დაბადება იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტია, რომელიც სავალდებულო რეგისტრაციას ექვემდებარება. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანო საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის საზღვარგარეთ დაბადებული შვილის, ასევე საქართველოში დაბადებული ბავშვის დაბადების რეგისტრაციას ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების გავითარების სააგენტოს გვერდზე ვკითხულობთ.
ქორწინებაში მყოფმა მშობლებმა უნდა წარადგინონ:
ქორწინებაში არმყოფმა მშობლებმა ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარადგინონ:
ორივე მშობლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ქორწინებაში არმყოფმა დედამ ბავშვის დაბადების რეგისტრაციისათვის უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
თუ ქორწინებაში არმყოფი ერთ–ერთი ან ორივე მშობელი არასრულწლოვანია, ასევე წარსადგენია - ბავშვის არასრულწლოვანი დედის ან/და მამის დაბადების მოწმობა და მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა პირის ბავშვის მამად ჩაწერის თაობაზე
დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება უფლებამოსილი პირის მომართვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
დაბადების რეგისტრაცია უფასოა.
თუკი დაბადების მოწმობას დაკარგავთ, ,შეგიძლიათ, განმეორებითი მოთხოვნით იუსტიციის სახლს მიმართოთ. ამის შესახებ თავად იუსტიციის სახლში განგვიცხადეს. დოკუმენტი 5 დღის ვადაში გაიცემა და ღირებულება 5 ლარია. სრულწლოვან პირს პირადობის მოწმობით შეუძლია, როგორც თავის, ასევე შვილის დაბადების მოწმობა ნებისმიერი ფილიალიდან გამოითხოვოს.
გარდა ამისა, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გვერდზე გარდაცვალების რეგისტრაციასთან დაკავშირებითაცაა ვრცელი ინფორმაცია მოცემული:
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში სავალდებულოა საქართველოს მოქალაქის, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის და საქართველოში გარდაცვლილი ნებისმიერი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია.
საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე, სხვა სახელმწიფოში გარდაცვლილი პირის გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება მხოლოდ დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში.
გარდაცვალების რეგისტრაციის მოთხოვნით დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს:
გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობა;
უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვალების იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენის შესახებ;
სასამართლოს გადაწყვეტილება პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ;
გამგეობის (მერიის) რწმუნებულის მიერ შედგენილი ოქმი პირის გარდაცვალების დადასტურების შესახებ;
უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სასამართლო ან ადმინისტრაციული ორგანოს (შინაგან საქმეთა სამინისტრო ან თავდაცვის სამინისტრო) გადაწყვეტილებით რეპრესირებული პირის გარდაცვალების შესახებ;
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეტყობინება სამშვიდობო ოპერაციებში, საომარ ან საბრძოლო მოქმედებებში, აგრეთვე სტიქიური უბედურების შედეგად მოსამსახურის დაღუპვის შესახებ;
სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ იმავე სახელმწიფოს კანონმდებლობის საფუძველზე გაცემული გარდაცვალების დამადასტურებელი დოკუმენტი.
სამედიცინო დაწესებულების ელექტრონული შეტყობინების საფუძველზე, პირის გარდაცვალების რეგისტრაციას ახორციელებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერი ტერიტორიული სამსახური;
გარდაცვალების რეგისტრაცია ხორციელდება უფლებამოსილი პირის მიმართვიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
გარდაცვალების რეგისტრაცია უფასოა.
უფრო ვრცლად ინფორმაციას შეგიძლიათ,იუსტიციის სახლის გვერდზე გაეცნოთ.
თამარ იაკობაშვილი