უკრაინის უშიშროება ჩერკასის, ვოლინისა და ხერსონის ეპარქიებში კონტრდაზვერვით სამუშაოებს ატარებს

გამოქვეყნდა:

უკრაინის უშიშროების სამსახური კონტრდაზვერვით სამუშაოებს ატარებს მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებულ უკრაინულ ეკლესიებში. ამჯერად საუბარია უკრაინის სამ რეგიონზე: ჩერკასი, ვოლინი და ხერსონი.

SBU უსაფრთხოების ღონისძიებებს უკრაინის ეროვნულ პოლიციასა და ეროვნულ გვარდიასთან ერთად ატარებს. ეკლესიებში კონტრდაზვერვითი სამუშაოების მიზანი რუსული სპეცსამსახურების დივერსიული საქმიანობის აღმოჩენაა.

როგორც ცნობილია, კრემლი აქტიურად იყენებს მის დაქვემდებარებულ უკრაინულ ეპარქიებს საკუთარი პროპაგანდის გავრცელებასა და პროვოკაციებისთვის. სხვადასხვა დროს ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვადასხვა ეპარქიებში უკრაინულმა უსაფრთხოებამ აღმოაჩინა კრემლისტური ლიტერატურა, მათი მოწოდებები, რუსული რუბლები და ადგილობრივი სასულიერო პირების მიმოწერები მოსკოველ კურატორებთან. 

ეკლესიის წარმომადგენლების უშუალო მონაწილეობით, სამართალდამცავები ამოწმებენ ეპარქიების ტერიტორიებს იმისთვის, რომ გამოავლინონ პირები, რომლებიც შესაძლოა ჩართული იყვნენ უკრაინის სუვერენიტეტის საწინააღმდეგო უკანონო საქმიანობაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი