როგორი უნდა იყოს 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვის სათამაშო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი უნდა იყოს 0-დან 1 წლამდე ასაკის ბავშვის სათამაშო

ბავშვის ზრდასთან ერთად, სათამაშოების რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება. მაგრამ ყველა სათამაშო სასარგებლო როდია. სათამაშო უნდა იყოს არა მარტო ლამაზი, მან ასევე უნდა შეასრულოს ბავშვის განვითარების ფუნქცია.

როგორ უნდა განვითარდეს ბავშვი წლამდე?

0-დან 12 თვემდე ასაკი ძალიან საინტერესოა, რადგანაც ბავშვი ყველაფერს პირველად აკეთებს. თავდაპირველად ის იწყებს ფერებისა და ფორმების გარჩევას, რაც მას დიდ ემოციებს ანიჭებს, ამიტომ პირველ თვეებში ბავშვის განვითარება უნდა მოხდეს დიდი ზომის, მკვეთრი ფერის სათამაშოებით, სასურველია მარტივი გეომეტრიული ფორმებით.

6 თვისთვის პატარა შესანიშნავად იჭერს საგნებს ხელებით და სამყაროს შეცნობას იწყებს ტაქტილური შეგრძნებებით. აქ პირველ ადგილზე გადმოდის სათამაშოს ფაქტურა და მასალა.

უკვე წლისთვის ბავშვი იგებს მიზეზშედეგობრივ კავშირებს და მისთვის საინტერესოა მცირე ზომის სათამაშოების უფრო დიდ სათამაშოებად გარდაქმნა და დაწყობა.

ასაკისთვის შესაფერისი სათამაშოები

ახალშობილს სათამაშო დიდად არ სჭირდება. ის ჯერ კიდევ ცუდად ხედავს და ფაქტობრივად ვერ არჩევს ფერებსა და ფორმებს. მთელი სამყარო მისთვის სხვადასხვა ზომისა და ფერის ინტენსივობის ლაქების გროვაა. მაგრამ უკვე ერთი თვისთვის პატარა იწყებს მზერის ფოკუსირებას და პირველ ხანებში საყვარელი გასართობი იქნება საყვარელი ადამიანების სახეები - დედის, მამის, დისა თუ ძმის.

3 თვიდან

ამ ასაკში ოპტიმალურია ჩხარუნა სათამაშოები. ის უნდა იყოს მსხვილი, მკვეთრი ფერის. სამი თვისთვის პატარა იწყებს არა მარტო სტატიკური სათამაშოების სიამოვნებით გარჩევას, რომელიც მშობლებმა საწოლის კუთხეში მოუთავსეს, მშვენივრად ხედავს საწოლთან დამაგრებულ მოძრავ მკვეთრ საგნებსაც.

3-დან 6 თვემდე

სამი თვის ასაკში პატარების უმრავლესობას შეუძლია საგნების ხელში დაჭერა, რაც მაშინვე მიაქვთ პირისკენ. ამიტომ ჩხარუნა სათამაშოს უნდა ჰქონდეს მოხერხებული სახელური და არაბასრი კიდეები.

4-5 თვისთვის პატარას უმძაფრდება ტაქტილური შეგრძნებები, ამიტომ მას სჭირდება ქსოვილის სათამაშო, რომელიც ავითარებს მცირე მოტორიკას - წვრილი ლატექსის ბურთებით ავსებული სათამაშოს შეხება მისთვის საინტერესოა.

6-დან 8 თვემდე

მუსიკალური, ჟღერადი სათამაშოები 6 თვის ბავშვისთვის, განვითარების თვალსაზრისით, პირველ ადგილზე გადმოდის. მისი სმენა უფრო სწრაფად იხვეწება, თუ 6-7 თვის ასაკში შევთავაზებთ საწრიპინო სათამაშოს. ბავშვს, რომელიც დამოუკიდებლად ზის, სჭირდება რეზინის იხვები და თევზები. მათი ჩაწყობა დაბანისას აბაზანაშიც შესაძლებელია. ჩხარუნა სათამაშოს უკვე აღარ აქვს განმავითარებელი ფუნქცია, მაგრამ მისი გამოყენება შესაძლებელია ბავშვის ყურადღების მისაქცევად. როდესაც ის დაიწყებს ხოხვას - ბავშვი გამოხოხდება სათამაშოს ხმის მხარეს.

9-დან 12 თვემდე

უკვე დროა განვავითაროთ ლოგიკური ჩვევები და დავხვეწოთ მოტორიკა. ამისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ფერადი კუბიკები, კონსტრუქტორები დიდი დეტალებით, სხვადასხვა ზომისა და გეომეტრიული ფორმის დეტალები.

როგორი უნდა იყოს სათამაშო

სათამაშო უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას:

  • უსაფრთხოებას.

ის არ უნდა შეიცავდეს წვრილ დეტალებს, რომლებიც პატარამ შეიძლება გადაყლაპოს და შეისუნთქოს. ადვილად არ უნდა იშლებოდეს, რადგან ბავშვი სათამაშოს აუცილებლად ჩაიდებს პირში და არ უნდა იყოს ტოქსიკური.

  • ასაკობრივი დანიშნულება.
  • დამზოგველი აკუსტიკა.

ჩხრიალა ან წრიპინა სათამაშო არ უნდა გამოსცემდეს ძალიან მკვეთრ ბგერებს, რამაც შეიძლება ბავშვი შეაშინოს.

  • პრაქტიკულობა.

წლამდე ასაკის ბავშვის სათამაშო ხშირად უნდა გაირეცხოს. ამიტომ სათამაშო მაქსიმალურად უნდა იყოს მდგრადი წყლისა და საპნის ზემოქმედებისადმი. რბილი სათამაშოები ამ თვალსაზრისით გამოუსადეგარია, მაგრამ ლატექსის ან პლასტიკის კუბიკები, ბურთები ან ჩხარუნა სათამაშოები სრულიად გაუძლებს სისტემატურ სანიტარულ დამუშავებას.

ბავშვის სათამაშოს არ უნდა ჰქონდეს მკვეთრი ქიმიური სუნი. ნებისმიერი უსიამოვნო სუნი მეტყველებს მასალაში ტოქსიკური მინარევების არსებობაზე და მათი შეძენისაგან თავი შეიკავეთ.

შეეცადეთ შეარჩიოთ სათამაშო უნივერსალი, რომელიც ბავშვის რამდენიმე გრძნობის ორგანოს დააინტერესებს - მხედველობას, შეცნობას, სმენას. რაც უფრო მეტი ფუნქცია იქნება ერთ სათამაშოში, მით უკეთესია.