ტკბილი წიწაკის მხალი ნიგვზითა და ბროწეულით - სამარხვო კერძი

20-06-2023, 10:58
278 ნახვა
Aa

ეს გემრიელი კერძი დააინტერესებთ როგორც მემარხულეებს, აგრეთვე ტრადიციული კერძების მოყვარულებს. ღუმელში შემწვარი ბულგარული წიწაკის მხალი განსაკუთრებულად არომატული და გემრიელია. კერძში შენარჩუნებულია ტრადიციული გემო და მოწოდებულია ახლებური ფორმით.

ლია მინდაძის რეცეპტი

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ძმარი
  • მარილი და წიწაკა
  • ბროწეულის მარცვლები
  • ზეთი
  • გატარებული ნიგოზი - 50.00 გ
  • ხმელი ქინძი - 1.00 ჩ/კ
  • უცხო სუნელი - 1.00 ჩ/კ
  • ნიორი - 3.00 კბილი
  • ქინძი - 1.00 კონა
  • ხახვი - 1.00 თავი
  • ტკბილი წიწაკა - 4.00 ცალი

    მომზადების წესი

    წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი, წავუსვათ ზეთი და დაახლოებით 15 წუთით შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ წიწაკებს კანი დაებრაწება, შემდეგ კანი გავაცალოთ, სიგრძეზე წვრილ ზოლებად დავჭრათ და გავწუროთ, წვენი რომ გაუვიდეს.
    წვრილად დავჭრათ ხახვი და მწვანილი, დავუმატოთ დაკეპილი ნიორი, სანელებლები, ნიგოზი, ძმარი და კარგად ავზილოთ. ნიგვზის მასა შევურიოთ წიწაკას და მოვაყაროთ ბროწეულის მარცვლები.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა