სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომტელეწამყვანი, ცნობილი მსახიობის კირა ანდრონიკაშვილის შვილიშვილი და მუსიკოს დათო ევგენიძის ქალიშვილი, მშვენიერი ლიკა ევგენიძე მესამე შვილს ელოდება. ამჟამად ლიკა 17 კვირის ფეხმძიმეა და სოციალურ ქსელში ახალ ფოტოებს აქვეყნებს, ბევრ კომპლიმენტსაც იღებს.
ლიკა და მისი მეუღლე ნიკა კოჩაროვი გოგონას ელოდებიან. ამის შესახებ სქესის გაგების ცერემონიიდან გახდა ცნობილი, რომელიც ლიკამ შვილებთან ერთად დაგეგმა და სოციალურ ქსელშიც გამოაქვეყნა.
ლიკა პირველ ქორწინებაში ნიკა ალასანიასთან იმყოფებოდა და წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს. გარკვეული პერიოდი ლიკა და ნიკა ამერიკაში ცხოვრობდნენ, დაშორების შემდეგ კი ლიკა საქართველოში დაბრუნდა, აიწყო კარიერა და გარკვეული დროის შემდეგ პირადი ცხოვრება მუსიკოს ნიკა კოჩაროვს დაუკავშირა, რომელთან ერთადაც უკვე რამდენიმე წელია ცხოვრობს.
აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან გავრცელდა ლიკას ულამაზესი ბებიის - კირა ანდრონიკაშვილის ახალი ფოტოც სარეკლამო გადაღებიდან, რომელიც ის კვლავაც შეუდარებელია.
ულამაზესი კირას გარეგნობა გენეტიკურად ერგოთ მემკვიდრეობით მის ქალიშვილებსაც და შვილიშვილებსაც. ლიკა ამის უდაო დასტურია.