საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხი უკრაინის პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილებაა - კასიანოვი

გამოქვეყნდა:

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის განცხადებით, უკრაინული მხარე შეშფოთებულია „ქართული ოცნებისა“ და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული ძალების ანტიუკრაინული რიტორიკით.

კასიანოვმა ეს განცხადება საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის თემის განხილვისას გააკეთა და თქვა, რომ უკრაინულმა მხარემ ამისთვის ყველა მოსამზადებელი ნაბიჯი გადადგა.

საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის საკითხი უკრაინის პრეზიდენტის ვ.ზელენსკის კონსტიტუციურ უფლებამოსილებებს განეკუთვნება. 

უკრაინული მხარის მხრიდან ამისთვის გადაიდგა ყველა შესაბამისი მოსამზადებელი ნაბიჯი თუმცა, ჩვენ ძალიან შეშფოთებულნი ვართ უკრაინის მიმართ პროსახელისუფლებო ქართული ოცნების და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლების მუდმივი ანტიუკრაინული რიტორიკით, არამეგობრული განცხადებებით, ასევე პრორუსული ძალების მიერ საქართველოში უკრაინის საელჩოსთან ორგანიზებული რეგულარული ანტიუკრაინული აქციებით (ბოლო შედგა ამ კვირაში, 20 თებერვალს)." თქვა კასიანოვმა.

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი