როგორ გავაკეთოთ ჩურჩხელა და ფელამუში სახლის პირობებში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ გავაკეთოთ ჩურჩხელა და ფელამუში სახლის პირობებში

თუმცა, შედეგი ნებისმიერ სირთულედ ნამდვილად ღირს.

როგორ გააკეთოთ თხილისა და ნიგვზის ჩურჩხელა

მოცემული ინგრედიენტებით გამოდის, დაახლოებით, 4 თხილისა და 4 ნიგვზის ჩურჩხელა.

დაგვჭირდება:

  • 50 ცალი ნიგოზი
  • 100 ცალი თხილი
  • 1.5 ლიტრი ბადაგი
  • 300 გ ფქვილი
  • 3 ჩ/კ შაქარი
  • ნემსი
  • მაგარი ძაფი

ბადაგის, ფქვილისა და შაქრის რაოდენობა საკმარისია ჩურჩხელების ერთჯერადად ამოსავლებად. ჩურჩხელები, სულ მცირე, 2-ჯერ მაინც უნდა ამოვავლოთ.

1 ნაწილი – გაამზადეთ ნიგოზი

ნიგოზი გაარჩიეთ. მოათავსეთ ცხელ ტაფაზე და დაბალ ტემპერატურაზე 2-3 წუთით მოხალეთ ისე, რომ არ დაიწვას. გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ. ლებნები შუაზე გაყავით.

2 ნაწილი – გაამზადეთ თხილი

თხილი გაარჩიეთ და ცხელ ტაფაზე 2-3 წუთით მოხალეთ. ხის კოვზით მუდმივად ურიეთ, რომ კანი მოშორდეს. თბილ თხილს კანი ხელით მოაშორეთ.

3 ნაწილი – აასხით ძაფზე ნიგოზი

დაგჭირდებათ ნემსი და 75სმ მაგარი ძაფი. ძაფი ორად გაკეცეთ და ნიგოზი ააცვით. ლებნების ბრტყელი მხარე ზემოთ უნდა იყოს მიმართული. ერთ ძაფზე 25 ცალი ლებანი ააგეთ. მოაჭერით ნემსი და ბოლო განასკვეთ.

4 ნაწილი – აასხით ძაფზე თხილი

75 სმ სიგრძის ძაფი ორად მოკეცეთ. თხილი ნემსით ძაფზე ააცვით – თითოეულ ძაფზე 25 ცალი თხილის გული. მოაჭერით ნემსი და განა­სკვეთ.

5 ნაწილი – მოამზადეთ თათარა

ფქვილი და შაქარი თასში მოათავსეთ. თანდათანობით შეურიეთ 500 მლ ბადაგი და ხის კოვზით მოურიეთ.

6 ნაწილი – ათქვიფეთ

ათქვიფეთ ელექტრობლენდერით, რომ ნაზავი ერთგვაროვანი გამოვიდეს.

7 ნაწილი – ნაზავი ბადაგს შეურიეთ

1 ლიტრი ბადაგი ღრმა ქვაბში მოათავსეთ და თანდათანობით შეურიეთ ფქვილის, შაქრისა და ბადაგის ნაზავი. კარგად მოურიეთ.

8 ნაწილი – აადუღეთ, გააცხელეთ მაღალ ტემპერატურაზე

აადუღეთ. ურიეთ მუდმივად. შეამცირეთ ტემპერატურა და დაბალ ცეცხლზე 8-10 წუთით ადუღეთ. თათარა ნელ-ნელა გასქელდება.

9 ნაწილი – თათარა მზადაა

საბოლოოდ, თათარას ისეთი სისქე უნდა ჰქონდეს, როგორიც სურათზეა ნაჩვენები.

10 ნაწილი – მოათავსეთ თათარაში

ხელი მოკიდეთ ძაფის ბოლოს, ნიგვზის/თხილის ასხმა თათარაში მოათავსეთ და კოვზის დახმარებით ნელ-ნელა თათარაში ჩაფალით.

11 ნაწილი – ამოავლეთ ჩურჩხელა

დარწმუნდით, რომ ნიგოზი/თხილი ბოლომდე დაიფარა და ამოიღეთ თათარადან.

12 ნაწილი – გააშრეთ ჩურჩხელები

თუ თათარა სწორადაა მომზადებული, ჩურჩხელა წვეთას არ დაიწყებს. ჩურჩხელები გასაშრობად დაკიდეთ. შეგიძლიათ ჩამოკიდოთ ორ სკამს შორის გადებულ ჯოხზე.

13 ნაწილი – გააშრეთ, კიდევ რამდენჯერმე ამოავლეთ და შეინახეთ

ჩურჩხელები მზეზე 3-4 დღით გააშრეთ, ვიდრე წებოვანი აღარ იქნება. 3-4 დღის შემდეგ თავიდან ამოავლეთ თათარაში. თათარა ისევ ისე მოამზადეთ, როგორც ზემოთაა აღწერილი, მხოლოდ ერთი განსხვავებით: ბადაგის რაოდენობა 2 ლიტრამდე გაზარდეთ. მეორედ ამოვლების შემდეგაც ჩურჩხელები მზეზე კიდევ 3-4 დღით გააშრეთ. შეგიძლიათ, ჩურჩეხელების ამოვლების პროცესი კიდევ რამდენჯერმე გაიმეოროთ. როცა ჩურჩხელები ბოლომდე გაშრება საჭმელადაც მზად არის. შეინახეთ მშრალ ადგილას 2-3 თვემდე. შენახულ ჩურჩხელას ზედაპირზე შაქრის თხელი ფენა უჩნდება – ეს ბუნებრივია, თანაც ჩურჩხელას უფრო ლამაზს და გემრიელს ხდის.

ფელამუში

აღმოსავლეთ საქართველოში ბადაგისაგან თათარას ამზადებენ, ხოლო დასავლეთში ფელამუშს. განსხვავება მხოლოდ ფქვილია: აღმოსავლეთში ბადაგს პურის ფქვილს უმატებენ, ხოლო დასავლეთში – სიმინდის ფქვილს. ფელამუშის გაკეთება შესაძლებელია სიმინდისა და პურის ფქვილის თანაბარი ნაზავისგანაც.

რეცეპტის ინგრედიენტები:

  • 1 ლიტრი ბადაგი
  • 160 გრამი სიმინდის ფქვილი
  • 40 გრამი პურის ფქვილი
  • 2 ს/კ შაქარი (საჭიროებისამებრ)
  • ნიგოზი მოსართავად
  • რეცეპტის მომზადების საფეხურები.
  1. ფქვილი და შაქარი თასში მოათავსეთ. თანდათანობით ჩაუმატეთ ბადაგის ნახევარი და თან ხის კოვზით მუდმივად ურიეთ. შემდეგ კი გამოიყენეთ ხელის ბლენდერი ერთგვაროვანი მასის მისაღებად.
  2. დარჩენილი ბადაგი თუჯის ქვაბში ჩაასხით. თანდათანობით ჩაუმატეთ ფქვილიანი მასა და კარგად შეურიეთ. დადგით მაღალ ცეცხლზე, წამოადუღეთ და მუდმივად ურიეთ. შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა, ადუღეთ დაბალ ცეცხლზე და ურიეთ კიდევ 8-10 წუთით. ამ დროის განმავლობაში ფელამუში უნდა გასქელდეს. გასინჯეთ, რომ ფქვილის გემო არ დაჰკრავდეს.
  3. მომზადებული ფელამუში გადმოდგით ცეცხლიდან და მაშინვე გადაანაწილეთ თეფშებზე. სურვილისამებრ, გააფორმეთ ნიგვზის ლებნებით და გემრიელად მიირთვით! შეგიძლიათ ჭამოთ ცხელიც და ცივიც.