ფრჩხილი და შინაგანი დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფრჩხილი და შინაგანი დაავადებები

ოჯახის ექიმი მზია საძაგლიშვილი ფრჩხილის სწორედ იმ ცვლილებებზე მოგვითხრობს, რომლებიც სხვადასხვა სომატური დაავადების დროს იჩენს თავს.

  • ქალბატონო მზია, შინაგანი ორგანოების დაავადებები ფრჩხილებზე ცვლილებებს იწვევს?

- ფრჩხილის ფირფიტის სახეცვლილება მრავალ ისეთ შინაგან დაავადებაზე მიგვანიშნებს, რომლის იგნორირებაც არ შეიძლება. სხვადასხვა პათოლოგიისას სხვადასხვაგვარი ცვლილება ვითარდება. ზოგიერთი მათგანი დაავადების სრულ გამოვლენამდე ჩნდება და ერთგვარი დიაგნოსტიკური მნიშვნელობაც კი აქვს, ზოგიერთი უშუალოდ დაავადების პროცესში ყალიბდება, ზოგი კი მისი გადატანის შემდეგ იჩენს თავს.

  • უმთავრესად რა სახის ცვლილებები ვითარდება ფრჩხილზე სომატური დაავადებების დროს?

- ამ დროს იცვლება ფრჩხილის ფირფიტის ფორმა, სისქე, რელიეფი და ფერი. დაავადების გადატანის შემდეგ ფრჩხილის ფირფიტაზე უმეტესად ხაზები, ჩაღრმავებები ჩნდება, რაც ფრჩხილის ზრდის დროებითი შეჩერების შედეგია.

ყველაზე თვალშისაცემი ცვლილებები დიდ, საჩვენებელ და შუა თითებზე გვხვდება. ზოგჯერ ღარების სიღრმე 1 მმ-საც კი აღწევს.

დაავადებებს ხშირად თან სდევს მრავლობითი, არცთუ ღრმა, წვრილი ღრმულების წარმოქმნა, რომლებიც ფირფიტაზე ერთმანეთის პარალელურად არის განლაგებული და მას გოფრირებულ სახეს აძლევს. ფრჩხილის ასეთი ცვლილება ხანში შესულებსაც ახასიათებთ, ვინაიდან მათი თითის ბოლო ფალანგებს საკმარისი სისხლი არ მიეწოდება.

ზოგიერთი შინაგანი დაავადება ფრჩხილის ზრდას ანელებს. ამ ცვლილებათა მიზეზის დადგენა ყოველთვის ადვილი არ არის, ვინაიდან დერმატოლოგიური დაავადებით გამოწვეული ცვლილების შინაგან პათოლოგიასთან დაკავშირებულისგან გარჩევა ხშირად თითქმის შეუძლებელია. მაგალითად, აქერცვლა და აშრევება, წერტილები და ბურცობები ჩნდება როგორც ანთებითი თუ ინფექციური დაავადების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების ფუნქციის დარღვევის, ისე კანის დაავადებისა და ინტოქსიკაციის დროს.

  • რომელი სომატური დაავადება იწვევს ყველაზე ხშირად ფრჩხილის იერსახის ცვლილებას და რატომ?

- ფრჩხილის ცვლილება ყველაზე ხშირად გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი, საჭმლის მომნელებელი სისტემების, ღვიძლისა და თირკმლის პათოლოგიების, შინაგანი სეკრეციის ჯირკვალთა დისფუნქციის, ნივთიერებათა ცვლის მოშლისა და ავიტამინოზის ბრალია.

შინაგან ორგანოთა დაავადებებით გამოწვეულ ცვლილებებს ორი ძირითადი მიზეზი აქვს:

  1. ნერვულ-ტროფიკული დარღვევები, რომლებიც ძირითადი დაავადებით არის გამოწვეული;
  2. თვით ეს პათოლოგიები, რომლებიც თვითონვე იწვევს ფრჩხილის მტვრევადობას, განშრევებას და გამუქებას.
  • ფრჩხილის რა სახის ცვლილებებს ხვდებით ყველაზე ხშირად?

- თერაპიულ პრაქტიკაში ფრჩხილის ცვლილების ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ჰიპოკრატეს ფრჩხილი -

  1. საათის მინისებრი ფრჩხილი. ასეთი ფირფიტა დამახასიათებელია ფილტვებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სნეულებებით ქრონიკულად მოავადეთათვის. საათის მინისებრი ფრჩხილები ვითარდება კიდურთა სისხლძარღვებში სისხლისა და ლიმფის შეგუბების, ფილტვის სიმსივნისა და ღვიძლის ციროზის დროს. ფირფიტა გასქელებული და გამსხვილებულია, თაღისმაგვარი და ბზინვარეა. ფერი თითქმის უცვლელია, შესაძლოა, იისფერი გადაჰკრავდეს.
  2. არცთუ იშვიათად ვხვდებით დისტალური ფალანგების დეფორმაციას დოლის ჯოხის ფორმის ფირფიტით, რაც შესაძლოა თანდაყოლილი და გენეტიკური ფაქტორებითაც იყოს გამოწვეული, მაგრამ უმეტესად სასუნთქი სისტემის პათოლოგიების ბრალია. ხდება ისეც, რომ დაავადებისას ფირფიტა მხოლოდ ერთი ნიშნის მიხედვით იცვლება. ა
  3. მობურცული ფირფიტა აქვთ გულ-სისხლძარღვოვანი დაავადებებისა და ფილტვის უკმარისობის მქონე ადამიანებს, ასევე - მათ, ვისაც დარღვეული აქვს ნივთიერებათა ცვლის რომელიმე რგოლი.
  4. ფირფიტა იღუნება და რკალის ფორმას იღებს ანემიის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებისა და ავიტამინოზის დროს.
  5. განივი და ლებნისებრი გორაკები და ტალღოვანი ფორმა ზოგჯერ ტრავმის შედეგია, ზოგჯერ კი ქრონიკულ დაავადებებზე: რევმატიზმზე, გასტრიტსა და პოდაგრაზე მიგვანიშნებს.
  6. ფირფიტა განშრევებული და ადვილად მტვრევადია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, ენდოკრინული სისტემისა და ინფექციური დაავადებების დროს.
  7. დიდი ზომის მთვარეები ტაქიკარდიას ახასიათებს, ხოლო კარდიონევროზით დაავადებულებს მთვარეები თითქმის არ გააჩნიათ.
  8. ზოლები, რომლებიც მთვარეებიდან იწყება, ნაწლავთა დაავადების მანიშნებელია.
  9. დანაწევრებული რელიეფის მქონე, გოფრირებული ფრჩხილები ჭიებით ინვაზიაზე მეტყველებს.
  10. ნუშისებრი ტალღები და ხაზები ახასიათებს რევმატიზმს, პოდაგრასა და მუცლის ტიფს.
  11. ელენთის ან წვრილი ნაწლავების დაავადებებისას ფრჩხილებზე მრავლობითი ლებნისებრი ზოლები და ღრმულები ჩნდება.
  12. სისხლმბადი ორგანოს დაზიანების მაუწყებელია ადვილად მტვრევადი ფრჩხილები, რომელთაც ნახვრეტებიანი რელიეფი აქვთ.
  13. ელენთის დაზიანებისას ფირფიტა ზოგჯერ ორივე ხელის საჩვენებელ თითზე ბრტყელდება.
  • როდის იცვლება ფირფიტის ფერი?

- ფრჩხილის ფერის შეცვლა უმეტესად შაქრიან დიაბეტს, ადისონის დაავადებას, ორსულობას, მძიმე ოპერაციის შემდგომ პერიოდს, სისხლში მიკროელემენტების (განსაკუთრებით რკინის) რაოდენობრივ ცვლილებას უკავშირდება. ფირფიტის ფერი იცვლება გულისა და ღვიძლის დაავადებების დროსაც.

ზოგიერთ პათოლოგიას ფრჩხილის იმდენად აშკარა ფერის შეცვლა ახასიათებს, რომ ამ ნიშანს ხშირად დიაგნოსტიკისთვისაც კი იყენებენ.

  1. ფრჩხილზე პერიოდულად გამოხატულ თეთრ ხაზებს ან ლაქებს ლეიკონიქიას ვუწოდებთ. ეს ლაქები და ხაზები საგანგაშო არ არის, ისინი, ჩვეულებრივ, ტრავმების ან მანიკიურის არასწორად გაკეთების შედეგად ჩნდება.
  2. რაც შეეხება ტოტალურ ლეიკონიქიას ანუ ფრჩხილის სრულ გათეთრებას, ის ტროფიკული დარღვევის შედეგია და რომელიმე სომატურ, მძიმე პათოლოგიაზე მიგვანიშნებს.
  3. უნდა ვახსენოთ ტერის სიმპტომიც. ამ დროს ფირფიტის ორი მესამედი თეთრია, ერთი მესამედი კი ვარდისფერი. ტერის სიმპტომს პრაქტიკაში შედარებით იშვიათად ვხვდებით. ის ჩვეულებრივ ისეთ დაავადებებს სდევს თან, როგორიც არის ღვიძლის ციროზი, გულისა და თირკმლის უკმარისობა.
  4. ფირფიტა თეთრდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევის (კალციუმისა და სხვა მარილების დეფიციტისას) და ავიტამინოზების დროს, ასევე - თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის დაზიანების - ადისონის დაავადების შემთხვევაში.
  5. თეთრი და ყავისფერი განივი ზოლები ახასიათებს თირკმლის ზოგიერთ პათოლოგიას.
  6. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ზოგიერთი დაავადებისას ფირფიტაზე თეთრი ნადები ჩნდება.
  7. ფირფიტას მოწითალო ფერი გადაჰკრავს გულ-სისხლძარღვთა სისტემის შესუსტებისას, ბაცი ვარდისფერი - ანემიისას.
  8. ფირფიტის მწვანე ფერი ქრონიკულ ინფექციურ ანთებებს უკავშირდება. ზოგჯერ ფერი იმდენად მუქია, რომ შავი ჩანს. მწვანე ფირფიტას თითქმის ყოველთვის აქვს ლაქები, რომლებიც ძირითადად მთვარის არეში ან კიდეებთან არის განლაგებული.
  9. ზოგჯერ ფრჩხილს ლურჯი ფერი აქვს. როცა სილურჯე მხოლოდ მთვარის არეში დაჰკრავს - ეს ანემიის ანუ სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითების ნიშანია. სისხლის მიმოქცევის უკმარისობის გამო არცთუ იშვიათად მოლურჯო ფრჩხილები აქვთ გულ-სისხლძარღვთა და სისხლის დაავადებების მქონეთ.
  10. ფრჩხილები ზოგჯერ მოცისფრო-თეთრი ფერისა ხდება. ასეთ პაციენტებს ნევროპათოლოგისა და გასტროენტეროლოგის კონსულტაცია სჭირდებათ.
  11. ფრჩხილებმა შესაძლოა ყავისფერი მიიღოს რენტგენული დასხივების შედეგად და ადისონის დაავადების (თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ქრონიკული უკმარისობის) დროს.
  12. ზოლიანი, ყავისფერი განივი ხაზებით დაფარული ფრჩხილები დაზიანებულ თირკმელებს ამხელს.
  13. ზედა კიდურების არტერიათა თრომბოზისას ფრჩხილები შავი ფერისანი ხდებიან.
  14. ფრჩხილების გაშავებას და ლებნისებური გორაკების გაჩენას იწვევს ტყვიითა და მისი მარილებით მოწამვლა.
  15. ფრჩხილი ნაცრისფერი ხდება, როდესაც მისი ზრდის ზონაში მიკროსკოპული წყალმცენარე იჭრება. ასეთ დროს მხოლოდ ფერი იცვლება, სტრუქტურა და აგებულება დაუზიანებელი რჩება.
  16. მონაცრისფრო ფრჩხილები დაქვეითებულ იმუნიტეტზე მეტყველებს. ის ხშირად აივ ინფექციის პირველი სიმპტომიც კია.
  17. მონაცრისფრო ხდება ფრჩხილი მალარიის შეტევისას, თუმცა საკმარისია, ავადმყოფი დაავადებას გაუმკლავდეს, რომ ფრჩხილები ბუნებრივ ფერსა და სიგლუვეს იბრუნებს.
  • რა არის ყვითელი ფრჩხილის სინდრომი და რომელ დაავადებებს ახასიათებს იგი?

- ყვითელი ფრჩხილის სინდრომი ბრონქოექტაზიებს, ასთმას, სასუნთქი გზების ავთვისებიან დაავადებებს, შაქრიან დიაბეტს, ლიმფოგრანულომატოზს, საშვილოსნოს კიბოს და მელანომას ახასიათებს. ამ დროს ფრჩხილები სქელი და მოყვითალოა, მოღუნულია, აქვს გორაკისებური რელიეფი, მთვარე არ გააჩნია.

  • ფირფიტის ცვლილების აღმოჩენისას როგორ იქცევით?

- თერაპიული გასინჯვისას ფირფიტის არც ერთი ცვლილება არ უნდა დარჩეს უყურადღებოდ. რა თქმა უნდა, მხედველობაშია მისაღები პაციენტის ასაკი, ნერვული და ენდოკრინული სისტემის მდგომარეობა, ფრჩხილების სისტემატური ტრავმატიზმის ალბათობა და სხვა ფაქტორები.

მიზეზის დადგენის შემდეგ აუცილებელია ძირითადი დაავადების მკურნალობა, თუმცა ფრჩხილის ფირფიტის ცვლილებით მიმდინარე ნებისმიერი სომატური დაავადების კომპლექსური მკურნალობის კურსი აუცილებლად უნდა მოიცავდეს ვიტამინოთერაპიას, (განსაკუთრებით საჭიროა A, K, C ვიტამინები), პრეპარატებს, რომლებიც შეიცავს კალციუმს, რკინასა და თუთიას.

მეტად მნიშვნელოვანია დამხმარე მეთოდებად აპითერაპიის (ფუტკრის პროდუქტებით მკურნალობის) და ფიტოთერაპიის გამოყენება, ვინაიდან ამ სახის პრეპარატები დიდი ოდენობით შეიცავს ვიტამინებსა და მიკროელემენტებს, რომლებიც აუცილებელია ფრჩხილის ფირფიტის ნორმალური ფორმირებისთვის.

აუცილებელია დიეტის დაცვა, საკვები ნივთიერებებით, ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით დაბალანსებული რაციონი.

ზოგ შემთხვევაში მივმართავთ ადგილობრივ მკურნალობას მალამოებითა და ზეთებით. ხანდაზმულებს დამატებით სჭირდებათ პერიფერიული სისხლის მიმოქცევისა და სისხლის ნაკადის გამაუმჯობესებელ საშუალებათა მიღება.