DSC07040Aნამდვილი იდეალი,ისეთი რომელსაც პირველად ვაცხობდით…

მასალად დაგვჭირდება:

  • 4 ცალი კვერცხი
  • 2 ჭიქა შაქარი
  • 2 ს.კ. თაფლი (ორგანული)
  • 1 ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
  • სოდა ძმრით
  • ვანილი
  • ფქვილი საჭიროების მიხედვით(3-4+ ჭიქა )

კრემისთვის:

  • 1 ყუთი  შესქელებული რძე
  • 1ჭიქა დაჭრილი ნიგოზი
  • 200 გრამი კარაქი
  • ვანილი

მომზადება:

წინასწარ მოვხარშოთ შესქელებული რძე 2 საათი. დავჭრათ ნიგოზიც.

4 კვერცხი და 2 ჭიქა პესოკი გავთქვიფოთ კარგად ,დავამატოთ ვანილი,სოდა ძმრით, თაფლი და ნიგოზი. შევათქვიფოთ ფქვილი,მოვზილოთ ჩვილი  ცომო, ისე რომ ხელებზე ისევ ეკრობოდეს. გადმოვიტანოთ ფქვილმოყრილ დაფაზე ხელებიც გავიფქვილიანოთ და მსუბული მოძრაობით ცომი შევკრათ, თავი მოუყაროთ ერთ გუნდად ,ეს ცომი გავყოთ 3-4ან 6 ნაწილად ,გავაბრტყელოთ სათითაოდ და გამოვაცხოთ ფირფიტები. ვინაიდან გათხელებული ცომის გამოსაცხობად გადატანას  საკმაოდ მოხერხება სჭირდება,გაათხელეთ პირდაპირ კალკის ქაღალდზე ფქვილის დახმარებით.

გამომცხვარი და გაციებული ფირფიტები ჯერ გადაბერტყეთ სუფრის ტილოს დახმარებით ფქვილისგან, შემდეგ დაალაგეთ ერთმანეთზე და ოთხივე გვერდი ჩამოუსწორეთ, ეს ნაწილები დაფშხვენით და ზემოდან მოსაყრელად გამოიყენეთ.

შესქელებული რძეს (უკვე მოხარშული და გაციებული) შეათქვიფეთ კარაქი (კარაქი შეიძლება 200 გრამიც გაუკეთოთ 1 ყუთზე) ვანილი და დაამატეთ ნიგოზი.

წაუსვით თანმიმდევრობით ფირფიტებს და მაღლიდან მოაყარეთ თავისივე ნაფშვენები.

მიყევით ვიდეოს და გამოაცხეთ ჩვენთან ერთად ესაა ნამდვილი იდეალის რეცეპტი