ფსიქოლოგი მელისა უილერი: 4 გზა - როგორ ავიცილოთ თავიდან წლის ბოლოს გადაწვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგი მელისა უილერი: 4 გზა - როგორ ავიცილოთ თავიდან წლის ბოლოს გადაწვა

ვართ დაღლილი, გაღიზიანებული, ურთიერთობებისას გვღალატობს ნერვები, ყველაფერი ხელიდან გვივარდება, აზრს და მოტივაციას ვკარგავთ და წინასადღესასწაულო განწყობის სუნიც კი არ იგრძნობა. ამის თავიდან ასაცილებლად, უნდა დაიწყოთ მოქმედება წინასწარ.

1. შეწყვიტე საკუთარი თავის და გარშემომყოფების დაძაბვა

ძალიან ხშირად, მეგობრებთან და კოლეგებთან ურთიერთობისას, გვიყვარს ჩვენი ტანჯვის გაზვიადება, რითაც თავს უმწეო მსხვერპლის მდგომარეობაში ვაყენებთ - „ვამაყობთ“, რამდენად დაღლილები ვართ, რამდენი უნდა გავაკეთოთ, რამდენად ცოტა გვეძინა, საქმის გამო. შედეგად, იქმნება ერთგვარი არაჯანსაღი კონკურენციის ატმოსფერო, ვინ უფრო გადამწვარია.

2. ჩართე ცნობიერება

გახსოვდეთ, რომ ჩვენ ვართ საკუთარი ბედის შემქმნელები და აიღეთ იგი თქვენს ხელში. მიიღეთ შეგნებული გადაწყვეტილება, რომ არ მისცეთ თავს ახალ წელს სრული დაკნინების საშუალება. დროა დაისვენოთ და საკუთარ თავზე ფოკუსირდეთ. ამაში დაგეხმარებათ სუნთქვითი ვარჯიშები, იოგა, მედიტაცია, ბუნებაში სეირნობა, ხარისხიანი ძილი და სასიამოვნო აქტივობები. გახდებით უფრო ბედნიერი, მშვიდი და მოიპოვებთ ენერგიას არა მხოლოდ სამუშაო პრობლემების მოსაგვარებლად, არამედ ახალი წლის ღირსეულად აღსანიშნავად.

3. უარი თქვით პერფექციონიზმზე

აღიარეთ, რომ სამყარო არასრულყოფილია და არც თქვენ ხართ იდეალური. მოლოდინები უნდა იყოს უკიდურესად რეალისტური - სრულიად ნორმალურია იყო "საკმარისად კარგი" და არ იყო ყველაფერში სრულყოფილი. აღიარეთ თქვენი შეზღუდვები, გადახედეთ თქვენს მიზნებს, და ისიამოვნეთ თქვენი პატარა გამარჯვებებით, ნაცვლად იმისა, რომ დაუსრულებლად იფიქროთ იმაზე, რაც არ გამოვიდა.

4. შეანელეთ

თანამედროვე სამყაროში უკვე ნორმად იქცა მუდმივი კონტაქტი, დაუყონებლივ უპასუხო შეტყობინებებს ჩატებში და დაუყონებლივ დაიწყო გარკვეული ინსტრუქციების, თხოვნისა თუ სამუშაო ამოცანების შესრულება. ეს მუდმივი აჩქარების, გადაუდებლობის გრძნობა ფაქტიურად გაგიჟებს, არ გაძლევს მოდუნების საშუალებას და შფოთვით დაძაბულ მდგომარეობას გინარჩუნებს. ამიტომ, თქვენი ამოცანაა, მინიმუმ შაბათ-კვირას საკუთარ თავს ციფრული დეტოქსიკაცია გაუწიოთ - გათიშეთ გაჯეტები და შეეცადეთ გაატაროთ დრო ოჯახთან, მეგობრებთან ან საკუთარ თავთან.