საქართველო იმ პოპულარული ქვეყნების სამეულშია, სადაც რუსები სახლებს ყიდულობენ

გამოქვეყნდა:

საქართველო, რუსების მიერ საზღვარგარეთ უძრავ ქონებაში ინვესტიციისთვის, ყველაზე პოპულარულ ქვეყნებს შორის სამეულში მესამე ადგილზეა. ამის შესახებ გამოცემა Bpn Edeluxe-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს.

კვლევის თანახმად, რეიტინგში თურქეთი ლიდერობს. მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ადგილობრივი უძრავი ქონების შეძენაზე განაცხადებმა 40%-ზე მეტი შეადგინა. თუმცა ერთი წლის წინ ამ ქვეყანაში საცხოვრებელს რუსები 39,5%-ით უფრო ხშირად ეძებდნენ.

მეორე ადგილზე ტაილანდია - უძრავი ქონების შესყიდვაზე რუსების განაცხადები მთლიანი მოთხოვნის 17%-ს შეადგენს. ერთ წელიწადში ადგილობრივ საცხოვრებელ სახლებზე რუსების ინტერესი 43%-ით გაიზარდა.

საქართველოში კი, კვლევის შედეგებით, უძრავი ქონების შესაძენად რუსების მიერ მიმდინარე წლის დასაწყისში წარდგენილი განაცხადები მთლიანი მოთხოვნის თითქმის 13%-ს შეადგენდა. თუმცა 2023 წლის თებერვალში საქართველოს უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 24%-ით მეტი იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი