარვის დროს რეკომენდებულია ახალი უმი კვერცხის ცილის დალევა.
  • საშვილოსნოდან სისხლდენის დროს აიღეთ ექვსი ცალი ახალი კვერცხის ცილა, კარგად ათქვიფეთ ერთ სადილის კოვზ ლიმონის წვენთან ერთად და დილაობით, უზმოზე მიირთვით.
  • ხახის დამწვრობას უფრო სწრაფად მოიშუშებთ, თუ ყლუპ-ყლუპად დალევთ უმი კვერცხის ცილას, გარეულს წყალში ან ზეთში, თანაფარდობით 1:1.
  • მოწამვლით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ფუნქციური აშლილობის დროს რეკომენდებულია, კვერცხის ცილას შეათქვიფოთ ერთი ჭიქა ადუღებული წყალი და ცოტაოდენი შაქარი და ყლუპ-ყლუპად დალიოთ. მას შემომგარსველი და დამარბილებელი მოქმედება აქვს.
  • ფაღარათის დროს ერთ კვერცხის ცილას შეურიეთ 4 წვეთი იოდი (არ ათქვიფოთ) და მცირე ულუფებით ყლუპ-ყლუპად სვით.
  • ნაწოლების დამუშავება რეკომენდებულია დღეში სამჯერ ასეთი ნარევით: წამოდუღებულ და გაგრილებულ (უმჯობესია, ზეითუნის) ზეთს შეურიეთ უმი კვერცხის ცილა და საგულდაგულოდ ათქვიფეთ.
  • ამოვარდნილობისა და სახსრების სხვა დაზიანების დროს ნატკენ ადგილზე შეიზილეთ ასეთი ნარევი: ერთ კვერცხის ცილას დაამატეთ ერთი სადილის კოვზი ფქვილი და ერთი სადილის კოვზი სპირტი. კარგად მოურიეთ. მალამოს წასმის შემდეგ სახსარი მჭიდროდ შეიხვიეთ ბინტით და მთელი ღამით გაიჩერეთ.
  • დამწვრობის სამკურნალოდ კარგია ასეთი მალამო: აიღეთ ერთი და იმავე მოცულობის ახალი კვერცხის ცილა, ქაცვის ზეთი და კრაზანას ცხიმი, კარგად აურიეთ. წაისვით დამწვარ ადგილზე, ზემოდან დაიფინეთ ქაღალდის ხელსაწმენდი და დოლბანდით შეიხვიეთ. ნახვევი ყოველდღე იცვალეთ. ეს მალამო სწრაფად აშუშებს დამწვრობას.