რატომ არის მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ხშირად ჩახუტება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის მნიშვნელოვანი რაც შეიძლება ხშირად ჩახუტება

შეხება ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ფიზიკური შეგრძნება, ის არსებითი კავშირია ადამიანებს შორის. შეხება ჩვენი ფუნდამენტური მოთხოვნილებაა, რომელიც გავლენას ახდენს ტვინის ფუნქციონირებაზე, ხელს უწყობს ფსიქიკის სტაბილიზაციას და სოციალური ურთიერთობების დამყარებას.

ტაქტილური ურთიერთქმედება წარმოუდგენლად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის სხვა ასპექტებში.

1. ჩახუტება ამცირებს სტრესს

გარკვეული სტრესული გამოცდილების შემდეგ, ორგანიზმში სტრესის ჰორმონის კორტიზოლის დონის შესამცირებლად, საკმარისია ჩახუტება. და თუ არავინ არის ამის გამკეთებელი, შეგიძლიათ ჩაეხუტოთ საკუთარ თავს, რადგანაც ესეც მუშაობს. ასეთი შედეგები აჩვენა გერმანელი ფსიქოლოგების მიერ ჩატარებულმა კვლევამ.

ცნობილია, რომ სტრესი ძალიან საზიანოა ორგანიზმისთვის. მაგალითად, ის ზრდის ქრონიკული ანთების დონეს, რაც საფრთხეს უქმნის გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს და ზრდის კიბოს განვითარების რისკს. როგორც კვლევამ აჩვენა, თუ საყვარელ ადამიანს ყოველდღე ჩაეხუტებით, ორი კვირის შემდეგ, სისხლში ქრონიკული ანთების მარკერები შემცირდება.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. რეგულარული ჩახუტება ამცირებს არტერიულ წნევას, იცავს ინფექციებისგან და აუმჯობესებს განწყობას.

2. ნაზი მოფერება ხსნის ტკივილს

კიდევ ერთი უახლესი კვლევის ავტორებმა გადაწყვიტეს შეემოწმებინათ, შეუძლია თუ არა ნაზ მოფერებას ჩხვლეტისგან მიღებული ტკივილის შემცირება ბავშვებში სისხლის ანალიზის აღების დროს. აღმოჩნდა, რომ შეეძლო. ჩვილებთან შედარებით, რომლებსაც არ ეხებოდათ, იმ ბავშვებში, რომელთაც ეფერებოდნენ, შემცირებული ჰქონდათ თავის ტვინის ტკივილის აღქმაში მონაწილე რეგიონების აქტივობა. გარდა ამისა, მათ არც ისე მკვეთრი რეაქცია ჰქონდათ ინექციაზე.

ეს სასარგებლო ეფექტი შეიმჩნევა არა მხოლოდ ბავშვებში, არამედ მოზრდილებშიც – რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ მსუბუქმა მოფერებამ შეიძლება შეამციროს ტკივილის ინტენსივობა.

მოფერების ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება შეიძლება ეფუძნებოდეს კანში მდებარე სპეციფიკური ნერვული ბოჭკოების მუშაობას.

ისინი განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ნაზი, სასიყვარულო შეხების მიმართ, რაც პროვოცირებს "სიყვარულის ჰორმონის" ოქსიტოცინის გამომუშავებას, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი, მომადუნებელი, დამაშოშმინებელი ეფექტი.

3. თუ გეშინიათ და ღელავთ, ჩაკიდეთ ხელი.

სახიფათო სიტუაციებში ვინმეს ხელის ჩაკიდებას არაფერი ჯობია. უცხო ადამიანის ხელიც დაგეხმარებათ, მაგრამ უკეთესია, რა თქმა უნდა, თუ ვინმე ახლობელი და ძვირფასი იქნება თქვენ გვერდით.

ჩინელი ექიმების მიერ ჩატარებულმა კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ თუ კაცს პროსტატის ბიოფსიის დროს ახლობელის ან თუნდაც მედდის ხელი ეჭირა, ის არ იყო ისეთი შეშინებული და არც პროცედურა იყო მტკივნეული, როგორც მათთვის, ვისაც ასეთი შესაძლებლობა არ ჰქონდა.

სხვა კვლევამ ასევე აჩვენა, რომ პაციენტებს, რომლებსაც ბროლის გამოცვლის ოპერაციის დროს ეჭირათ ვინმეს ხელი, ჰქონდათ შფოთვისა და ადრენალინის დაბალი დონე, ვიდრე მათ, ვინც ამას არ აკეთებდა. დაქორწინებულ წყვილებზე ჩატარებული ექსპერიმენტები აჩვენებს, რომ საყვარელი ადამიანის ხელი ყველაზე ეფექტურად ხსნის შიშს და შფოთვას.

4. მასაჟი სასწაულებს ახდენს

მასაჟს ბევრი სარგებელი მოაქვს - ხსნის სტრესს, ტკივილს და გეხმარებათ მოდუნებაში. ეს გამოწვეულია იმით, რომ როდესაც ზეწოლა ხდება კანზე და ქვემდებარე ქსოვილებზე, პარასიმპათიკური ნერვული სისტემის აქტივობა იზრდება. ეს სისტემა პასუხისმგებელია ძალების აღდგენაზე, ენერგიის მარაგის შევსებაზე, დასვენებასა და რელაქსაციაზე, ის ეხმარება ორგანიზმს სტრესის დესტრუქციული ეფექტების დაძლევაში, არეგულირებს სხეულის მრავალი სისტემის მუშაობას.

ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ ბუნებრივად ტაქტილურები ვართ. ნაზად და ალერსიანად შეხება ერთმანეთთან თავს უკეთ გვაგრძნობინებს ფიზიკურად და ემოციურად.