როგორ შევარჩიოთ კარგი ფსიქოლოგი კონსულტაციისთვის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ კარგი ფსიქოლოგი კონსულტაციისთვის?

ამ ქვეყნების მოსახლეობისთვის ფსიქოთერაპია ბუნებრივ პროცესად აღიქმება, ისევე როგორც ჯანმრთელობის გადამოწმება ექიმებთან ან დასვენება შვებულების დროს. უამრავი ადამიანი აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგთან ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ თავისუფლად საუბარი, რასაც ხშირად ახლობლებთან თუ მეგობრებთან ვერ ახერხებენ.

ფსიქოთერაპიაში, ისევე როგორც სხვა პროფესიებში, არსებობს ძალიან ბევრი კრიტერიუმი, რომელსაც ნამდვილი ფსიქოლოგი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს და ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.

რა ხდება საქართველოში? სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში, ხშირ შემთხვევაში, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ერთი და იგივე ჰგონიათ და ტერმინებსაც კი ვერ ასხვავებენ, რეალურად კი, ამ ორ ტერმინს შორის ძალზე დიდი სხვაობაა. ყველაზე მარტივად რომ ავხსნათ, ფსიქოლოგი თერაპიულ პროცესშია კლიენტთან და მას არ აქვს უფლება, დანიშნოს თუნდაც რაიმე სახის მედიკამენტური მკურნალობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ფსიქიატრის ლიცენზიაც აქვს), ფსიქიატრი კი თავისი მიმართულებით ეხმარება მისულ კლიენტს.

ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის მეორე ნახევარში არსებული დამოკიდებულება, რომ ფსიქოლოგთან არაადეკვატურები და გიჟები დადიან, დღემდე მძაფრადაა შენარჩუნებული. ეს დამოკიდებულება კი ართულებს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას – პაციენტს განკურნებისთვის გაცილებით მეტი დრო და რესურსი სჭირდება, ვიდრე ფსიქოლოგთან დროულად ვიზიტისას დასჭირდებოდა.

ფსიქოლოგი ეხმარება ადამიანს, ობიექტურად დაინახოს მისი რეალობა, შეძლოს ნებისმიერ თემაზე თამამად საუბარი, დაივიწყოს საზღვრები და არ იფიქროს იმაზე, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს მის ნათქვამ სიტყვას, რადგან ფსიქოლოგსა და კლიენტს შორის წმინდა თერაპიული ურთიერთობის გარდა, არ უნდა იყოს რაიმე სახის სხვა ნაცნობობა. შესაბამისად, კლიენტს აქვს საშუალება, გააცნობიეროს თავისივე პრობლემები, რომელზეც აქამდე არც კი უსაუბრია და თითოეული მათგანი აღიქვას გამოწვევად, რომელსაც აუცილებლად გადალახავს, თუკი მოინდომებს.

არსებობს რამდენიმე დაუწერელი და დაწერილი კანონი ფსიქოთერაპიაში, რომელსაც, წესით, ყველა სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს: ფსიქოლოგი ვალდებულია თავად ჰყავდეს საკუთარი ფსიქოლოგი, რომელთანაც თვითონ იქნება თერაპიულ პროცესში, რომ თავისი პრობლემები მისივე კლიენტთან საუბრისას არ წარმოაჩინოს, რამაც შეიძლება სავალალო შედეგამდე მიიყვანოს იმედით მისული კლიენტი. ფსიქოლოგი ასევე ვალდებულია, რომ გადიოდეს სუპერვიზიას მასზე მეტად გამოცდილ და მცოდნე სპეციალისტთან არსებული პრობლემებისა და სიტუაციების გასაცნობიერებლად და კლიენტთან ურთიერთობის მეტი ეფექტურობისთვის. ფსიქოლოგს ეკრძალება კაბინეტის გარეთ კლიენტთან მეგობრული ურთიერთობა (აქ არ იგულისხმება, რომ გარეთ შემთხვევით შეხვედრისას გამარჯობა არ უთხრას. უბრალოდ, მათი კონტაქტი არ უნდა გასცდეს იმ საზღვრებს, რომლებიც დაკარგავს მათ შორის ობიექტურ, მიუკერძოებელ დამოკიდებულებას), იგი ვალდებულია, მხოლოდ მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში ჰქონდეს კლიენტთან კავშირი, და უფრო მეტიც, საზღვარგარეთ ჩაწერაც კი მენეჯერის საშუალებით ხდება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ფსიქოლოგი იცავდეს კონფიდენციალობის მაღალ სტანდარტებს, რადგან ერთი ზედმეტი სიტყვაც კი, შესაძლოა, მისი კარიერისთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს.

ასე რომ, კარგად დაფიქრდით, ვიდრე იტყვით, რომ საკუთარი თავის ფსიქოლოგი თვითონ ხართ ან ჩათვლით, რომ ამ ფუნქციას თქვენი ახლობელი, მეუღლე ან საუკეთესო მეგობარი შეასრულებს. არ შეგეშინდეთ ფაქტების გაცნობიერების, მიეცით თქვენს თავს შანსი, უფრო გაძლიერდეთ. ეფექტური შედეგისთვის კი მოძებნეთ ისეთი ფსიქოლოგი, რომელიც ზემოთ აღნიშნული სტანდარტების შესაბამისად მუშაობს და მთელი გულით დაგეხმარებათ, არ შეეცდება თქვენ მაგივრად პრობლემის გადაჭრას და კონკრეტული რეცეპტების მოცემას სიტუაციიდან გამოსასვლელად. ისიც გაითვალისწინეთ,

რომ ფსიქოლოგთან ვიზიტისთვის არ არის აუცილებელი რაიმე განსაკუთრებული პრობლემა გქონდეთ, ეს არის საშუალება, რომ თავი მშვიდად იგრძნოთ და იფიქროთ პოზიტიურად, ისაუბროთ იმ გარემოებებზე, რომლებმაც შესაძლოა მომავალში პრობლემები შეგიქმნათ.