წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა.

ყოველი წლის აღდგომის წინა დღეს , დიდ შაბათს , მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლა მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებასა და დიდებულებას ამტკიცებს . . .

მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით უნივთო ცეცხლმა ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა მაცხოვრის საფლავი.
ზეციური ცეცხლი პირველად იერუსალიმში აღდგომის ტაძარში გადმოსულა III საუკუნეში.საეკლესიო ჟამთააღმწერელი მოგვითხრობს,რომ სააღდგომო ლიტანიობაზე კანდელში ზეთი შემოაკლდათ და პატრიარქმა ნარცისმა გასცა კურთხევა მასში სილოამის ემბაზის წყალი ჩაესხათ. როდესაც კურთხევა შეასრულეს ზეციდან ცეცხლი გადმოვიდა და აანთო კანდლები , რომლებიც მთელი ლიტანიობის განმავლობაში არ ჩამქრალა.

წმინდა ნარცისი-იერუსალიმის პატრიარქი

იერუსალიმის პატრიარქი ნარცისი

IV საუკუნის ცნობილი ისტორიკოსი და სასულიერო მოღვაწე ევსები კესარიელი გვამცნობს , რომ ქრისტეს საფლავზე მადლმოსილი ცეცხლი აღდგომის ტაძრის შენებისთანავე (IV ს.) გადმოედინებოდა.

მაცხოვრის საფლავი მდებარეობს აღდგომის ტაძარში,რომელიც IV საუკუნეში დედოფალ ელენეს ბრძანებით აიგო.

აღდგომის ტაძარი

აღდგომის ტაძარი

Constantine_and_Helena._Mosaic_in_Saint_Isaac's_Cathedral

კონსტანტინე დიდი და ელენე დედოფალი

მაცხოვრის საფლავის გამოქვაბული დიდი არ არის სიგრძით სულ 207 სანტიმეტრია,სიგანით-193.გამოქვაბულის მარჯვენა მხარეს თითქმის ნახევრამდე,მარმარილოს ფილით დაფარული სარეცელია.მას ორივე მხრიდან ეკვრის თარო,რომელზედაც დაბრძანებულია აღდგომის სამი ხატი.ამ სიწმინდეს მართლმადიდებლებთან ერთად ერთად,კათოლიკეებიც და სომხებიც ფლობენ და ხატები მათი აღმსარებლობის ხატწერის კანონიკითაა შესრულებული.ხატებს ქვეშ წითელი ხავერდი უგია,რომლის ცენტრში ბერძნული წარწერაა ,,ქრისტე აღსდგა”.

Leave a comment