Reuters-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მაისში ჩინეთში ჩავა სი ძინპინთან მოლაპარაკებებისთვის, რაც იქნება მისი პირველი მოგზაურობა საზღვარგარეთ არჩევნებში გარდაუვალი გამარჯვების შემდეგ.

წყარო გამოცემას ეუბნება, რომ "პუტინი ეწვევა ჩინეთს", რაც დამოუკიდებლად დაადასტურა ოთხმა სხვა წყარომ, რომელთაგან ყველა ანონიმურობის პირობით საუბრობს.

სხვა წყაროს თქმით, პუტინის ვიზიტი, სავარაუდოდ, მაისის მეორე ნახევარში იქნება, ხოლო ორი წყარო ამბობს, რომ ვიზტი იქნება სი ძინპინის ევროპაში მოგზაურობამდე. 

სხვა წყარომ თქვა, რომ პუტინის ვიზიტი სავარაუდოდ მაისის მეორე ნახევარში მოხდება, ხოლო ორმა წყარომ თქვა, რომ მისი ვიზიტი ჩინეთის პრეზიდენტის ევროპაში დაგეგმილ მოგზაურობამდე მოხდება.

კრემლმა უარი თქვა კომენტარის გაკეთებაზე, ხოლო ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ უპასუხა გამოცემას.

პუტინმა ჟურნალისტებს კვირას განუცხადა, რომ რუსეთი და ჩინეთი იზიარებენ მსგავს გლობალურ პერსპექტივას და რომ მოსკოვი და პეკინი შემდგომ წლებში განავითარებენ კავშირებს.

ჩინეთის პრეზიდენტი რუსეთს ეწვია გასული წლის მარტში.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი