2023 წლის 31 აგვისტოს მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა გველის, რომელიც, როგორც ასტროლოგები ამბობენ, თითოეულ ადამიანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ზაფხულის ბოლო დღეს ლურჯ სუპერმთვარეს ვიხილავთ, რომელიც ჩვეულებრივზე უფრო კაშკაშა და ხილვადია.
ითვლება, რომ ეს დღე ენერგეტიკულად ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რა უნდა გააკეთოთ, რომ წარმატება და იღბალი მოიზიდოთ და თქვენს ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები გამოიწვიოთ.
31 აგვისტოს ლურჯი სუპერმთვარე შესაძლოა, თქვენთვის შთაგონების წყარო გახდეს და ძალიან დიდი ცვლილებებისაკენ გიბიძგოთ. ჩაუღრმავდით თქვენს სურვილებს, ფოკუსირდით იმაზე, რისი გარდაქმნაც გსურთ, წარმოიდგინეთ ის ნაბიჯები, რომლებიც აღნიშნული სურვილის ასრულებამდე მიგიყვანთ და შესაძლოა, თქვენი ოცნებები რეალობად გადაიქცეს.
იმის ვიზუალიზაცია, რაზეც ოცნებობთ, ამ დღეს საუკეთესო საშუალებაა, რომ სურვილები აგისრულდეთ. ამიტომაც, გარკვეული სიმბოლოებით, მასალებით შექმენით ის, რაც ყველაზე ძალიან გინდათ, რომ მიიღოთ. ეს შესაძლოა, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზა აღმოჩნდეს, რომ წარმატებას მიაღწიოთ.
ფურცელზე დაწერეთ ყველაფერი, რაც ტკივილსა და სევდას განიჭებთ. შემდეგ კი სიმბოლურად ფურცელი დაწვით. ითვლება, რომ ეს რიტუალი ძველი ვალდებულებების, წყენისა და ემოციებისაგან გაგათავისუფლებთ.
როგორც ამბობენ, ამ დღეს სამყაროს ადამიანების ყველაზე უკეთ ესმის. ამიტომაც, ფურცელზე ჩამოწერეთ თქვენი გეგმებისა და მიზნების შესახებ. წარმატების გაცილებით დიდი შანსი გექნებათ.