ისპანახი მსხვილი ნაწლავის კიბოს და პოლიპების წარმოქმნის  რისკს ამცირებს - კვლევის შედეგები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ისპანახი მსხვილი ნაწლავის კიბოს და პოლიპების წარმოქმნის  რისკს ამცირებს - კვლევის შედეგები

აშშ-ში კიბოთი სიკვდილიანობით მესამე ადგილს კოლორექტალური კიბო იკავებს.

ის მესამე ადგილს იკავებს გავრცელების თვალსაზრისითაც, როგორც მამაკაცებში, ასევე ქალბატონებში. კოლორექტალური კიბო აერთინებს მსხვილი ნაწლავისა და წვრილი ნაწლავის კიბოს.

წინა კვლევამ დაადგინა, რომ კვების რაციონში ისპანახის შეტანა, მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითრების რისკს 50%-ით ამცირებს.

ახალი კვლევა ადასტურებს ისპანახის კიბოს საწინააღმდეგო ეფექტს და მისი კვლევის საგანი არის ის, თუ როგორ ურთიერთქმედებს ბოსტნეული ნაწლავის ბაქტერიებთან და რა განაპირობებს მის სასარგებლო ეფექტს.

აღსანიშნავია, რომ ისპანახი მსხვილი ნაწლავის პოლიპების ზრდას აფერხებს.

კოლორექტალური კიბოს შემთხვევათა 10-15% მემკვიდრეობითი ხასიათისაა. რაც შეეხება პოლიპების სიმსივნურ წარმონაქმნად გადაგვარებას, ეს შემთხვევათა 5-10%-ში არის შესაძლებელი.

კოლორექტალური კიბოს შემთხვევათა 85-90% სპორადული, ანუ არამემკვიდრულია.

ახალი კვლევის ავტორები დაინტერესებულები იყვნენ, თუ რამდენად შეეძლო ისპანახს დახმარებოდა მათ, ვისაც მსხვილი ნაწლავის კიბოს მემკვიდრეობითი ფორმა ე.წ ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი აქვთ.

დაავადებისას პოლიპები ჩნდება, იზრდება და მკურნალობის გარეშე ავთვისებიანი ხდება.

ამ მდგომარეობის მქონე ადამიანების უმეტესობას საბოლოოდ მსხვილი ნაწლავის ამოღების ოპერაცია ესაჭიროებათ, რომლის შემდეგაც უწევთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების მიღება, რათა თორმეტგოჯა ნაწლავში არ გაიზარდოს პოლიპები.

მკვლევარებმა 26 კვირის განმავლობაში გაყინული ისპანახი მიაწოდეს ვირთხებს, რომლებსაც ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი ჰქონდათ. კვლევამ აჩვენა, რომ ისპანახი პოლიპების ზრდას აფერხებს.

კვლევის ერთ-ერთი ავტორის თქმით, სასარგებლო ეფექტს ის ქლოროფილის გამო ელოდა, ვინაიდან იგი წლები სწავლობდა ქლოროფილის კიბოს საწინააღმდეგო ეფექტს, თუმცა შედეგები გასაკვირი აღმოჩნდა.

მეტაბოლური მონაცემების თანახმად, ისპანახის სარგებელს არა თუ ქლოროფილი, არამედ ცხიმოვანი მჟავები და ლინოლეინის მჟავა განაპირობებს.

მომავალში სწორედ აღნიშნული მჟავას კიბოს საწინააღმდეგო ეფექტის შესწავლა იგეგმება.

მკველვარები მოგვიწოდებენ, არ დაველოდოთ პოლიპების წარმოქმნას და მივირთათ ისპანახი, მას არაერთი სასარგებლო თვისება აქვს.

ისპანახი უამრავ საკვებ ნივთიერებას შეიცავს, რომელიც გულის ჯანმრთელობას უზრუნველჰყოფს. ის მდიდარია K1 ვიტამინით, რომელიც დადასტურებულია, რომ კარდიომეგალიის (გაფართოებული/გადიდებული გული) რისკს ამცირებს.

ისპანახი ბუნებრივად მდიდარია გლუტათიონით, რაც ორგანიზმში ანტიოქსიდანტების მოქმედებას და იმუნიტეტს აძლიერებს,ასევე ამცირებს ჟანგვით სტრესს.

ისპანახი ფოლიუმის მჟავასაც შეიცავს, რაც ჰომოცისტეინის დონის შემცირებაში გვეხმარება.

ჰომოცისტეინის მომატებული დონე საზიანოა სისხლძარღვებისთვის.

ფოლიუმის მჟავით მდიდარი საკვები ამცირებს შარდმჟავას დონესაც.

ასე რომ, კიბოსგან თავდაცვის მიზნით, აუცილებელია მიირთვათ ნაკლები შაქარი და მეტი ხილ-ბოსტნეული. არ დაგავიწყდეთ, რომ კვების რაციონი ისპანახითაც გაამდიდროთ.