ბაზილიკი, მწვანე თუ იასამნისფერი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბაზილიკი, მწვანე თუ იასამნისფერი?

დილით, ქალები, მცენარის წინ სპეციალურ კეთილდღეობის რიტუალს ატარებენ, საღამოობით კი კანდელს უნთებენ. ითვლება, რომ ბაზილიკს ინფექციური დაავადებების განკურნება შეუძლია, ინდოეთში წყალს დეზინფექციასაც კი უტარებს.

ჩვენთან ბაზილიკი ასეთ პატივში არაა. მას ყველაზე ხშირად კერძებში არომატული დანამატის სახით იყენებენ, უფრო იშვიათად სასმელებში ამატებენ. ამ სურნელოვანი მცენარის შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცით! მაგალითად, იცით თუ არა, რა განსხვავებაა მწვანე და იასამნისფერ ბაზილიკს შორის?

ბაზილიკის ათობით სახეობა არსებობს და თითოეულს თავისი განსაკუთრებული თვისება აქვს. ბაზილიკი ორ ჯგუფად იყოფა – მწვანე ან იასამნისფერი ფოთლების მქონედ.

მწვანე ბაზილიკი პოპულარულია ევროპაში: იტალია, საფრანგეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი. ამ ქვეყნებში ბაზილკს სალათებსა და ყველა ცივ კერძში, ასევე გამომცხვარ ნაწარმში იყენებენ. მზარეულები მცენარეს პიტნის არომატისა და გამაგრილებელი გემოს გამო აფასებენ.

ბაზილიკი იტალიური სოუსის, პესტოს მთავარი ინგრედიენტია. მწვანე ფოთლები პომიდორს და ყველს შესანიშნავად ეთავსება. ცხელ კერძს ბაზილიკს ყველაზე ბოლოს უმატებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში არომატს ძალიან სწრაფად დაკარგავს. ოხრახუშთან, ტარხუნასთან, ბეგქონდარასა და პიტნასთან ერთად, ბაზილიკი შეიძლება თევზის ან ხორცის ევროპული კერძების მთავარი სურნელოვანი თაიგული გახდეს.

იასამნისფერ ბაზილიკს უფრო მეტად გაჯერებული და მძაფრი არომატი აქვს. ამის გამო კავკასიურ და აზიურ სამზარეულოში შეუცვლელია! ბაზილიკს ნებისმიერ ხორცს, ფრინველს, ბოსტნეულს და ყველს უმატებენ. კავკასიაში მწვანე ბაზილიკს იშვიათად ნახავთ., ცხელი კერძებისთვის უფრო იასამნისფერი, განსაკუთრებით კი ხმელი ბაზილიკი გამოდგება.

უზბეკეთსა და აზერბაიჯანში შესანიშნავ არომატულ ბაზილიკის ჩაის ამზადებენ, რომელიც ლიმონის ნაჭრის დამატების შემდეგ ნაზ ვარდისფერს იძენს. მწვანე ბაზილიკი ამისთვის არ გამოდგება! ცხელ სასმელს ხილთან და ტკბილეულობასთან ერთად მიირთმევენ.

ბაზილიკის სასარგებლო თვისებები

ორივე სახეობის ბაზილიკის შემადგენლობა თითქმის ერთნაირია. მცენარე მდიდარია A, C და K ვიტამინებით. K ვიტამინი სისხლის შედედების ფუნქციის მხარდასაჭერად და ნივთიერებათა ცვლაში ქსოვილების შესაერთებლად მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ბაზილიკი იმუნურ სისტემას გაძლიერებაში ეხმარება, მიკრობებს და სოკოს ებრძვის, საჭმლის მონელებას ასტიმულირებს და ჭიებს ანადგურებს.

ბაზილიკი პირის ღრუში გაჩენილ ფაქტობრივად ნებისმიერ დაავადებას უმკლავდება. ახალი ფოთლების დაღეჭვით პირის ღრუში ბაქტერიების 100% ქრება, სუნთქვა უფრო ჯანსაღი ხდება, გლანდები იკურნება, ღრძილები შუშდება და პაროდონტოზისგან გიცავთ.

იასამნისფერი და მწვანე ბაზილიკი ორივე სქესის ადამიანისთვის აფროდიზიაკია. რომანტიკული ვახშმის მენიუში აუცილებლად ჩართეთ რამდენიმე კერძი ამ სანელებლით.

მასში შემავალი ეთერზეთები და ანტიოქსიდანტები თავისუფალ რადიკალებს ეფექტურად ებრძვიან, ამიტომ ბაზილიკი ახალგაზრდობის გასახანგრძლივებლად შესანიშნავი დამხმარეა.

თუმცა მთავარი განსხვავება მაინც არსებობს! მეცნიერები თვლიან, რომ იასამნისფერი ბაზილიკი ჯანმრთელობისთვის უფრო სასარგებლოა. თავის ინტენსიურ ფერს ანტიოქსიდანტის, ანტოციანინის შემცველობას უნდა უმადლოდეს. მათი რეგულარული მოხმარება ორგანიზმის უჯრედებს სიმსივნისგან იცავს.

ბაზილიკი მკვეთრი არომატისა და ძლიერი სამკურნალო ეფექტის მქონე სანელებელია. მისი გამოყენება ორსული და მეძუძური ქალებისთვის, ასევე დიაბეტისა და ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადების მქონე ადამიანებისთვის არ შეიძლება.

ბაზილიკს ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები აქვს. მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებების წყალობით ამ მწვანილს ხალხურ მედიცინაში გულისა და სისხლძარღვების, რევმატოიდული ართრიტის, ასთმის, ოსტეოართრიტის სამკურნალოდ იყენებენ.

ის ბუნებრივი ანტიბიოტიკია. მეცნიერულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ბაზილიკი აძლიერებს იმუნურ სისტემას. აქვს ძლიერი ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული თვისებები, ამდენად, ძალიან ეფექტურია სხვადასხვა ბაქტერიული ინფექციის მკურნალობისას.

გული და სისხლძარღვები – ბაზილიკი დიდი რაოდენობით შეიცავს B6 ვიტამინსა და მაგნიუმს. მაგნიუმი აძლიერებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას და მნიშვნელოვნად აქვეითებს გულის შეტევათა განვითარების რისკს. ეს ვიტამინი ხელს უშლის მავნე ელემენტების დაგროვებას. გარდა ამისა, თუ რაციონში ხშირად ჩართავთ მას, ამით შეამცირებთ არითმიის განვითარების რისკს და დაეხმარებით ორგანიზმს კუნთების მოდუნებაში.

შეგიძლიათ, მიიღოთ ბაზილიკის ჩაი, რომელიც ძალიან არომატული და ჯანსაღი სასმელია.