ახალი ამბები

კასპში მარწყვის სათბური მოეწყო 

სახელმწიფოს მხარდაჭერით, კასპის მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივმა „მადლიერი“ ახალი სასათბურე მეურნეობა მოაწყო, – ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

მათი ცნობით, სასათბურე მეურნეობაში, ჯამურად, 2 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, 850,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია. სოფლის განვითარების სააგენტო – Rural Development Agency სესხის 11 % -ს აფინანსებს.

“მეურნეობაში, წლიურად, 300 ტონამდე მარწყვის წარმოებაა შესაძლებელი და მოსავლის აღება 12 თვის განმავლობაში უწყვეტად ხორციელდება. მარწყვის რეალიზაცია შესაძლებელი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ცნობისთვის, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით, საქართველოს მასშტაბით, ბანკების მიერ გაიცა 143 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხები, სადაც სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსებამ 23,5 მლნ ლარზე მეტი შეადგინა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.