დედა და შვილი ერთი მთლიანობაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დედა და შვილი ერთი მთლიანობაა

„მყავს ახალშობილი. ეს ჩემი პირველი შვილია, ამიტომ ბავშვის მოვლის გამოცდილება არ მაქვს; რაც უნდა გავაკეთო, არაფერი მომწონს. ზოგჯერ ვტირი კიდეც. ამ დროს პატარაც ტირილს იწყებს. არ ვიცი, რატომ. იქნებ ჩემ გამო ტირის?“

- თქვენ ახლა უამრავი ახალი მოვალეობა გაქვთ და ცდილობთ, ყველაფერი უმაღლეს დონეზე გააკეთოთ, მაგრამ არის ნიუანსი, რომელზეც ბევრი ახალბედა დედა წამოეგება ხოლმე: როცა რამეს კარგად ვაკეთებთ, ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ ვაქცევთ, ხოლო როცა რამე არ გამოგვდის, იქვე ვიწყებთ შეცდომების თვლას...

რატომ? ჰკითხეთ საკუთარ თავს, გეხმარებათ ეს თუ ხელს გიშლით? გამოიმუშავეთ ჩვევა, დადებითად იფიქროთ თქვენს თავზე. გაიხსენეთ, რომ თქვენი ფიქრები და გრძნობები ბავშვს გადაეცემა. ის იჭერს თქვენს ემოციას, მიმიკას, ინტონაციას. როცა ღელავთ ან ბრაზობთ, ჩვილი ამაზე ისე რეაგირებს, როგორც შეუძლია, ანუ ტირის. დამშვიდდით, განეწყვეთ პოზიტიურად და ბავშვიც დამშვიდდება. თავის ქებას ჩვეული არ ხართ? მაშინ ყველაფერი კონკრეტულ სიტუაციას დაუკავშირეთ. მაგალითად, ყოველთვის, როცა შეაქებთ ბავშვს, იპოვეთ მიზეზი საკუთარი თავის შესაქებადაც. მაგალითად, როცა ეტყვით: „ჩემო ბაჭიავ, რა კარგად ჭამ!“ - იქვე დაამატეთ: „მე კი ძალიან ჭკვიანი ვარ, რომ დროულად და კარგად გაჭამე“, ან როცა ხელში აიყვანთ და იფიქრებთ: „რა ღონიერი ხელები აქვს“, - იქვე დაამატეთ: „ყოჩაღ მე, რომ ყოველდღე ვუკეთებ მასაჟს“. აქცენტი დადებითზე დასვით, უარყოფითს კი ნუ განაზოგადებთ. მაგალითად, ხშირად ხდება ასე - დედა გაიფიქრებს: „რატომ არ იძინებს ჩემი პატარა? ალბათ, მე ვერ ვაძინებ ისე, როგორც საჭიროა...“ მერე კი ავტომატურად გადაერთვება ასეთ აზრებზე: „ყველაფერს არასწორად ვაკეთებ... უხეირო დედა ვარ...“ როცა თავს ასეთ ფიქრებს შეამჩნევთ, დაამატეთ: „სამაგიეროდ...“ მაგალითად, ასე: „მიჭირს ბავშვის გამოკვება... სამაგიეროდ, ბევრს ვასეირნებ სკვერში, სადაც ის ძალიან კარგად იძინებს“. ირწმუნეთ საკუთარი ძალა და ის მართლაც გაგიჩნდებათ!

დედამ ინსტინქტურად იცის, რა და როგორ გააკეთოს. თქვენ და თქვენი შვილი ერთ მთლიანობას წარმოადგენთ. თქვენ შორის მჭიდრო კავშირია. ასე რომ, მიუგდეთ ყური საკუთარ თავს და გაუგებთ პატარას. განდევნეთ ნეგატივი სიმღერით. შეგიმჩნევიათ, როგორი ტექსტი აქვს იავნანას? ის დედისთვის არის განკუთვნილი - პატარას ხომ სიტყვები არ ესმის. დედა იავნანას თითქოს საკუთარ თავსაც უმღერის და ამ დროს მშვიდდება, უსიამოვნო გრძნობებისგან თავისუფლდება. იმღერეთ იმაზე, რასაც გრძნობთ. მოიგონეთ საკუთარი იავნანა და ჩადეთ მასში ყველაფერი, რაც გაწუხებთ, შეგიძლიათ უბრალოდ ესაუბროთ პატარას, მოუყვეთ რაღაც ამბავი, შეარჩიეთ ყველაზე ლამაზი, ფაქიზი, ნაზი სიტყვები და გამოთქმები, შეგიძლიათ წაუკითხოთ ლექსები და ზღაპრები, მთავარია თითეული სიტყვა შეიცავდეს დადებით ემოციას, სითბოს, ბავშვი სწორედ ამ ემოციებზე რეაგირებს. მერე კი, როცა სიმღერით გულს მოიჯერებთ და შეამჩნევთ, რომ პატარას განწყობილება შეეცვალა, უთხარით მას, რა ლამაზია და რა ბედნიერები ხართ მასთან ერთად. ყველაფერ ამაში ქალს დედური ინსტინქტი და მისი შინაგანი ხმა დაეხმარება. შეეცადეთ ყოველთვის დაძლიოთ თქვენი უარყოფითი ემოციები, დაიცვათ პატარა ნეგატივისგან და მხოლოდ სითბო და სიყვარული გაუნაწილოთ.

R