თმის ცვენას წიწაკის ნაყენი აჩერებს
- წვრილად დაჭრილ 2 წითელ მწარე წიწაკას დავასხათ 2 ჩაის ჭიქა არაყი, დავუმატოთ 1 ჩაის კოვზი დაფქვილი ზღვის მარილი. გავაჩეროთ 2 კვირა და გადავწუროთ. შევიზილოთ თმის ძირებში, მოვიხვიოთ პირსახოცი და 20 წუთის შემდეგ ჩამოვიბანოთ თბილი წყლით საპნისა და შამპუნის გარეშე. მკურნალობის კურსი მოიცავს ამ პროცედურის გაკეთებას კვირაში ერთხელ 2 თვის განმავლობაში. „მძინარე“ თმის ფოლიკულები გაცოცხლდებიან და თმა ზრდას დაიწყებს.
ლელა ტაბაღუა, რუსთავი