ახალი ამბები

გორში 28 დეკემბერს ღამის შოუს ბენდი იმღერებს

გორში 28 დეკემბერს ღამის შოუს ბენდი იმღერებს. კონცერტი იმ ღონისძიების ფარგლებში იმართება, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის დაფინანსებით ხორციელდება.

28 დეკემბერს გორში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები. საახალწლო პროგრამა 14:00 საათიდან დაიწყება. აღნიშნულ დღეს ჩასატარებელი ღონისძიებებისთვის ჯამში 100 000 ლარი იხარჯება.

“მოზაიკა” გთავაზობთ 28 დეკემბრის ღონისძიებების განრიგს, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მთავარი ნაძვის ხის მიმდებარედ გაიმართება:

  • 14:00 – ორკესტრის და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა
  • 14:00 -19:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. კვების სივრცე: გლინტვეინი, ჰოთ დოგი, პოპკორნი, ყავა, ჩაი
  • 14:00 – 18:00 – ანიმატორები – საბავშვო პროგრამა
  • 14:30 -18:00 საბავშვო სივრცე: ელფების სახელოსნო
  • 15:00 – 16:30 – ორკესტრის და ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა, ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან;
  • 16:00 – 17:00 – ქიმიური შოუ;
  • 17:00 – 17:30 მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა;
  • 18:00 – 20:00 ღამის შოუს ბენდი;
  • 20:00 – საზეიმო ფოიერვერკი.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.