როგორ შევარჩიოთ სავარცხელი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ შევარჩიოთ სავარცხელი

გრძელი თმის დავარცხნა ბოლოებიდან უნდა დავიწყოთ, მოკლესი კი ძირებიდან. მოკლე თმის დავარცხნა მხოლოდ სავარცხლით შეიძლება. 25-30 სმ-ზე გრძელი თმის დავარცხნა ჯერ ჯაგრისით, შემდეგ კი სავარცხლით ჯობია. თუ თმა მეტისმეტად გრძელია, თმის კონა უნდა მოვიქციოთ ხელში თავთან ახლოს და ბოლომდე გადავატაროთ ჯაგრისი. ამის შემდეგ თმა ადვილად დაივარცხნება სავარცხლით. უნდა ვეცადოთ, ვარცხნის დროს თმა არ დაიჭიმოს. სავარცხელი და ჯაგრისი უნდა იყოს სუფთა, ამიტომ ისინი რეგულარულად უნდა ვრეცხოთ. ვარცხნის დროს თმის ძირებთან დაგროვილი ცხიმი თანაბრად ნაწილდება მთელ თმაზე და ღერებს ბრწყინვალებას, სიგლუვეს და ელასტიკურობას ანიჭებს. თმის მოვლის საშუალებათა არსენალში უნდა გვქონდეს რამდენიმე სხვადასხვა ფორმისა და დანიშნულების ჯაგრისი და სავარცხელი. კლასიკური ჯაგრისი რეკომენდებულია ძილის წინ თმის გულდასმით დასავარცხნად. ის შეიძლება იყოს ნატურალური, ხელოვნური და შერეული ბეწვისა. თმას ყველაზე სათუთად ვარცხნის ნატურალური ჯაგრისი, რადგან იგი იმავე მასალისგან შედგება, რომლისგანაც თმა. ის არა მარტო იდეალურად ვარცხნის თმას, არამედ აპრიალებს, ასწორებს და ანიჭებს მას ჯანსაღ ბზინვარებას. ჯაგრისს შეიძლება ჰქონდეს ხის, პლასტმასის ან ლითონის კბილები. მთავარია, არ იყოს წვეტიანი და ბასრი, თორემ თავის კანს დაკაწრავს, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს თმის მტვრევადობა და საბოლოოდ - ცვენა. ცილინდრული ჯაგრისი კორპუსზე რგოლისებური ნახვრეტებით გამოიყენება ფენით ვარცხნისას ვარცხნილობისთვის ფორმის მისაცემად. ხის სავარცხელი. ის თმის ყოველდღიური ვარცხნისთვის არის განკუთვნილი, რადგან ღერებს არ აზიანებს და არ მუხტავს. გამოდგება ნიღბისა და ვარცხნილობის საფიქსაციო საშუალებების წასასმელადაც, რადგან ხე რეაქციაში არ შედის ქიმიურ ნაერთებთან. ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, რომელი ხისგან არის დამზადებული სავარცხელი:

  • არყის სავარცხელი ქერტლისგან ათავისუფლებს თმას, აძლიერებს თმის ნიღბის ზემოქმედებას;
  • მუხის სავარცხელი თმასა და კანზე დამამშვიდებლად მოქმედებს;
  • ღვიის სავარცხელი დიდხანს ინარჩუნებს არომატს და ხელს უწყობს სტრესის მოხსნას.

პლასტმასის სავარცხელი ოპტიმალურია თმის შეჭრისა და შეღებვისას. მისი ხშირი გამოყენებისას თმა მტვრევადი ხდება და ბოლოები ეყოფა. უფრო დამზოგველია სილიკონის სავარცხელი. რეგულარულად არც ლითონის სავარცხლის გამოყენებაა რეკომენდებული, რადგან ლითონი აზიანებს თავის კანს და თმას სიმყიფეს მატებს. არ შეიძლება ლითონის სავარცხლით შეღებილი თმის დავარცხნა - შესაძლოა, ლითონი საღებავთან ქიმიურ რეაქციაში შევიდეს და თმას ფერი უცვალოს. სავარცხელს კვირაში ერთხელ მაინც სჭირდება რეცხვა. მაგარი რეზინისგან (ებონიტი) დამზადებული სავარცხელი უნდა ვრეცხოთ თბილი და არა ცხელი საპნიანი წყლით. ცხელ წყალში ებონიტი რბილდება, კარგავს ფორმას და უვარგისი ხდება. თმის ჯაგრისი უფრო სწრაფად ჭუჭყიანდება, ვიდრე სავარცხელი, ამიტომ უფრო ხშირადაც (2-3 დღეში ერთხელ) მოითხოვს რეცხვას. ის უნდა გავრეცხოთ ნიშადურის სპირტითა და საპნით შეზავებული წყლით (1 ლ საპნიან წყალს ამატებენ 2 სუფრის კოვზ ნიშადურის სპირტს). გარეცხვის წინ ჯაგრისს უნდა მოვაცილოთ თმისა და ქერტლის ნარჩენები. ბოლოს გავავლოთ ცივ სუფთა წყალში, შევამშრალოთ და დავკიდოთ გასაშრობად. დასასრულ, ერთი რჩევაც: არასოდეს ისარგებლოთ სხვისი სავარცხლით!