ბიომრავალფეროვნება

მუხურის გზა, რომელიც სოფელი მუხურიდან იწყება და ხობისწყლის ხეობისკენ მიემართება მდიდარია ადგილობრივი ფლორის, მცენარეების, ხე-ტყის, ალპური, თუ სუბ-ალპური სარტყლის და მცენარეული საფარის მრავალფეროვნებით. სამეგრელოს მთის ტყეების რაიონისათვის დამახასითებელია ბუჩქნარები, შერეულფოთლოვანი, წიფლნარ-მუქწიწვოვანი, მარადმწვანე და ფართოფოთლოვანი ტყეები, ალპური და სუბალპური მცენარეები. სოფელ მუხურთან სამეგრელოს ფლორისათვის დამახასიათებელი მთის ტყეების საზღვარი იწყება და მოიცავს ხობისწყლის აუზს, თავისი შენაკადებით. ხეობა ვიწრო და ღრმაა, ჰაერის მაღალი ტენიანობით. ხეობის ფსკერი ზღვის დონიდან 300 მეტრამდეა ხოლო ხეობის ერთეული ფერდობის სიმაღლე 1000 მეტრსაც კი აღემატება. აქ ტყისათვის დამახასიათებელია რელიქტური (ძველი ეპოქებიდან მოყოლებული) მარადმწვანე ქვეტყე.

ბზა (Buxsus colchica)

წითელი ნუსხის რელიქტური მცენარე, ხობისწყლის ხეობაში მრავლად გვხვდება როგორც გამხმარი ინდივიდების, ასევე ახალაღმონაცენების სახით.

წყავი (Prunus laurocerassus)

წყავი მარადმწვანე ქვეტყის შემქმნელი სახეობაა, და გვხვდება მთელს ხეობაში, ძირითადად წიფლნარში. იზრდება ბუჩქის და ზოგჯერ 7-8 მ-მდე სიმაღლის ხის სახით. იგი ყვავილობს აპრილში და მაისში.

იფანი (Fraxinus excelsior)

იფანი გვხვდება ხობისწყლის მთელს ტყიან ხეობაში 800 მ სიმაღლემდე. იგი შერეულია სხვა ფოთლოვან ხეებთან. იგი კარგად იტანს ტენსაც და სიმშრალესაც და ყვავილობს მარტ-აპრილში. ნაყოფი მწიფდება ივნისში ან ივლისში.

ეკალღიჭვი (Smilax excelsa)

ეკალღიჭვი მარადმწვანე მცენარეა და გვხვდება მთელს ხეობაში. მცოცავია და ძალიან მაღლა ადის ხეებზე. ღეროები გრძელია, მცოცავი და ეკლებით მოფენილი. ყუნწის ახლოს ორი ულვაში ზის, რომლებითაც ეკალღიჭვი საყრდენს ემაგრება. იგი ყვავილობს გაზაფხულზე.

შავი დიდგულა (Sambucus nigra)

შავი დუდგულა სამკურნალო მცენარეა, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა დანიშნულებით, ძირითადად კუჭ-ნაწლავების დაავადებების დროს. იგი გვხვდება ხობისწყლის ხეობაში მთის ქვედა და შუა სარტყელის წიფლნარში და რცხილნარში. დიდგულა ყვავის მაისსა და ივნისში.

იაპონური საკურა

გაზაფხულზე განსაკუთრებით მაისის თვეში ვიზიტორთა ყურადღებას 4 ძირი იაპონური საკურები იპყრობენ. ისინი აპრილის მე-2 და მაისის პირველ დეკადაში 2 კვირის განმავლობაში უხვად ყვავილობენ. ასევე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა კოლხური ბზის ხეივანი, რომელიც პარკის ცენტრალურ შესასვლელსა და ქალაქის მთავარი ქუჩის ხეივანს ქმნიან.

იელი (Rhododendron luteum)

იელი ხობისწყლის ხეობაში გავრცელებულია როგორც დაბლობში, ასევე მასიურად სუბალპურ ტყეში. ყვავილობა იწყება ფოთლის გამოტანამდე და დიდხანს გრძელდება.

კოლხური სურო (Hedera colchica)

კოლხური სურო მცოცავი, ხვიარა მცენარეა და გვხვდება მთელს ხეობაში. იგი ხეებზე ძალიან მაღლა აცოცდება ხოლმე და დამატებითი ფესვებით ემაგრება, თუმცა გვხვდება მიწაზე გართხმულიც. იგი ყვავილობს სექტემბერ – ოქტომბერში.

პონტური შქერი (Rhododendron ponticum)

რელიქტური, მარადმწვანე ქვეტყის შემქმნელი სახეობა. მთაში ზღვის დონიდან 1800 მ-მდე გვხვდება. მიუყვება ხობისწყლის ხეობას და ხასიათდება განსაკუთრებით ხშირი შეხვედრილობით. შქერი ყვავილობს მაისში და თუ თბილი ამინდი დაიჭირა, მეორედაც ყვავის ოქტომბერში.

წაბლი (Castanea sativa)

წითელი ნუსხის ძვირადღირებული მცენარეა, რომელიც აქტიურად გამოიყენება მრეწველობაში. გავრცელებულია ხობისწყლის ხეობაში მასიურად. იგი ხუთას წლამდე ცოცხლობს. წაბლი მწიფდება ოქტომბერში.

ქორაფი (Acer cappadocicum)

ქორაფი გვხვდება მთელ ხეობაში, შედარებით მაღალი ტენიანობის, გრილ ადგილებში. ქორაფი ყვავილობს მაისში, და მას მომწვანო, პატარა ზომის ყვავილი აქვს, რომელიც მწიფდება აგვისტოსა და სექტემბერში.

ჩიტავაშლა (Pyracantha coccinea)

ჩიტავაშლა მარადმწვანეა და გვხვდება მთელ ხეობაში. იგი სინათლის მოყვარულია და ხარობს მდინარის გასწვრივ, ტყის პირებში. ჩიტავაშლა ყვავის მაისივნისში.

ხურმა (Diospyros lotos)

ხურმა ხშირად გვხვდება მთელ ხეობაში, ტენიან ადგილებში, ლაფანთან, რცხილასთან და მუხასთან ერთად. იგი ყვავის მაისში. ნაყოფი იჭმევა მხოლოდ ყინვების შემდგომ, როდესაც რბილდება და სიტკბოებას იძენს.

დეკა (Rhododendron caucasicum)

დეკა მთის იშვიათი მარადმწვანე მცენარეა. გავრცელებულია ტობავარჩხილის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც მაღალი მთის ჩრდილოეთის კალთებზე ქმნის ვრცელ დეკიანებს ალპური მდელოების მეზობლად. დეკა ყვავილობს ივნისივლისში, და სექტემბერში მწიფდება.

უთხოვარი

ურთხელი ხეობაში გვხვდება სხვადასხვა ზომის რელიქტური მცენარე უთხოვარი, რომელიც საქართველოს და გლობალურ წითელ ნუსხაშია შეტანილი. უთხოვარი მაღალდეკორატიულობით გამოირჩევა, და მას ასევე აქვს ძალიან ძვირფასი მერქანი, რაც აქტიურად გამოიყენებოდა ავეჯის მრეწველობაში.

ჯონჯოლი (Staphylea colchica)

ჯონჯოლი საქართველოს ენდემური მცენარეა და მისი ნაყოფი გამოიყენება საკვებად, რომელსაც აგროვებენ გაშლამდე და ამწნილებენ. იგი გვხვდება მთელ ხეობაში მთის ქვედა და შუა სარტყლის ტყეებში. ჯონჯოლი ბუჩქია ან ტანდაბალი ხე. იგი ყვავის აპრილსა და მაისში.

რობინა ცრუ აკაცია (Robinia pseudoakacia)

სოფლის მიმდებარედ, ყოფილი საკოლმეურენო ტყეები იწყება, სადაც დიდი რაოდენობით გვხვდება თაფლოვანი მცენარე რობინია ცრუ აკაცია, რომელიც მაისის თვეში აქტიური ყვავილობით გამოირჩევა და სანახაობრივთან ერთად სასაიამოვნო სურნელებას ქმნის ირგვლივ. მცენარე ასევე ფუტკრის საკვებ ბაზას წარმოადგენს.

ლაფანი (Pterocarya fraxinifolia)

ლაფანი რელიქტური, წითელი ნუსხის, ძვირფასმერქნიანი მცენარეა. იგი ხობისწყლის ხეობაში გვხვდება ერთეულად, ზღვის დონიდან 350 მეტრ სიმაღლემდე. იგი ყვავილობს ადრე გაზაფხულზე მარტსა და აპრილში.

კავკასიური ცაცხვი (Tilia begonifolia)

 ცაცხვი გვხვდება მთელს ხეობაში მეტწილად წიფლნარსა და რცხილნარში. ცოცხლობს ოთხასიექვსასი წელი. იგი ყვავილობს ივნისში.

ბალამწარა (Cerasus silvestris)

ბალამწარა ერთეულ ეგზემპლარებად გვხვდება მთელს ხეობაში. იგი 25-35 მ სიმაღლის ხეა. ბალამწარა ყვავის აპრილში და მაისში, ხოლო ივნისში მწიფდება.

უცვეთელა (Philadelphus caucasicus)

უცვეთელა გვხვდება ხეობაში ღუნჯის ჩანჩქერამდე მთის წინა კალთების ტყის პირებზე. უცვეთელა ყვავის მაისსა და ივნისში.

ბროწეული (Punica granatum)

ბროწეულის დაბალი ბუჩქები გვხვდება სოფელ მუხურის მიდამოებში, სოფელთან ახლოს. იგი ყვავის მაისში. ნაყოფი სრულ სიმწიფეს გვიან შემოდგომას აღწევს.

მოცვი (Vaccinium myrtillus)

მოცვი ხობისწყლის ხეობაში ხარობს სუბალპურ სარტყელში, მაგრამ გვხვდება უფრო მაღლაც, დეკიანებში (ადგილები სადაც დეკა იზრდება). მოცვი ყვავის ივნისში. ნაყოფი კენკრაა და მწიფდება ივლისაგვისტოს პერიოდში და ტკბილია, ოდნავ მომჟავო, მოლურჯო შავი ფერის

გინკგო

ქალაქიში ინტერესს იწვევს იშვიათი და IUCN (ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირი) წითელი ნუსხის სახეობა ორნაკვთიანი გინკგო. პარკსა და მის მიმდებარედ გინკგოს 20 ზე მეტი სხვადასხვა ასაკისა და ზომის ულამაზესი ხე დგას. ისინი პალმისებრ ნეკერჩხლებთან ერთად ქმნიან შემოდგომის ასპექტს.

კოლხური ყოჩივარდა

აღსანიშნავია ასევე აგვისტოს თვეში, ღუნჯის ჩანჩქერის მიმდებარედ მოყვავილე წითელი ნუსხის სახეობა – კოლხური ყოჩივარდას პოპულაცია, რომელიც ადგილობრივი ფლორის ენდემია. სოფელი მუხურიდან, განსაკუთრებით შურუბუმუს მიმდებარედ ადვილი შესამჩნევია კოლხური ბზის თვითნათესი ახალმოზარდი ნერგები.

ურთხელი (უთხოვარი) (Taxus baccata)

რელიქტური, წითელი ნუსხის, ძვირფასმერქნიანი სახეობა. გვხვდება ხობისწყლის ხეობაში, განსაკუთრებით მდინარის ნაპირებთან და ტყის სიღრმეებში მოზარდის სახით. იგი დიდხანს ცოცხლობს, დაახლოებით ექვსას-რვაას წელს.

მურყანი (თხმელა) (Alnus barbata)

 მურყანი გვხვდება მთელს ხეობაში, უმეტესად მდინარის ნაპირებზე. სინათლის და ტენის პირობებში სწრაფად იზრდება, და ცოცხლობს ორას წლამდე. მისი მომწვანო ყვავილი ადრე გაზაფხულზე იშლება.

კოლხური ბაძგი/ჭყორი (Ilex colchica)

ბაძგი რელიქტური, მარადმწვანე მცენარეა. იგი მთელ ხეობაში გვხვდება, უმეტესად მთის ქვედა და შუა სარტყლის ფოთლოვან და იშვიათად წიწვოვან ტყეებში. ბაძგი ბუჩქია, ძირიდანვე ძლიერ დატოტვილი და ყვავის ზაფხულის დასაწყისში.

კვიდო (Ligustrum vulgare)

სიმაღლით 1-3 მ. ბუჩქი, მთელ ხეობაში გვხვდება ზღვის დონიდან 1200 მ-მდე. ხარობს ტყისპირებში და ბუჩქნარში. შემოდგომით, ზოგჯერ კი ზამთრის დამლევამდეც, ფოთოლი რჩება ბუჩქზე და შემდეგ ყველა ერთდროულად ცვივა. ნაყოფი ძალიან კარგი საკვებია ფრინველებისათვის.

წითელი მოცვი (Vaccinium vitis-idaea)

წითელი მოცვი ხობისწყლის ხეობაში გავრცელებულია მაღალ მთებში და ტყეებში. პატარა, მარადმწვანე ბუჩქია, მიწაზე გართხმული ან წამოწეული ტოტებით. იგი ყვავილობს მაის-ივნისში და მწიფდება აგვისტოსექტემბერში.

შქერი

ხეობას განსაკუთრებულ სილამაზეს ანიჭებს ასევე პონტური შქერის მასიური ყვავილობა, რომელიც აპრილის მეორე დეკადიდან იწყება და მაისის პირველ დეკადამდე გრძელდება. ამ დროს მთელ ხეობაში შესაძლებელია ღია და მუქ ვარდისფრად, ჯგუფებად შეკრებილი შქერის ყვავილების ნახვა.

ძმერხლი (Ruscus colchicus)

ძმერხლი ენდემური მარადმწვანე მცენარეა. მას ფოთოლი არ აქვს და სახეცვლილი ღერო გავს ფოთოლს. იგი მთელს ხეობაში გვხვდება, დაჩრდილულ ტენიან ადგილებში პატარა ბუჩქების სახით. ყვავილობს გაზაფხულსა და შემოდგომაზე, და მწიფდება ზაფხულის მიწურულიდან

ძახველი (Viburnum opulus)​

 ძახველი გვხვდება მთელს ხეობაში მთის ქვედა და შუა სარტყლის ტყეში, ტყისპირას და ბუჩქნარში. იგი ზაფხულის მიწურულს, აგვისტოს თვიდან სიმწიფეში წითლდება.

Shopping Cart