სერიალ “ჩემი ცოლის დაქალები”-ს სცენარისტი ქეთო დევდარიანი ამბობს, რომ ბოლო სერიაში, რომელიც განხილვის საგნად იქცა, არ არის ლგბტ პროპაგანდა და ეს ხელისუფლების მიერ, მათ წინააღმდეგ მიმართული ახალი კამპანია.
“ვინც ჩცდ-ს უყურებს, იცის, რომ კატოს და სოსოს ურთიერთობა, ყვირილი, ჩხუბი და ტოქსიკური ურთიერთდამოკიდებულება უარყოფითად აისახა კატოს შვილზე, პირველკლასელ მოსწავლეზე. მასწავლებელი კატოს ეუბნება, რომ ბავშვი ფსიქოლოგთან არის მისაყვანი, რადგან ბიჭებისგან საჩუქრის აღების ეშინია, ჯერ რაღაცას გაჩუქებენ და მერე გცემენო. ნიაკო დედასაც ეუბნება, რომ არავინ არ უყვარს და გოგოებთან მეგობრობს, რადგან ბიჭები ცუდები არიან.
ხოდა, პერვერტმა (ფარყვნილმა) ირაკლი კობახიძემ დღეს პარლამენტში ჩვენ ჟურნალისტს უთხრა, რომ ჩვენი ტელევიზია და “ჩცდ” ბავშვთა გეი პროპაგანდას ეწევა.
ასე რომ, იცოდეთ, ახლა გამოჩნდება “გამწარებული მაყურებელი” (როგორც ეს ბროკოლიზე და კვარაცხელიაზე გააკეთეს) და დაიწყებს ფეკალიების სროლას ჩვენი მიმართულებით.
ეს არის ირაკლი კობახიძის თავში მომწიფებული და გაცემული დავალება, რომელსაც მერე დებილები უნდა აყვნენ.”– წერს ქეთი დევდარიანი.
ამ თემაზე:
ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” (ვიდეო)