როგორ მოვაწყოთ სააგარაკე სახლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვაწყოთ სააგარაკე სახლი

ქალაქგარეთ სახლი უკვე აღარ აღიქმება სადღაც გამოკეტილ და მიტოვებულ შენობად. სულ უფრო მეტი ადამიანი აფასებს ქალაქგარეთ ჰაერსა და სიმწვანეში ოჯახთან ერთად გატარებულ დროს. პირველი ეტაპია აგარაკის აშენება. შემდგომი ეტაპია სააგარაკე სახლის რემონტი, იაფი და საცხოვრებლად კომფორტული რომ იყოს. ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ თქვენი აგარაკი მოაწყოთ კომფორტულად, თანამედროვედ და დიდი დანახარჯების გარეშე. ძირითადი რჩევები ინტერიერის დიზაინერებისაგან

სანამ აგარაკის გადაკეთებას შეუდგებით, წარმოიდგინეთ და მოხაზეთ, რა გინდათ მიიღოთ საბოლოო შედეგად. ჩამოაყალიბეთ, როგორ სტილში გადაწყვეტა გსურთ, როგორი ფუნქციური დატვირთვით. რომელ ავეჯს გამოიყენებთ არსებულიდან, რომელს დასჭირდება რესტავრირება და რისი შეძენა მოგიწევთ.

თუ აგარაკის გამოყენებას მხოლოდ ზაფხულის პერიოდში გეგმავთ, ამ შემთხვევაში, ბევრად ნაკლები საზრუნავი გაქვთ. მაგრამ თუ წელიწადის ცივ დროსაც გსურთ ქალაქის ხმაურს გაეცალოთ, მაშინ შენობის გათბობის საკითხი გაქვთ მოსაგვარებელი. თუ ეს გასვლები ხანმოკლე იქნება, მარტივად შეიძლება ელექტროგამათბობლით შემოფარგვლა, მაგრამ ხანგრძლივად ყოფნას და ღამის გათევასაც თუ აპირებთ, აქ უკვე რემონტისას გათბობის სისტემის საფუძვლიანი დაგეგმვაა საჭირო.

ძალიან ბევრი რამაა დამოკიდებული აგარაკის ფართობზე. თუ აპირებთ პატარა სახლის აშენებას, 50-60 კვ. მ-ში თავისუფლად შეიძლება ორი პატარა ოთახის, სამზარეულოსა და სველი წერტილის ჩატევა.

მცირე რჩევები რემონტისას

ძველი, არასაჭირო ნივთები აგარაკს მხოლოდ გადატვირთავს და ხელს შეგიშლით. როგორც წესი, რაც დროთა განმავლობაში ზედმეტი ხდება, იმას აგარაკზე ეზიდებიან და უამრავი ნივთი წლობით გროვდება. იხელმძღვანელეთ პრინციპით – რაც სამ წელზე მეტია არ გამოგიყენებიათ, ესე იგი, აღარასოდეს გამოიყენებთ. გაათავისუფლეთ სივრცე ამ ნივთებისგან.

არ იხელმძღვანელოთ ქალაქის ბინის პრინციპებით. აგარაკი უნდა გიქმნიდეთ მშვიდი დასვენების ატმოსფეროს და არ გახსენებდეთ ქალაქის რიტმსა და ხმაურს.

ეცადეც, კარგად გამოყოთ ერთმანეთისგან მოსასვენებელი და სამზარეულოს ზონა.

უკეთესია მშვიდი, ნათელი ფერების გამოყენება და მათი მკვეთრი აქცენტებით გაზავება.

იხმარეთ რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი მასალა ავეჯსა და ინტერიერში. დიზაინერები არ გვირჩევენ ქრომირებული მეტალის, მინის, გალაკული ზედაპირების, პლასტიკატის გამოყენებას სააგარაკე ბინაში, ან ეს უნდა იყოს მინიმალურად.

როგორც ყველა ინტერიერში, განათება აქაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეცადეთ რბილი, არამკვეთრი სინათლე მიიღოთ, გამოიყენეთ მქრქალი და სინათლისგამფანტავი სანათები.

დიდი ყურადღება ეთმობა ტექსტილს. ბალიშები, პლედები, ლამაზი გადასაფარებლები, ფერადი ფარდები დაამშვენებს ოთახების ინტერიერს. შეარჩიეთ ტიპური სააგარაკე ფაქტურა – ზოლები, წვრილი ყვავილები, კუბოკრული.

ოთახის მცენარეები გამოკვეთს აგარაკის სიმყუდროვეს.

ვინტაჟური, ანტიკვარული ნივთები კარგად ერწყმის სააგარაკე გარემოს, მაგრამ ზომიერების ფარგლებში.

თუ გეგმავთ ცივ პერიოდშიც დაისვენოთ თქვენს აგარაკზე, კარგი იქნება ნამდვილი ბუხარი ან ელექტრობუხარი დაამონტაჟოთ.

სააგარაკე სახლის რემონტისას გამოსაყენებელი მოსაპირკეთებელი მასალა

დიზაინერთა და აგარაკის ბედნიერ მფლობელთა უმრავლესობა თანხმდება, რომ რაც უფრო ლაკონიური და ბუნებრივია აგარაკის ინტერიერის დიზაინი, მით უკეთესი. კედლები შეიძლება შეიღებოს, შეილესოს დეკორატიული ლესვით, გაიკრას თქვენთვის სასურველი შპალერი. შეიძლება რომელიმე კედლის გამოყოფა სხვა ფერით ან ფაქტურით. უფრო მაღალფასიანი, მაგრამ კარგი ვარიანტია კედლების ხის პანელით მოპირკეთება. დეკორად გამოიყენეთ ბუნებრივი ქვა, ხოლო ადგილები, სადაც მეტი ნესტი და ჭუჭყია, მოაპირკეთეთ კერამიკული ფილით. იატაკზე გამოიყენეთ ხე, თუ აგარაკზე არ იქნება ტენისა და ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ლამინატი ჯობია. ჭერზე თაბაშირ-მუყაო, ბათქაში, შეღებილი, ყველა მეთოდი მისაღებია თქვენი ბიუჯეტის, გემოვნებისა და ჭერის მდგომარეობის გათვალისწინებით. ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი არის ზოგადი რჩევები და კაპიტალური რემონტისათვის კონკრეტულად რას შეარჩევთ, ინტერიერის სტილსა და თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.

უპირატესობა მიანიჭეთ ხის ავეჯს, მშვენიერი გადაწყვეტილებაა ბამბუკის, მოწნული, როტანგის ავეჯი.

სააგარაკე სახლის ინტერიერის სტილი

არ არსებობს რაიმე შეზღუდვა აგარაკზე რომელიმე კონკრეტული დიზაინერული სტილის გამოყენება-არგამოყენების შესახებ. მაგრამ მაინც ჰაი-ტექი, ლოფტი, მინიმალიზმი უფრო ურბანულია და ქალაქის ბინის ინტერიერს მეტად უხდება. მთავარია, ერთი სტილის ძირითად პრინციპებს ეთანხმებოდეს ინტერიერის ყველა კომპონენტი.

დიზაინერები აგარაკისთვის ყველაზე შესაფერისად ასახელებენ:

Country – ქანთრი, სოფლის სახლის სტილი. იყენებს სხვადასხვა ქვეყნისთვის დამახასიათებელ სოფლის სახლის ელემენტებს. ის შეიძლება იყოს ფრანგული, ამერიკული, იტალიური, ქართული, რუსული სოფლის სახლის მსგავსი. მთავარია ინტერიერში რომელიმე სასურველი რეგიონის სული გადმოიცეს. ძირითადად, მაინც ყველას აერთიანებს ავეჯის სადა და მოუხეშო ფორმები, ყვავილოვანი ან კუბოკრული ტექსტილი, ღია მშვიდი ფერები.

Provance – ფაქტობრივად ფრანგული ქანთრია. ძალიან პოპულარულია დახვეწილობისა და განსაკუთრებული ხიბლის გამო. ძირითადი პრინციპებია – სადა, ხის, მაგრამ არაუხეში ავეჯი, დაძველების ეფექტით. ტექსტილის სიჭარბე, ნაზი ფერებითა და ნახატით. ღია ფერები ინტერიერში. ძირითადად ცისფერი, სოსანისფერი, მწვანე, ქვიშისფერი. მნიშვნელოვანია აქსესუარების გამოყენება – ლითონის ჭურჭელი, ჩიტის გალიები, ფოტოები ძველებურ ჩარჩოში.

Shabby shic – ეს სტილი წააგავს პროვანსს, ისიც რომანტიკული და ნაზია, მაგრამ მისგან განსხვავებით შებიშიკი იყენებს უფრო მდიდრულ, ძვირფას ავეჯს, მასალებს, ყველანაირ ძველებურ მდიდრულ აქსესუარს, ღია ფერებს, რთულ ფორმებს. სიტყვასიტყვით სტილის სახელი „გაცვეთილ ბრწყინვალებას“ ნიშნავს, ამიტომ გამოიყენეთ ყველაფერი ძველი და ბრწყინვალე!

ტრენდული დიზაინის სტილი – სკანდინავიური, რეტრო და შალე.

Scandinavian – სკანდინავიური სტილის ძირითადი პრინციპია ბევრი ხე და თეთრი ფერი, ბევრი სინათლე და ცოტა დეტალი, უფუნქციო ნივთების არარსებობა, ყველა ელემენტი: ტექსტილი, ავეჯი, აქსესუარები დეკორატიულ და ამავდროულად პრაქტიკულ ფუნქციასაც ასრულებს.

Retro – რეტრო სტილი, ფაქტობრივად, ძველი აგარაკების სტილია, ბებიების სახლის. ყველაზე მარტივად განსახორციელებელი, იმიტომ რომ ძველი აგარაკის გადაკეთება დიდად არც მოგიწევთ. წინა ეპოქის ავეჯი, წინაპრების ნივთები, ფოტოები, საათები, მოწნული ავეჯი, საქანელა სავარძელი, საბჭოთა ჭურჭელი, გეომეტრიული ფორმები ტექსტილსა და ინტერიერში – ესაა რეტრო სტილის ძირითადი ხაზი.

Chalet – ეს სტილი იმეორებს ტიპური ალპური სახლების სიმყუდროვეს და ატმოსფეროს. ხის სადა ავეჯი, ქვის, ცხოველის ბეწვის გამოყენება დეკორად, ღია და თბილი ფერები. შალეს ყველაზე დამახასიათებელი და მთავარი აქცენტია ჭერში მასიური ხის კოჭების არსებობა.

Boho – ეს არის ერთი შეხედვით შეუფერებელი და სხვადასხვა სტილის ნივთების არევა. შემოქმედებითი აურზაური, სიჭრელე, სხვადასხვა სტილისა და ეპოქის ავეჯის გამოყენება შეგიქმნით ბოჰო სტილს. ძალიან მარტივად მისაღწევი სტილია, მაგრამ ამავე დროს საფრთხილოც.

პატარა აგარაკის დიზაინი

შედარებით რთულია, მაგრამ შესაძლებელი სახლის მცირე ფართში სიმყუდროვისა და კომფორტის მიღწევა. ამისათვის რამდენიმე წესით შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ:

გასაშლელი ავეჯი. ტრანსფორმირებადი სკამები, სავარძელი, მაგიდა მოგცემთ საშუალებას გამოათავისუფლოთ მეტი ადგილი, ამ დროს ისინი მშვენივრად ასრულებენ თავიანთ ყველა ფუნქციას.

სათავსოების სწორად ორგანიზება. ყველა აგარაკზე უამრავი წვრილმანი ნივთია, რომლებიც მათი სათავსოს არარსებობის გამო იწვევს სივრცის ქაოსურ გადატვირთვას. ჩაშენებული კარადა, თაროების სისტემა, საკიდები კედელზე, საცხოვრებელი ფართის დანაკარგის გარეშე, ყველა ნივთის დახარისხების საშუალებას იძლევა. შეგიძლიათ მარნის მშენებლობა, სადაც ნივთების დიდი ნაწილი შეინახება.

თუ სტუმრიანობით გამოირჩევით, აუცილებლად განიხილეთ ორსართულიანი საწოლები.

ძალიან კარგი გამოსავალია სახლთან დიდი საჩრდილობლის, ფანჩატურის მოწყობა, იქ შეძლებთ სადილობასაც და დასვენებასაც.

დეკორი სააგარაკე სახლის ინტერიერში

აქსესუარები და დეტალები ქმნის ძირითად ტონს ინტერიერში. მთავარია არ გადაამლაშოთ მათი გამოყენებისას.

იდეალური დეტალია აგარაკზე ბუხარი. თუ ბუხარს ლამაზი აქსესუარებით მიუდგამთ საქანელა სავარძელს, იგი აგარაკის უსაყვარლესი კუთხე გახდება.

ფოტოები, ნახატები, ქოთნები, საყვავილეები, სარკეები – ეს მარტივად მოსაძიებელი, მაგრამ ეფექტური აქსესუარებია ინტერიერის გასაფორმებლად.

საინტერესოდ შეიძლება ლამაზი ფორმის პატარა გასაშლელი კიბის გამოყენება ინტერიერში, სადგამად ყვავილებისათვის ან ტანსაცმლის და ნივთების საკიდად.

სამზარეულოს ზონას მოუხდება სხვადასხვა ფორმისა და ზომის ქილები, კალათები. შეიძლება მათზე წარწერების დამაგრება. ეს ხერხი პრაქტიკულიც იქნება და ლამაზიც.

ოთახის ცოცხალი ყვავილები დაამშვენებს ნებისმიერი ფართის, ნებისმიერი სტილის აგარაკს და შექმნის განსაკუთრებულ აურას.

დაბოლოს, აგარაკის შიდა სივრცესთან ერთად არ დაგავიწყდეთ აივნის, ვერანდის მყუდროდ მოწყობა. სახლებისა და აგარაკების დაპროექტება-მშენებლობა წარმოუდგენელია ტერასის ან ვერანდის გარეშე. შესაბამისი ავეჯით მოწყობილმა ვერანდამ შეიძლება აგარაკზე ჩვეულებრივი ოთახის ფუნქციაც შეასრულოს.