როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქალი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ქალი

როგორია თანამედროვე ქალი, რა არის მისთვის მთავარი?

ქალის ოჯახური ცხოვრება ბედნიერებით რომ იყოს გაბრწყინებული, ხოლო კარიერა - წარმატებული, ეს თვითონვე უნდა მოინდომოს. უნდა ეცადოს, მისი გრძნობა და გონება სრულ ჰარმონიაში იყოს ერთმანეთთან. ის ხან უბედური იქნება და ხან ბედნიერი - ეს ცხოვრების კანონია, რომელსაც ვერავინ შეცვლის. ეს საკმაოდ ძნელია, მაგრამ ბედიერებისკენ უნდა ისწრაფოდე. სხვა საქმეა, რა არის შენთვის ბედნიერება. არამცთუ საუკუნეების, ათასწლეულების განმავლობაში მიაჩნდათ, რომ ქალს მხოლოდ ოჯახური კერის დაცვა ევალებოდა. ის, უპირველეს ყოვლისა, კარგი დედა, სანიმუშო მეუღლე და დიასახლისი უნდა ყოფილიყო. პროფესიული თვითრეალიზაცია მამაკაცთა პრივილეგიად მიიჩნეოდა. დღეს კი ქალები წარმატებულ კარიერაში მამაკაცებს ეცილებიან. ქვეყნის პრეზიდენტობა თუ არა, რომელიმე კომპანიის ან ფირმის ხელმძღვანელობა მაინც - აი მათი პროგრამა-მინიმუმი. ქალი სულ უფრო აქტიურ პოზიციას იკავებს საზოგადოებაში. საზოგადოებრივი პროცესებიც იქით არის მიმართული, რომ შინ თუ გარეთ მთავარი ქალი გახდეს. რაღა თქმა უნდა, მამაკაცი ფიზიკურადაც, სექსუალურადაც და ეკონომიურადაც უფრო ძლიერია და ამას ვერსად გავექცევით, მაგრამ ნებისმიერ ცხოვრებისეულ ვითარებაში ლიდერი მაინც ქალია. მამაკაცთა უმრავლესობაც წინააღმდეგი როდია, ლიდერის ისტორიული როლი ქალს გაუყოს. ის კი არა, ზოგიერთი მზად არის, ლიდერობა მთლიანად მშვენიერ სქესს გადაულოცოს. საქართველოში ეს ტენდენცია თვალსაჩინოა - ბოლო ათწლეულების განმავლობაში ქალმა ლამის მთლიანად იტვირთა ოჯახზე, შვილებზე მზრუნველობის, მატერიალური უზრუნველყოფის მთელი სიმძიმე...

მოწოდებით დიასახლისი

თანამედროვე ქალიშვილები უფრო და უფრო ხშირად აცხადებენ, რომ მათთვის მთავარი სამსახური და კარიერაა. დრონი იცვალნენ... მათი დედები უმთავრესად ისეთ ოჯახებში იზრდებოდნენ, სადაც "შემომტანი" მამაკაცი იყო. მიიჩნეოდა, რომ ქალს სათანადო განათლება უნდა მიეღო, მაგრამ... მხოლოდ იმისთვის, რომ ღირსეული შვილები აღეზარდა და მთელი ცოდნა და გამოცდილება ოჯახისთვის მოეხმარა. ქალიც, როცა ბედი ისეთ მეუღლეს შეახვედრებდა, რომელსაც ოჯახის მატერიალურად უზრუნველყოფა შეეძლო, უმეტესად სიამოვნებით ამბობდა უარს სამსახურზე და დიასახლისთა რიგებს ემატებოდა. თუმცა ეს სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ მათი ცხოვრება მხოლოდ სადილ-ვახშმის კეთებისგან, რეცხვა-ლაგებისა და ტელეფონზე საუბრისგან შედგებოდა. ქალების უმრავლესობა საკმაოდ განათლებული და გემოვნებიანი იყო, ესწრებოდა კონცერტებს, თეატრალურ წარმოდგენებს, მართავდა წვეულებებს, მოგზაურობდა და მიაჩნდა, რომ ქალისთვის ეს ერთადერთი სწორი ცხოვრების წესი იყო. ჰოდა, ბუნებრივია, უკვირთ, რომ მათი ქალიშვილები მზად არიან, გადაეშვან ბიზნესის ორომტრიალში და მყუდრო ბინის დიასახლისობა საქმიანი ქალის არცთუ იოლ ცხოვრებაზე გაცვალონ.

დაბრკოლებების გადალახვა

იმ ქალების ცხოვრება, რომელთაც პროფესიული კარიერის შექმნა გადაწყვიტეს, ნამდვილად არ არის იოლი. ისინი მხოლოდ მაღალი კლასის სპეციალისტები კი არ უნდა გახდნენ, არამედ სრულყოფილად დაეუფლონ ურთიერთობის ხელოვნებას, ჰქონდეთ უნარი, დაასაბუთონ თავიანთი აზრი, დაარწმუნონ ოპონენტები. გოგონები ჯერ კიდევ სწავლისას ეძებენ შესაძლებლობას, იმუშაონ, პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ, ღრმად ჩასწვდნენ საბაზრო ეკონომიკის არსს, დაეუფლონ უცხო ენებს. შრომისმოყვარეობას სასურველი ნაყოფი მოაქვს - პრესტიჟული სამუშაო და სტაბილური შემოსავალი... ცხოვრება თანდათან დაბრკოლებებით რბოლას ემსგავსება: მიზანი - წარმატება - ახალი მიზანი, კვლავ წარმატება და კვლავ ახალი ამოცანა. მშობლები წუწუნებენ, რომ შვილები პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ იცლიან, ძალიან იღლებიან და საღამოობით შინ დაბრუნებულებს ვახშმობის თავიც აღარ აქვთ. სამაგიეროდ თვითონვე არიან საკუთარი თავის ბატონ-პატრონნი. საქმიანი ქალებიც ოცნებობენ ძლიერ და ერთგულ მამაკაცებზე, ბავშვებზე, მყუდრო სახლზე, მაგრამ ეს მათთვის ერთადერთ მიზანს არ წარმოადგენს. როცა ბიზნესლედი ოჯახს ქმნის, ცდილობს, საოჯახო საქმეები, ბავშვების აღზრდა და მეუღლესთან ურთიერთობა საქმიანობას შეუთავსოს, ეს კი არც ისე იოლია. კარიერა დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს. ოჯახს კი ყურადღება აკლდება. თუ ქალს საკმარისი შემოსავალი აქვს, შეუძლია თავს უფლება მისცეს საოჯახო საქმეებში დამხმარე აიყვანოს, მაგრამ შვილებსა და მეუღლესთან ურთიერთობაში მის ადგილს ვერავინ დაიკავებს... აქ იწყება გაუცხოება, იწყება პრობლემები. ასე რომ, ქალს ძლიერი ნებისყოფა და დიდი ენერგია სჭირდება, რათა პროფესიულ ასპარეზზეც და ოჯახშიც სათანადოდ მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზება.