რეზო კიკნაძე

rezo_kiknadze

რეზო კიკნაძე

კომპოზიტორი და შემსრულებელი, თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი.

სასწავლო კურსები ილიაუნიში
ელექტროაკუსტიკური მუსიკის შესავალი, კომპიუტერული მუსიკის პრაქტიკა, მუსიკის აკუსტიკა, ელექტროაკუსტიკური მუსიკის ისტორია და ესთეტიკა, ელექტრონული კომპოზიცია, მუსიკის პროგრამირება, “ლაივ‘” ელექტრონიკა კომპიუტერულ მუსიკაში, ინტერაქტიური მუსიკალური მოდელები, ელექტროაკუსტიკური ნაწარმოებების პორტფოლიო 

განათლება
1974 წელს დაამთავრა მე-9 მუსიკალური სკოლის შვიდწლედი ფორტეპიანოს სპეციალობით (ლიანაენგიბაროვას კლასში), ხოლო 1977 წელს – თბილისის 151-ე საშუალო სკოლა. 1982 წელს დაამთავრათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით. ამავე ხანებში უკრავდასაქსოფონზე კონსერვატორიის ჯაზ-კვინტეტში, საქართველოს ტელევიზიის ბიგ-ბენდში, მონაწილეობდათბილისის, ტალინის და ვილნიუსის ჯაზ-ფესტივალებში.

1981 – 90 წლებში კერძოდ სწავლობდა კომპოზიციას კომპოზიტორ და თავისი უნიკალური მეთოდითგანთქმულ პედაგოგ მიხეილ შუღლიაშვილთან (1941-1996), მაშინდელი ქართული მუსიკალურისაზოგადოების პროგრესული ნაწილის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელთან.

1986 – 90 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში კომპოზიციის ფაკულტეტზე ჯეროთარ თაქთაქიშვილის, მერე კი ნოდარ მამისაშვილის კლასში. ამავე ხანებში დაინტერესდა ქართულიტრადიციული მუსიკით, დაარსების დროიდან იყო ანჩისხატის მგალობელთა გუნდის წევრი.

ძირითადი საქმიანობა
–     1991 წელს მარიკა ლაფაურის მიწვევით და ლიანა ისაკაძის ფონდის სტიპენდიით წავიდაგერმანიაში, სადაც ლიუბეკის უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში ფრიდჰელმ დოელთანსწავლობდა კომპოზიციას, პარალელურად, 1993 წლიდან, დირკ რაითთან ელექტრონულ მუსიკას,და ასისტენტად მუშაობდა ელექტრონულ სტუდიაში;

–     1992 – 94 წლებში იყო ანსამბლ „nuova sonanza“-ს წევრი; თანამშრომლობდა აგრეთვე იაპონურ-გერმანულ თანამედროვე ბალეტის თეატრთან “tatoeba – theatre dance grotesque”;

–     1993 წელს მიიღო „მარი-ლუიზ-იმბუშის ფონდის“ პრიზი კომპოზიციაში;

–     1997 წელს მიიღო „ბრაუნშვაიგის ახალი აკადემიის“ პრიზი კომპოზიციაში;

–     1998 წელს დაიცვა დიპლომი კომპოზიციაში;

–     1998 – 2011 წლებში იყო ლიუბეკის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის დოცენტი(ელექტრონული კომპოზიცია);

–     1998 – 2011 წლებში იყო ლიუბეკის მუსიკალური სკოლის მასწავლებელი (საქსოფონი დაიმპროვიზაცია);

–     2000 წლიდან თანამშრომლობს თანამედროვე საბალეტო დასთან ‘TanzOrt Nord’;

–     2001 წელს დაამთავრა კომპოზიციის მაგისტრატურა;

–     2000 – 2003 წლებში მეთაურობდა თავისუფალი იმპროვიზაციის ანსამბლში „resolution group“.

 

დღევანდელი საქმიანობა
–     კომპოზიტორი და შემსრულებელი;

–     თბილისის ილიას ახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი;

–     თბილისის ვანო სარაჟიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი;

–     კონცერტები ჯაზის, ახალი მუსიკის, თავისუფალი იმპროვიზაციის, ელექტროაკუსტიკური მუსიკის სხვადასხვა ანსაბლების შემადგენლობაში;

–     ერთობლივი პროექტები ხელევნების სხვა სფეროების წარმომადგენლებთან ერთად (ცეკვა, სახვითი ხელოვნება, ლიტერატურა, თეატრი);

–     ლექციები და მასტერკლასები ელქტროაკუსტიკურ მუსიკაში.

საკონტაქტო ინფორმაცია
ტელ.: +995 322 39 60 37

მობ.:  +995 599 39 60 37

ელ.ფოსტა: rezo.kiknadze@iliauni.edu.ge , resomusic@gmail.com