РИА-ს რჩევები რუსებს: "მოინახულეთ აფხაზეთი - თბილი ზღვა, დაბალი ფასები... გასინჯეთ ქართული ღვინო და აჭარული ხაჭაპური ბათუმში"

გამოქვეყნდა:

აფხაზეთი, საქართველო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, სომხეთი და უზბეკეთი შეძლებენ გახდნენ თურქეთის ალტერნატივა, რომელიც ამ ზაფხულს რუსი მოგზაურებისთვის გაძვირდა, - ამ სათაურით რუსული პროპაგანდისტული მედია РИА Новости ვრცელ სტატიას აქვეყნებს. 

სტატიაში ცალკე თავი ეთმობა საქართველოსა და დროებით ოკუპირებულ აფხაზეთს. ექსპერტების აზრით, აფხაზეთში "თბილი, სუფთა ზღვა, დაბალი ფასები და თვალწარმტაცი პეიზაჟებია. აფხაზეთში არ არის ცათამბჯენები და ძვირადღირებული სასტუმროები, მაგრამ არის კავკასიის ხელუხლებელი ბუნება და ძალიან სტუმართმოყვარე ხალხი".

ექსპერტები რუსებს ურჩევენ მოინახულონ "გაგრა, სოხუმი, ბიჭვინთა, რიწის ტბა. ასევე, გაისეირნონ გაგრის სანაპიროსთან მარჯნის რიფებსა და ჩაძირულ გემებს შორის წყალქვეშ, მიიღონ ტალახის აბაზანები, იბანაონ კინდიგის თერმულ წყაროებში და მოინახულონ იუფშარსკის კანიონი".  

გარდა ამისა, გამოცემა წერს, რომ წელს ბათუმი, შესაძლოა, თურქეთის ღირსეული შემცვლელი გახდეს. რუს ტურისტებს ექსპრეტები ბათუმის სანაპიროზე, პიაცასა და ევროპის მოედანზე სეირნობას ურჩევენ: "აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ ქართული ღვინო. გასინჯოთ აჭარული ხაჭაპური, წახვიდეთ მაჭახელას ხეობაში, მოინახულოთ მახუნცეთის ჩანჩქერი".

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ კარგია გასეირნება გონიოს, მწვანე კონცხის, კვარიათის, სარფისა და ქობულეთის მყუდრო პლაჟებზე.

ვითარება თბილისის ქუჩებში | არა რუსულ კანონს!
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი