ჯანჯაფილის დანამატები შეიძლება სასარგებლო იყოს ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ჯანჯაფილის დანამატები შეიძლება სასარგებლო იყოს ავტოიმუნური დაავადებების სამკურნალოდ

კვლევა ხაზს უსვამს ჯანჯაფილის უნარს გავლენა მოახდინოს ნეიტროფილებზე, რაც მათ ნაკლებად მგრძნობიარეს ხდის მათ იმ პროცესის მიმართ, რომელიც დაკავშირებულია ანთებასთან და სხვადასხვა აუტოიმუნურ დაავადებასთან.

მკვლევარები სწავლობენ ჯანჯაფილის თერაპიულ პოტენციალს, განსაკუთრებით ისეთი მდგომარეობისთვის, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი.

როგორც ბუნებრივი დანამატი, ჯანჯაფილი შეიძლება სასარგებლო იყოს სხვადასხვა აუტოიმუნური დარღვევების მქონე ადამიანებისთვის ანთებისა და სიმპტომების შესამცირებლად.

ახალ კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა JCI Insight-ში, მკვლევარები აღწერენ, თუ როგორ მოქმედებს ჯანჯაფილი ნეიტროფილებზე, სისხლის თეთრი უჯრედების ტიპზე.

პირველადი ყურადღება გამახვილდა NETosis-ის პროცესზე, ანუ ნეიტროფილური უჯრედგარე ხაფანგების სახელით ცნობილი სტრუქტურების ფორმირებაზე (NETs).

NETosis არის პროცესი, სადაც სპეციფიკური იმუნური უჯრედები (ნეიტროფილები) გამოიმუშავებენ ნეიტროფილურ უჯრედგარე ხაფანგებს. ნეიტროფილური უჯრედგარე ხაფანგები შედგება დნმ მასალისგან, რომელიც გაერთიანებულია ცილებთან, რომლებსაც შეუძლიათ ბაქტერიების განადგურება.

სხვადასხვა ტრიგერებს, როგორიცაა ინფექციები, იმუნური რეაქციები, შეუძლიათ გაააქტიურონ NET-ის ფორმირების პროცესი.

ამ კვლევის დასკვნები ვარაუდობს, რომ როდესაც ჯანმრთელი ადამიანები მოიხმარენ ჯანჯაფილს, ეს მათ ნეიტროფილებს ნაკლებად მიდრეკილს ხდის NETosis-ის მიმართ.

ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია, რადგან მიკროსკოპული ქსელების მსგავს NET-ებს შეუძლიათ გააძლიერონ ანთება და შედედება, ფაქტორები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა აუტოიმუნურ მდგომარეობასთან, როგორიცაა ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი და რევმატოიდული ართრიტი.

მკვლევარები ამბობენ, რომ ანთებითი დაავადების მქონე ბევრმა ადამიანმა შესაძლოა ჰკითხოს მათ ექიმს, შეიძლება თუ არა სასარგებლო იყოს ბუნებრივი დანამატები.

კვლევა ვარაუდობს, რომ ჯანჯაფილის დანამატებმა შეიძლება მოახდინოს რევოლუცია აუტოიმუნური დაავადებების მენეჯმენტში კონკრეტული იმუნური უჯრედების ფუნქციონირების შეცვლით. ჯანჯაფილის გამოყენებამ არსებულ სამკურნალო საშუალებებთან ერთად, შეიძლება პოტენციურად გააუმჯობესოს თერაპიული შედეგები ქრონიკული ანთებითი დაავადებების დროს.

კვ;ევა აჩვენებს, რომ ჯანჯაფილს, კერძოდ, ჯინჯეროლს შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს იმუნური სისტემის მოდულაციაზე აუტოიმუნური მდგომარეობებისას.

,,საკვები, როგორც წამალი“ არის თემა, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია არსებობს და ვხედავთ უფრო და უფრო მეტ კვლევას ამის შესახებ. არსებობს გარკვეული საკვები, განსაკუთრებით მცენარეული საკვები, პოლიფენოლების მაღალი კონცენტრაციით, როგორიცაა ჯანჯაფილი, რომელსაც შეიძლება ჰქონდეს ღრმა გავლენა ჩვენს ჯანმრთელობაზე.

მკვლევარები იმედოვნებენ, რომ შექმნიან დამატებით მტკიცებულებებს ჯანჯაფილის უპირატესობებზე, განსაკუთრებით ნეიტროფილებზე მისი პირდაპირი ზემოქმედების შესახებ.

გამომდინარე იქიდან, რომ ზედმეტად აქტიური ნეიტროფილები ჩართულია ანთებაში, რომელიც გვხვდება სხვადასხვა დაავადებებში, როგორიცაა რევმატოიდული ართრიტი, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, აღმოჩენები იძლევა მეცნიერულ დასაბუთებას იმის დასადასტურებლად, რომ ჯანჯაფილის დანამატების გამოყენება ამ დაავადებების მქონე ადამიანებში შეიძლება იყოს სასარგებლოა ანთების შესამცირებლად. ცოდნა ფიტოქიმიკატების პოტენციური სარგებლიანობის შესახებ, როგორიცაა ჯინჯეროლი, ღრმავდება იმუნურ სისტემაზე მათი გავლენით.

თუმცა, საჭიროა შემდგომი კვლევა ჯანჯაფილის დანამატების გამოყენების და დოზების შესახებ. თუ შემდგომი კვლევა დაადასტურებს მის ეფექტურობას, ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი აღმოჩენა ავტოიმუნური დაავადებების მართვისა და მკურნალობისათვის.