ჯესიკა ალბა საკუთარ თავს ყიდის – მსახიობის გულახდილი ინტერვიუს დეტალები

0
216

ჰოლივუდელმა ლამაზმანმა – ჯესიკა ალბამ ერთ-ერთ ჟურნალს გულახდილი ინტერვიუ მისცა, რომელშიც გამოტყდა, რომ არასდროს სდომებია სექქსიმბოლოდ ქცევა. პირიქით, ყოველთვის უნდოდა, რომ ჰოლივუდში ის მამაკაცად აღექვათ. მიუხედავად იმისა, რომ 34 წლის ამერიკელი მსახიობი და მოდელი არაერთ გულახდილ სცენაში გამოჩენილა და ხშირად თამამ ფოტოსესიებშიც იღებს მონაწილეობას, აღნიშნავს, რომ ჰოლივუდი მისთვის ყოველთვის ბიზნესი იყო და ვარსკვლავური დაავადება არასდროს ჰქონია. მეტიც, ჯესი ყოველთვის ღიზიანდება, თუ მას მხოლოდ ლამაზი მსახიობის სახელით მოიხსენიებენ.

“მე ყოველთვის ბიზნესზე ვიყავი ორიენტირებული და კაგრგად ვიცოდი ფულის თვლა. მინდოდა, რომ კაცივით მომქცეოდნენ და შემძლებოდა ყველასთვის საკუთარი ადგილის მიჩენა. მე ვაგროვებ თანხებს, ვაკეთებ ინვესტიციებს და წარმატებით ვყიდი საკუთარ თავს ბიზნესის კუთხით. ამ ყველაფრის შედეგად შევძელი შემექმნა საკუთარი ბრენდი და კომპანია.“ – გამოტყდა მსახიობი ჟურნალი Self-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. და ლამაზმანი არ ტყუის. 2015 წლის ბოლოს ჯესიკა უკვე არა Maxim-ის ან რომელიმე ქალური ჟურნალის გარეკანზე, არამედ Forbes-ის ფურცლებზე აღმოჩნდა და ალბათ მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკური ჟურნალი ასეთ პატივს ლამაზი თვალებისთვის არავის დასდებს.

ჯერ კიდევ 2011 წელს, როდესაც ალბა ჰოლივუდურ კომედიებში ჩნდებოდა და საზოგადოება მასში მხოლოდ სულელ ლამაზმანს ხედავდა, მსახიობი მრავალპროფილური კომპანიის – The Honest Company-ს თანამფლობელი გახდა, რომელიც არატოქსიურ პროდუქციას აწარმოებს. გასულ წელს კი კომპანიის საბაზრო ღორებულებამ მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა, რამაც ვარსკვლავის ბიზნესის მიმართ სკეპტიკურად განწყობილები საკმაოდ გააოცა. ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, ჯესიკა The Honest Company-ს აქცების 15–29%-ის მფლობელია, რომელთა ღირებულებაც ამჟამინდელი მონაცემებით 200 მილიონ ამერიკულ დოლარს აღემატება. ჯესიკას ბოლო ბიზნეს სიახლე კი მისივე სახელობის კოსმეტიკური საშუალებების ხაზის გამოშვებაა. მსახიობი ჯიმი ფელონის გადაცემასაც ეწვია და თავისი რამდენიმე პროდუქტი ტელემაყურებელსაც წარუდგინა.