ორსულები ანემიის რისკის ქვეშ - ანემია, ჩვეულებრივ, ორსულობის მეორე ნახევარში ვლინდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ორსულები ანემიის რისკის ქვეშ - ანემია, ჩვეულებრივ, ორსულობის მეორე ნახევარში ვლინდება

- რატომ ემართებათ ორსულებს, მეტადრე - განმეორებით მშობიარეებს, რკინადეფიციტური ანემია?

- ორსულობის ბოლოს პრაქტიკულად ყველა ქალს აქვს რკინის ფარული დეფიციტი, ხოლო რკინადეფიციტური ანემია ორსულთა მესამედს უვითარდება. ეს, ისევე, როგორც ავიტამინოზი, ორსულებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მდგომარეობაა, რომლის პროფილაქტიკისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს კვებას. რკინადეფიციტური ანემია მაღალგანვითარებულ ქვეყნებში მოსახლეობის დაახლოებით 8-20%-ს აღენიშნება. ყოველი ორსულობის, მშობიარობისა და ლაქტაციის დროს რკინის დანაკარგი 900 მგ-ს შეადგენს. რკინის მარაგის აღსადგენად ორგანიზმს 4-5 წელი სჭირდება. თუ ქალმა ხელმეორედ ამ ვადაზე ადრე იმშობიარა, მას აუცილებლად განუვითარდება ანემია. რკინის დეფიციტი გარდაუვალია იმ ქალებისთვის, რომლებსაც ოთხზე მეტი შვილი ჰყავთ. ანემია, ჩვეულებრივ, ორსულობის მეორე ნახევარში ვლინდება. მას თან სდევს ჟანგბადოვანი შიმშილი და ამის შედეგად განვითარებული პათოლოგია. ორსულობის დროს ისედაც იმატებს ჟანგბადის მოთხოვნილება, ანემია კი უფრო მეტად აღრმავებს ჰიპოქსიას - ჟანგბადოვან შიმშილს. რკინადეფიციტური ანემია განიხილება როგორც ტოტალური ორგანული პათოლოგია, რომელიც ყველა ორგანოსა და ქსოვილის - კანის ეპითელიუმის, სასუნთქი, კუჭ-ნაწლავისა და იმუნური სისტემების, თავის ტვინის - ფუნქციურ და მორფოლოგიურ დაზიანებას იწვევს.

- რა გავლენას ახდენს რკინის დეფიციტი ნაყოფის განვითარებაზე?

- ანემიის დროს ნაყოფის ზრდა-განვითარება შეფერხებულია. მძიმე ანემიის შემთხვევაში მოსალოდნელია ნაყოფის სიკვდილიც. ანემიით დაავადებულ ორსულთა ახალშობილებს აქვთ წონის მკვეთრი დეფიციტი და შედარებით ნელა აღიდგენენ ნორმას. რკინის დეფიციტი და მისი არასაკმარისი დაგროვება ხელს უწყობს ახალშობილებში რკინადეფიციტური ანემიის ჩამოყალიბებას, ჰემოგლობინის წარმოქმნის დარღვევას, გონებრივი და მოტორული განვითარების შეფერხებას, ქრონიკული ჰოპოქსიის ჩამოყალიბებას, იმუნური სისტემის დათგუნვას.

წაიკითხეთ სრულად