საცხოვრებელ სახლებთან უნდა ვახაროთ მცენარეები, დავრგოთ ხეები - ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საცხოვრებელ სახლებთან უნდა ვახაროთ მცენარეები, დავრგოთ ხეები - ადამიანისა და ბუნების ურთიერთობა

ერთი მათგანის ცვლილებაც კი მსგავს მოვლენებს იწვევს მეორის განვითარებაში. ადამიანი ამ სისტემის განუყოფელი ნაწილია, ამიტომ მისი ცხოვრება უშუალოდ უკავშირდება გარე სამყაროს განვითარებასა და ცვლილებას.

წუთით დავფიქრდეთ, რა გავლენას ახდენს ადამიანზე მეგაპოლისში ცხოვრება: ავტომობილი (შესაბამისად, მისი გამონაბოლქვი), კომპიუტერი, ტელევიზორი, მობილური ტელეფონი, ვიდეო, ქსეროქსი, ფაქსი, პრინტერი, სკანერი, მტვერსასრუტი, მაცივარი (შესაბამისი გამოსხივებით), უამრავი საოჯახო ტექნიკა, ათასგვარი საღებავი, ლაქი და ა.შ. - ყოველივე ის, რითაც გარემოცულია თანამედროვე ადამიანი, გამოყოფს ქიმიურ ნივთიერებებს. ყოველი მათგანი, ცალკე აღებული, მავნეა, ხოლო ყველა ერთად - საშინელება. ეს კოქტეილი ყველა ცოცხალი ორგანიზმისთვის დამღუპველია.

სწორედ მისი ზემოქმედების შედეგია მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, მოთენთილობა, ხშირი თავის ტკივილი, გაღიზიანება... გარემოზე ადამიანის ფსიქიკაც რეაგირებს. ჩვენ ვხედავთ საგნებს მათი გრძნობადი თვისებებით - მათ ფერს, ზომას, ფორმას, აღვიქვამთ მათ სუნს, გემოს, შევიგრძნობთ სიმძიმეს, ტემპერატურას, და თითოეული ეს შინაარსი ჩვენში იწვევს გარკვეულ ემოციურ მდგომარეობას, განცდას - სასიამოვნოს ან უსიამოვნოს. ადამიანს ეცვლება განწყობილება, ხასიათი, მოთხოვნილებები...

მკურნალი ბუნება

მხოლოდ გარემო კი არ მოქმედებს ადამიანზე, არამედ ადამიანიც მოქმედებს გარემოზე - სასიკეთოდ ან საზიანოდ, და ამ ზემოქმედების შედეგი უკანვე უბრუნდება.

როგორ მოვიქცეთ?

დახმარებისთვის ისევ ბუნებას უნდა მივმართოთ. თითქმის ყველა ტექნიკური საშუალება, რომელიც ადამიანის მიერ არის შექმნილი, ჰაერს აბინძურებს. მართალია, ისინი ყოველდღიურ ცხოვრებას გვიადვილებენ, მაგრამ იმავდროულად ზიანს აყენებენ გარემოს. მხსნელად ისევ ბუნება გვევლინება: საცხოვრებელ სახლებთან უნდა ვახაროთ მცენარეები, დავრგოთ ხეები, რომლებიც ანეიტრალებენ მავნე ნივთიერებებს, გამოიმუშავებენ ჟანგბადს და დადებითად მოქმედებენ ჩვენზე თავიანთი ბიოველით.

უნდა ვიბრძოლოთ თითოეული ხისთვის, გადავარჩინოთ იგი მოჭრას. ცნობილია, რომ ხე კურნავს ფსიქიკურ აშლილობას, ასტიმულირებს გულის მუშაობას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, ხელს უწყობს ძალისა და ყურადღების კონცენტრირებას, ორგანიზმში ენერგიის გადანაწილებას, შინაგანი წონასწორობის აღდგენას, ხსნის ნერვულ დაძაბულობას, ფანტავს შიშს, ფსიქიკურ დაძაბულობას, კურნავს უძილობას. დაკვირვება გვიჩვენებს, რომ ხეები მხოლოდ მას აძლევენ ენერგიას, ვინც სითბოთი და ალერსით ეკიდება მას.

სურნელის გავლენა ფსიქიკაზე

სუნები და არომატები, რომლებიც ასე უხვად არის ჩვენ გარშემო, გავლენას ახდენს ჩვენს შინაგან მდგომარეობაზე. არომატული ზეთების მეშვეობით სულ რამდენიმე წუთში შეიძლება სევდის გაფანტვა, ძალის აღდგენა და რომანტიკული განყობის შექმნა. უსიამოვნო სუნს, მომწამვლელ გამონაბოლქვს ასევე მყისიერად შეუძლია გაგვიფუჭოს განწყობა, გამოგვაცალოს ძალა და გაგვაღიზიანოს.

მნათობების გავლენა ადამიანზე

უძველესი დროიდანვე მიაჩნდათ, რომ ციური სხეულები, მათი ურთიერთგანლაგება ძლიერ გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე. დრომ დაადასტურა, რომ ეს წარმოდგენა არცთუ უსაფუძვლოა. განსაკუთრებით ძლიერია ემოციურ და ინსტინქტურ სფეროზე მზისა და მთვარის გავლენა. მათ შეუძლიათ მოადუნონ კიდეც ადამიანი და ენერგიითაც აავსონ, გაააქტიურონ. მათ ადამიანის ქცევის მართვაც კი შეუძლიათ. მთვარე მართავს ოკეანეებსა და ზღვებს, მათ მოძრაობას. ვინაიდან ადამიანის ორგანიზმი 80%-ით წყლისგან შედგება, არ არის გასაკვირი მთვარის დიდი გავლენა მეტაბოლურ პროცესებზე.

მეტეოდამოკიდებულება

გარემოსა და ადამიანის მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულებაზე მეტყველებს ის, რასაც მეტეომგრძნობელობას ვუწოდებთ. თბილი და ცივი ჰაერის მასების შეჯახება, ატმოსფერული წნევის მკვეთრი ცვლილება, მაგნიტური ქარიშხლების მოახლოება ადამიანის თვითშეგრძნების გაუარესებას იწვევს. შესაძლოა, სულაც არ ვცხოვრობდეთ ისეთ სახიფათო ზონებში, სადაც ხშირია ცუნამი ან მიწისძვრა, მაგრამ ამინდის ქაოსისგან, შესაბამისად, ორგანიზმსა და ფსიქიკაზე მისი ზემოქმედებისგან, არავინ არის დაზღვეული. გავუფრთხილდეთ გარემოს და ისიც მზრუნველობით გვიპასუხებს.