როდემდე ვაწოვოთ ბავშვს ძუძუ? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდემდე ვაწოვოთ ბავშვს ძუძუ?

  • თავის კარგად დაჭერის უნარი;
  • დაუხმარებლად, პრაქტიკულად დამოუკიდებლად ჯდომა;
  • კოვზით საკვების პირთან მიტანისას პირის გაღება;
  • თუ მშიერი არ არის, ამ დროს თავის გვერდით გაწევა;
  • პირის დაკუმვა კოვზით პირში ლუკმის ჩადებისას, პირში საკვების გაჩერება (და არა გადმოფურთხება) და გადაყლაპვა.

რაციონში დამატებითი საკვების შეტანა ხდება ტრადიციული სქემით, პროდუქტების გარკვეული თანმიმდევრობით: ბოსტნეულის პიურე, ფაფა; საკვების კონსისტენციის გასქელება, ულუფის თანდათანობითი გაზრდა. ჯერ ვაძლევთ დამატებითი საკვების მცირე ულუფას, მერე - დედის რძეს. ასე თანდათანობით ერთ კვებას მთლიანად ჩაანაცვლებს დამატებითი საკვები. თანამედროვე მიდგომით, დედამ თავისი თეფშიდან უნდა შესთავაზოს ბავშვს რამდენიმე კოვზი კერძი, რათა პატარა ახალი საკვების გემოს შეაჩვიოს. არსებობს აუცილებელი მოთხოვნები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ პირველი დამატებითი საკვების მიცემისას:

  • უპირველეს ყოვლისა, ბავშვი უნდა იყოს ჯანმრთელი.
  • ყოველი ახალი პროდუქტი უნდა შევიტანოთ ბავშვის მენიუში მცირე ულუფებით.
  • ყურადღებით დავუკვირდეთ ბავშვის მდგომარეობას - ალერგიულ გამოვლინებებს (გამონაყარი, კანის სიწითლე და ა.შ.), კუჭის მოქმედებას (თხიერი განავალი, მუცლის შებერილობა და ა.შ.). ამ და ნებისმიერი სხვა საეჭვო მდგომარეობისას დამატებითი საკვების მიცემა უნდა შეწყვიტოთ და ერთი კვირის შემდეგ დაიწყოთ სხვა საკვებთან შეგუება.
  • დამატებითი საკვები აუცილებლად მიეცით კოვზით და არა ბოთლით.
  • თუ ბავშვს საკვების მიღება არ სურს, ნუ დააძალებთ.
  • უარის შემთხვევაში შეეცადეთ, მისცეთ რამდენიმე დღის შემდეგ ან სულაც შეუცვალოთ სხვა პროდუქტით.

ძუძუთი კვება

დამატებითი საკვების მიცემის მიუხედავად, ძირითად საკვებად რჩება რძე, მაგრამ რამდენ ხანს ვაწოვოთ ძუძუ, ინდივიდუალურად წყდება. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ძუძუდან ბავშვის მოცილება უნდა დავიწყოთ 9-12 თვის ასაკში, თუმცა არსებობს სხვა, ამჟამად უფრო მეტად მიღებული მოსაზრებაც: შეიძლება, ბავშვს ძუძუ ვაწოვოთ 2-2,5 წლამდე, თუ თავად სურს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იგი მხოლოდ დედის რძით  იკვებებოდეს - ასე ორგანიზმი სრულყოფილად ვერ შეივსება საჭირო ინგრედიენტებით. ფსიქოლოგები და პედიატრები ძუძუთი ხანგრძლივ კვებას ხსნიან შემდეგი მიზეზებით:

  • დედის რძე - მცირე რაოდენობით, მაგრამ მაინც - ერთი წლის შემდეგაც ამარაგებს ბავშვის ორგანიზმს ცილებით, ცხიმებით, იმ ფაქტორებით, რომლებიც უზრუნველყოფს ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის სიცოცხლესა და ფუნქციონირებას. თუ დედა ბალანსირებულად იკვებება, შესაძლოა, მისმა რძემ დააკმაყოფილოს ამ ინგრედიენტებზე ბავშვის ორგანიზმის მოთხოვნა.
  • დედის რძე მხოლოდ შიმშილის დაოკებას კი არ ემსახურება, არამედ შეიცავს ანტისტრესულ და ტკივილგამაყუჩებელ ჰორმონებს, დამცველობით ფაქტორებს, არეგულირებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას. მის შემადგენლობაში არსებული ნივთიერებები ორგანიზმს ფუნქციური სისტემების ფორმირებაში ეხმარება.

საინტერესო ფაქტები

1. დედის იავნანა არა მხოლოდ ამშვიდებს ბავშვს, არამედ აჩქარებს მისი აზროვნების განვითარებას და ხელს უწყობს მშობლიური ენის შესწავლას. ზოგიერთი მეცნიერის აზრით, იავნანა აუმჯობესებს ლაქტაციას!

2. დადგენილია, რომ ბავშვის ტვინის ზრდისა და განვითარების სიჩქარე მაქსიმუმს აღწევს დაბადებიდან 2,5 წლამდე. შემდეგ 6 წლამდე ტვინის განვითარების ტემპი ნელდება, თუმცა მაინც ძალიან მაღალი რჩება, 6 წლის შემდეგ კი მკვეთრად ქვეითდება.

3. განურჩევლად იმისა, რომელ ენაზე მეტყველებენ მშობლები, ყველა ჩვილი პირველ მარცვლებს ერთნაირად წარმოთქვამს: “მა”, “ბა”, “ამ”, “ტა”.

4. ბავშვთა სტომატოლოგებმა გამოიკვლიეს ძუძუთი კვების გავლენა ჩვილის პირის ღრუს ფორმირებაზე. გამოკვლევამ აჩვენა, რომ ძუძუს წოვა სიცოცხლის პირველ წელს ხელს უწყობს ქალასა და კბილების სწორ ფორმირებას. დადასტურებულია, რომ ძუძუს წოვისას პირის მოძრაობის წყალობით საგრძნობლად მცირდება არასწორი თანკბილვის განვითარების ალბათობა.