ახალი ამბები

გორში საქორწინო კაბა და აქსესუარები ჩუქდება

მეგი ბიბილური საქორწინო კაბას გააჩუქებს. მან ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში განათავსა. მისი თქმით, მსურველს კაბას აქსესუარებთან ერთად აჩუქებს. 

“გავაჩუქებ საქორწილო კაბას და აქსესუარებს, ვინც ქორწილს ან ჯვრისწერას გეგმავთ ,კაბაზე ოცნებობთ და საშუალება არ გაქვთ.  მინდა, ისე ბედნიერად იგრძნოთ თავი, როგორც მე ვიყავი ჩემს ქორწილზე.  გამიხარდება, თუ შევძლებ სიმბოლურად ბედნიერი დღის გალამაზებას”, – წერს მეგი ბიბულური. 

ადგილმდებარეობა: გორი.  ზომა: 40-42 სიმაღლე: 178.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.