ქათმის ყველა ნაწილი ერთნაირად სასარგებლო არ არის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქათმის ყველა ნაწილი ერთნაირად სასარგებლო არ არის

არამედ იმიტომ, რომ კანი შეიძლება შეიცავდეს ქლორის ნაერთებს, რომლებიც გამოიყენება მაღაზიებში ფრინველის დასამუშავებლად.

ცუდი ნიშანი: ამიაკის ან ქლორის სუნი. უმჯობესია საერთოდ არ გამოიყენოთ ასეთი პროდუქტი, ან თუნდაც მოიცილოთ კანი, და კარგად გარეცხოთ.

ასევე, უნდა მოვერიდოთ ფრთების ჭამას, რადგან მათ ხორცი თითქმის არ აქვთ, ძირითადად კანი და ძვლებია. ქათმის ეს ნაწილები დიდი რაოდენობით შეიცავს გლიკირების საბოლოო პროდუქტებს - ნივთიერებებს, რომლებიც აბერებენ ჩვენს კანს და მთლიანად ორგანიზმს.

იშვითად უნდა მივიღოთ ქათმის შიგნეულობა. ქათმის ფილტვები განსაკუთრებით საზიანოდაა მიჩნეული, რადგან შეიძლება შეიცავდეს ბაქტერიებს, კერძოდ ლისტერიას, რომლის განადგურება ძალიან რთულია თერმული დამუშავებით.

ასევე, ქათმის სიცოცხლის განმავლობაში, მავნე ნივთიერებები შეიძლება დაგროვდეს თავში. ამ პროდუქტის დიდი რაოდენობით მიღება უარყოფითად იმოქმედებს ორგანიზმზე.

მეფრინველეობის ფერმებში ბევრი ქათამია თავმოყრილი და პათოგენები, მაგალითად, სალმონელა, ადვილად გადადის ერთი ქათმიდან მეორეზე. ამ პათოგენმა შეიძლება გამოიწვიოს სალმონელოზი. ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად, ფრინველის საკვებს უმატებენ ანტიბიოტიკებს. ორგანიზმში პრეპარატის დაგროვებამ შეიძლება გამოიწვიოს დერმატიტი და იმუნიტეტის დაქვეითება.

თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ანტიბიოტიკების გარეშე გაზრდილი ქათამი საშიშია. სალმონელა დაახლოებით 70 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე კვდება - თუ ქათამს ღუმელში მოამზადებთ, ბაქტერიები განადგურდება.

რომელია ქათმის ყველაზე ჯანსაღი ნაწილი.

ქათამში ყველაზე სასარგებლო თეთრი ხორცი ქათმის მკერდია. 100 გრამი ქათმის მკერდი შეიცავს დაახლოებით 24 გრამ სუფთა ცილას - ეს საკმაოდ ბევრია. თუ თეძოს ან ბარკლის ხორცს ავიღებთ, მასში ცილა ნაკლებია - დაახლოებით 19 გრამი. ხორციც მუქია, რადგან ქათამი ფეხის დახმარებით მოძრაობს - ეს უფრო მოძრავი ხორცია კუნთების შეკუმშვის თვალსაზრისით და მას უფრო მეტი სისხლძარღვები აქვს.

თეძოს და ბარკლის ჭამა შეიძლება, უბრალოდ ამ ნაწილებში მეტი ცხიმია და ცილა ნაკლები.

საყურადღებოა ქათმის ღვიძლი: მასში ბევრია ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა), ვიტამინები B12 და A. მაგრამ არის ერთი მომენტი - ჩვენ არ ვიცით, რითი კვებავდნენ ქათამს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აძლევდნენ ანტიბიოტიკებს პროფილაქტიკისთვის. ეს იგივე ანტიბიოტიკებია, რომლებსაც აძლევენ ადამიანებს და ისინი მეტაბოლიზდება ღვიძლში. ამიტომ ქათმის ღვიძლისგან მაქსიმალური სარგებელი რომ მივიღოთ, უმჯობესია იყიდოთ ფერმის ქათამი, რომლის მწარმოებლები ბოროტად არ იყენებენ კვების ფარმაკოლოგიას.

მკერდთან შედარებით, ღვიძლი შეიცავს ქოლესტერინსა და ცხიმს. მხოლოდ 100 გრამი საკმარისია ზრდასრული ადამიანისთვის, რომ თითქმის მთლიანად დააკმაყოფილოს ორგანიზმის ყოველდღიური მოთხოვნილება საკვებ ნივთიერებებზე. ბავშვისთვის 50-60 გრამი საკმარისია.