ახალი ამბები

შიდა ქართლში ფიჭვის ხეები ხმება 

შიდა ქართლის ტერიტორიაზე ფიჭვის ხეები ხმება, – აღნიშნული საკითხი ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ლიპარტელიანმა დააყენა. 

ხეების გახმობის მიზეზები შიდა ქართლის სატყეო სამსახურის უფროსმა კახა გაზდელიანმა ახსნა. მისი თქმით, ამის მიზეზი გლობალური დათბობაა. 

“ფიჭვი, თითქმის ყველგან ხმება, ავტობანზე თუ ჩამოივლით, შეამჩნევთ რომ ხაშურთან, რუისთან, ყველგან გამხმარია. მიზეზი გლობალური დათბობაა, კლიმატური პირობები. ასევე მათი რესურსი, მრავალწლიანი ნარგავებია, ესენი ყველა საუკუნეს ითვლიან. თითქმის, ყველაფერს აქვს თავისი ვადა. ვცდილობთ სიტუაცია მცირედით მაინც გამოვასწოროთ. რამდენიმე ადგილას შევწამლეთ კიდეც”, – -თქვა კახა გაზდელიანმა.

სურამის მაჟორიტარი დეპუტატის მაკა მაისურაძის თქმით, მუხის ხეები ხმება სურამშიც. 

“სურამში მუხნარში მუხის ხეები თითქმის სულ გახმა, რამდენიმე წლის წინ მოხდა გამხმარი ადგილების მოჭრა, იქნებ ახლაც მოგვხედოთ და გადავარჩინოთ ხეები გახმობას”, – განაცხადა მაკა მაისურაძემ. 

შიდა ქართლის სატყეო სამსახურის ხელმძღვანელი, კახა გაზდელიანი ვითარების გასაცნობად, სურამის მაჟორიტარს ადგილზე მისვლას დაპირდა.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი