2024 წლის საახალწლო ნაძვის ხე 730 ათასი ლარი დაჯდება

გამოქვეყნდა:

2024 წლის საახალწლო ნაძვის ხე 730 ათასი ლარი დაჯდება - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა აღნიშნული. ირკვევა, რომ თბილისის მერიის მფლობელობაში მყოფმა "თბილსერვის ჯგუფმა" ელექტრონული ტენდერი 12 სექტემბერს გამოაცხადა, 11 ოქტომბერს წინადადებების მიღება დაიწყო, 16 ოქტომბერს კი დასრულდა. 

სატენდერო დოკუმენტაციების მიხედვით, ეს თანხა მოხმარდება როგორც ნაძვის ხეს, ისე მის განათებებსა და აქსესუარებს. 

ირკვევა, რომ ნაძვის ხე ორსეგმენტიანი 24 მეტრის სიმაღლის იქნება, ექნება 365 ტოტი და 120 ცალი ფარდა განათება. ასევე, ის მოირთვება 100 აქსესუარით, რომელსაც, როგორც დოკუმენტებში წერია, ნეიტრალური ნათება ექნება, მათ შორის კი იქნება ვარსკვლავები, ფიფქები, "გრძივად აწყობილი" ბურთები და "მოგრძო ფორმის სათამაშოები". 

შეთავაზება კი "თბილსერვის ჯგუფმა" მხოლოდ ერთი კომპანიისგან, შპს "ღამის შოუ სტუდიისგან" მიიღო და ხელშეკრულებაც სწორედ მასთან მზადდება. კონტრაქტის მომზადების ვადა კი 30 ოქტომბრამდეა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი