გაზაფხული და მშვენიერება

გაზაფხული შემობრძანდა, მაგრამ შემობრძანდა უცნაურად, უჩვეულოდ, ნაცვლად მისი სიტურფისა და სიმშვენიერისა, თეთრი ერთფეროვნება მოგვიტანა, თუმცა იმ თეთრ ერთფეროვნებაშიდაც იგრძნობა რაღაც იდუმალი და ჰარმონიული. ამდენი მომღიმარი ფიფქი ბზრიალ-ბზრიალით ეშვება მიწაზე, ზოგიც ხელზე დაგეცემა და ზედვე მიალგვება, თითქოს უნდა, რომ თავი მოგვაწონოს. მაგრამ ამ დროს გაზაფხულის ელფერი დაიკარგა, თითქოს ზამთარმა დაჩაგრა იგი…მერცხალსაც შეაგვიანდა, არ მოგვახარა ბუნიაობა… მაგრამ არაუშავს, რაც არ უნდა მოხდეს მის სიმშვენიერესა და სინატიფეს, მის მრავალფეროვნებას, ვერადროს დაძლევს ერთფეროვნება…1334947991_spring-1

გაზაფხულის პირველი თვე, ჩემთვის ქალთან ასოცირდება, ის მართლაც ქალბატონებივით მშვენიერია, მისი შეგრძნება ესთეტიკურ სიამოვნებას გვანიჭებს… სწორედ მარტი აფასებს ყველაზე მეტად ქალბატონების როლს ჩვენს ცხოვრებაში. განა არ არიან დასაფასებელნი, ისინი ხომ ცხოვრებას გვილამაზებენ, ისინი არიან საწყისი და სასრული ჩვენი სამყაროსი, სწორედ ამიტომ მომინდა ეს ლექსი თქვენთვის მომეძღვნა:

ქალს ნუ გაიმეტებთ დარდებისთვის,

ქალმა ერი უნდა ამრავლოს,

ქალს ნუ გაიმეტებთ წყენისათვის

ქალი სულის არის მალამო,

ოღონდ გიყვარდეთ და მასზედ დაიფიცეთ,

ქალი სანთელივით დადნება,

ქალს არ აგრძნობინოთ სიცივე და

უხმლოდ, უშანთებოდ წამება.

ქალი სიყვარულად გაჩენილა,

ქალი ოცნებების მაესტრო

გული ფიანდაზად დაუფინეთ,

გული არ ვატკინოთ კაცებო.

თორემ სულ ცრემლებად დაიღვრება,

თქვენც კი დაიხრჩობით ტირილში,

ქალი სიმღერაა სალამურის,

ქალი-სიმღერასთან ჭიდილი.

ქალს ნუ გაიმეტებთ დარდებისთვის,

დარდი-სილამაზეს აჩოქებს,

მუზად გაიხადეთ, ლექსი მიუძღვენით,

თვითონ დაინახავთ სამოთხეს.

ქალი ბალახია ჩუმად ამოსული,

სამყაროს სასრული და საწყისი,

ოღონდ სიყვარული შეიძელით,

ქალი?!- მთელ სიცოცხლეს დაგიცდით…

8 thoughts on “გაზაფხული და მშვენიერება

  1. niniiiiiiiiiikooooo ამბობს:

    raaa kaiaaaaaaa ❤ vaime raa nichierii myavxaaar :****dzaaaan dzaaan momewonaaaa )

  2. niniiiiiiiikoooooo ამბობს:

    ❤ ❤ 😉

  3. mariambokadze ამბობს:

    ჩემთვის გაზაფხული სილამაზესთან ასოცირდება ზალიან საინტერესო ბლოგი გაქვს :**

დატოვე კომენტარი