მხატვარმა გია ბუღაძემ კომენტარი გააკეთა ლენინის ნახატზე, რომელიც მან 18 წლის ასაკში დახატა. მისი თქმით, ეს იყო დეკანის მოთხოვნა, რომელიც მისივე თქმით, იყო კაგებეს აგენტი.
“მეც ხომ საბჭოთა პერიოდის ადამიანი ვარ და ცხოვრებაში ერთხელ მყავს დახატული ლენინი, დახატული მაქვს კალმით. და რატომ დავხატე? იმიტომ, რომ ჩემი დეკანი მომადგა და მითხრა გამაგდებენ აკადემიიდან, დახატეო, მეც დავხატე, გადავუგდე.
ახლა ატრიალებენ და ატრიალებენ ამ ნახატს, ეს არის კაგებეს მეთოდი”– განაცხადა გია ბუღაძემ 20 მარტს, ტვ “პირველი”-ს ეთერში.