მაწვნის დიეტა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მაწვნის დიეტა

თუ გადაწყვიტეთ, ტანადობა დაიბრუნოთ, მაწვნის დიეტა ამაში შესანიშნავად დაგეხმარებათ. მაწვნის დიეტას საფუძვლად უდევს დღიური რაციონის 1800-1200 კკალ-მდე შემცირება, რისთვისაც იზღუდება ან რაციონიდან გამოირიცხება ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლები (შაქარი, პურ-ფუნთუშეული, კარტოფილი). იზღუდება ცხიმებიც. დღიური ოდენობის ნახევარი მცენარეული ზეთის წილად უნდა მოდიოდეს. ხორცი, თევზი, რძე და რძის პროდუქტები სასურველია უცხიმო მივირთვათ. არ იზღუდება ხილი და ის ბოსტნეული, რომელიც სახამებელს არ შეიცავს (სალათა, კიტრი, პომიდორი, ბოლოკი, მწვანილი, კენკრა).

წყლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს დღე-ღამეში 1,5 ლიტრს. ამაში შედის 1 ლიტრი მაწონი, რომელიც დროდადრო შეიძლება შეიცვალოს სხვა რძემჟავა სასმელით (კეფირით, იოგურტით) ან ბოსტნეულის წვენით. დანარჩენ წყალს კი საკვებიდან ვიღებთ. ბოსტნეული და ხილი შეიცავს 80-90% წყალს, ხორცი და თევზი - 70-80%-ს, მოხარშული ძეხვი - 60-70%-ს, პური - 30-40%-ს. მარილი უნდა მივიღოთ არა უმეტეს 5 გრამისა (1 ჩაის კოვზისა) დღეში. უმჯობესია, მოვაყაროთ უკვე მომზადებულ კერძს. საკვები სასურველია მივირთვათ ერთსა და იმავე დროს.

I ვარიანტი

საუზმე - 1 ჭიქა მაწონი, გახუხული პური

მეორე საუზმე - 2 ვაშლი, 1 ჭიქა მაწონი

სადილი - ბოსტნეულის სალათი, ვინეგრეტი ან მჟავე კომბოსტო

სამხარი - 1 ჭიქა მაწონი

ვახშამი - ყველის ნაჭერი, 1 ცალი ვაშლი

ძილის წინ - 1 ჭიქა მაწონი ან რძე

II ვარიანტი

საუზმე - 1 ჭიქა მაწონი

მეორე საუზმე - 1 ჭიქა ხილის წვენი

სადილი - 1 ნაჭერი მოხარშული თევზი

სამხარი - ხილი, უმჯობესია, ვაშლი (1 ცალი)

ვახშამი - 1 ცალი გამომცხვარი სტაფილო, პურის პატარა ნაჭერი

ძილის წინ - ერთი ჭიქა მაწონი

დიეტის ხანგრძლივობაა 21 დღე.

იხილეთ აგრეთვე სტატია "როგორ გავხდეთ სწრაფად"