93 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი სოპრანო, ლეგენდარული მომღერალი მედეა ამირანაშვილი.
"მწუხარებით გაუწყებთ, რომ გარდაიცვალა სახალხო არტისტი, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, თამარ მეფისა და ღირსების ორდენის მფლობელი, ლეგენდარულ სოპრანო, ქალბატონ მედეა ამირანაშვილი", - წერს სოციალურ ქსელში დავით ოქიტაშვილი.
"საოპერო ხელოვნების უდიდესი ვარსკვლავი, ეპოქის მოვლენა და სიკეთის განსახიერება, დიდი მომღერალი მედეა ამირანაშვილი წავიდა ამ ქვეყნიდან და შეუერთდა ისტორიულ შემოქმედთა დიდ არმიას, რომლებმაც თავისი შრომით და თავდადებით გზა გაგვიკვალეს, ბევრი რამ გვასწავლეს და მაგალითებით გაგვამდიდრეს… ჩემს ცხოვრებაში მუსიკა მისი ნამღერი “დაისით” შემოვიდა, მუსიკა, რამაც ამდენი ბედნიერება მაჩუქა! მადლობა ამისთვისაც… მარადიული ხსოვნა და ნათელი მის უკვდავ სულს", - ნიკოლოზ რაჭველი.
"მშვიდობით მედიკო დედიკო" - დაწერა ია ფარულავამ, რომლის ოჯახის წევრიც იყო ქალბატონი მედეა. იას მამის, მოქანდაკე ოთარ ფარულავას მეუღლე გახლდათ მედეა ამირანაშვილი."ერთად 10 წელი ვიცხოვრეთ. მან შემდეგ სხვა ოჯახი შექმნა, მისი შვილია მსახიობი ია ფარაულავა. იასთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს, “მედიკო დედიკოს” მეძახის…" - იხსენებდა ქალბატონი მედეა ჟურნალ "შინ"-თან ინტერვიუში.