როგორ ცხოვრების წესს უნდა მისდევდეს ორსული, რომ პატარას არ ავნოს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ცხოვრების წესს უნდა მისდევდეს ორსული, რომ პატარას არ ავნოს?

რამდენ ხანს უნდა გვეძინოს?

ეს ქალის თვითშეგრძნებაზეა დამოკიდებული. დღე-ღამეში რვა-ცხრა საათი, ჩვეულებრივ, საკმარისია, მაგრამ თუ ქალი დაღლილობას გრძნობს, შეუძლია, 1-2 საათს დღისითაც ჩათვლიმოს.

ვარჯიში

ვარჯიში ორსულისთვისაც სასარგებლოა და ნაყოფისთვისაც, მაგრამ ნუ გადაიტვირთებით.

შინაური ცხოველები

ძაღლები, თუთიყუშები და თევზები ორსულისთვის საშიში არ გახლავთ, მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ ალერგიულ რეაქციას არ იწვევენ. თუ მათთან მიკარებისას სული გეხუთებათ ან ცხვირცემინება გეწყებათ, უმჯობესია, ისინი ათიოდე თვით ვინმეს გადააბაროთ.

მეორე საშიშროებაა ტოქსოპლაზმოზი, რომელსაც კატები ავრცელებენ. ეს დაავადება ნაყოფისთვის მეტად საშიშია.

ორსულებს ვურჩევთ, ცხოველის ფეკალიების მოწმენდისას აუცილებლად ჩაიცვან რეზინის ხელთათმანები ან ეს საქმე სხვას მიანდონ.

სქესობრივი სიახლოვე

თუ ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს და პარტნიორი ჯანმრთელია, სქესობრივი ცხოვრება დასაშვებია, თუმცა სიფრთხილე გმართებთ ორსულობის პირველი ორი და ბოლო ორი თვის განმავლობაში. აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ წამოზრდილი მუცლის გამო ინტიმური სიახლოვის სტანდარტულ პოზებზე უარის თქმა მოგიხდებათ.

მედიკამენტები

მედიკამენტების უმეტესობა ნაყოფს ვნებს, ამიტომ რაც უფრო ნაკლებს მიიღებთ, მით უკეთესია. ერიდეთ ყოველგვარ პრეპარატს, გარდა იმისა, რასაც ექიმი გამოგიწერთ. ერიდეთ ბალახეულ ნაყენებსაც - ზოგიერთი მათგანი ორსულისთვის საშიშია. თუ ორსულობის პერიოდში სამედიცინო დახმარებისთვის სხვა დარგის სპეციალისტს მიმართეთ, არ დაგავიწყდეთ გააფრთხილოთ, რომ ორსულად ხართ. თუ შემთხვევით სასწრაფო დახმარების გამოძახება მოგიხდათ, აუცილებლად შეატყობინეთ ოპერატორს, რომ ორსულად ხართ, რათა საჭიროების შემთხვევაში მეან-გინეკოლოგი გამოგიგზავნონ.

კვება

ორსულთა კვება მთელი მეცნიერებაა. ჯერ ერთი, უნდა მიირთვათ ხშირად და მცირე ულუფებით, მეორე - ერიდოთ ალე-რგიის გამომწვევ პროდუქტებს, მესამე - დაიცვათ პირამიდის პრინციპი. ორსულის ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება პური, მარცვლეული, ბურღულეული - ეს პირამიდის საფუძველია. ხილი და ბოსტნეული შუა საფეხურზეა განლაგებული. მათ ზემოთ უკავია ადგილი რძის ნაწარმს, ხორცსა და პარკოსნებს, კვერცხსა და კაკალს. პირამიდის წვერს კი ცხიმი და ტკბილეული ქმნის, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მიღება რეკომენდებულია მცირე ოდენობით.

სითხე

დღეში რვა ჭიქა სითხე მაინც უნდა მიიღოთ. თანამედროვე გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ორსულობისას სითხის შეზღუდვა შეშუპებების დროსაც კი არ შეიძლება. არ დალიოთ დღეში სამ ჭიქაზე მეტი კოფეინიანი სითხე: ჩაი, ყავა, გაზიანი (არა მინერალური) წყალი. თუმცა ორსულობის ბოლო თვეებში, როდესაც შარდის ბუშტი ქალს აიძულებს, ტუალეტში საათში ერთხელ მაინც იაროს, ზოგიერთი მეცნიერი ორსულებს შედარებით ნაკლები სითხის მიღებას ურჩევს.

ვიტამინები

ორსულს დიდი რაოდენობის რკინა, კალციუმი და ფოლიუმის მჟავა სჭირდება. რკინით მდიდარია პარკოსნები, ფოთლოვანი ბოსტნეული, რძე, კვერცხი, ხორცი, თევზი, შინაური ფრინველი. ფოლიუმის მჟავათი მდიდარია გაფუებული პური, პარკოსნები, კვერცხი, ჭარხალი, კომბოსტო, ბარდა, პომიდორი. კალციუმის საუკეთესო წყაროა რძე და მისი ნაწარმი, ლობიო, კომბოსტო, მწვანილი (ოხრახუში, კამა) და კვერცხის გული.თუ ამ ნივთიერებებს საკვებთან ერთად საკმარისი ოდენობით არ იღებთ, ექიმი გამოგიწერთ ორსულებისთვის განკუთვნილ ვიტამინურ პრეპარატებს.

სუფთა ჰაერი

ორსულისთვის ძალიან სასარგებლოა სუფთა ჰაერი. ხშირად ისეირნეთ პარკში, ტყეში. ყოველდღე გაანიავეთ ოთახი, მით უფრო - ძილის წინ.

სამუშაოთუ ორსულობა გაურთულებლად მიმდინარეობს, მუშაობა დასაშვებია, მაგრამ დღეში არა უმეტეს 6 საათისა.

სტრესი

არ ინერვიულოთ წვრილმანების გამო. ეცადეთ, ცხოვრებისგან სიამოვნება მიიღოთ. საჭიროებისას გამოიყენეთ ორსულებისთვის განკუთვნილი ფსიქოლოგიური განტვირთვის ხერხები.

წყლის პროცედურები

წინათ მიაჩნდათ, რომ აბაზანა ორსულთათვის უკუნაჩვენებია. ამჟამად ის არ იკრძალება, მაგრამ არც ყოველდღე მიღებას გირჩევთ. არც მეტისმეტად დიდხანს ნებივრობაა სასურველი - 10 წუთიც საკმარისია. საუნაში სტუმრობის ნებართვა კი მკურნალ ექიმს სთხოვეთ.