DSC07803aძალიან გემრიელი შემწვარი კარტოფილი მექსიკურად.

მოსამზადებლად დაგვჭირდება:

  • 4 ან 5 ერთი ზომის კართოფილი
  • პაპრიკა
  • ორეგანო
  • ჩილი
  • მარილი
  • პილპილი
  • 2 კ.ნიორი დაჭყლეტილი
  • ზეითუნის ზეთი
  • წითელი მწ.წიწაკა
  • ქონდარი(სურვილით)

სოუზი:

  1. აურიეთ მაიონეზში ან  მაწონში დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და წვრილად დაჭრილი კამა. მაწონს დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი,
  2. 200 გრ. მაიონეზში აურიეთ 100 გრ მუსტარდა დაჭყლეტილი ნიორი ,მარილი, პილპილი, წვრილდ დაჭრილი ოხრახუში,1 ს.კ. ლიმონის წვენი.
  3. გახეხილი პამიდორი წამოადუღეთ დაამატეთ დაჭყლეტილი ნიორი ,დაჭრილი ოხრახუში. ჩააგდეთ შიდ დაფნის ფოთოლი და რეჰანის(მწვანე ან ლურჯი) ტოტი,უმჯობესია თესლებიანი.გემოვნებით მარილი,პილპილი და ადუღეთ ცოტა ხანი, ცოტა უნდა შესქელდეს. გადმოდგით ამოიღეთ დაფნის ფოთოლი რეჰანის ტოტი, გააციეთ და მზადაა. სუფრაზე მიტანის წინ ცივს დაამატეთ ცოტა ზეითუნის ზეთი. ზამთარში პამინდვრის მაგივრად შეგიძლიათ გამოიყენოთ ტომატ პასტა,თუ ის შესქელებულია გახსენით წყალში და ისე წამოადუღეთ.

კარტოფილის მომზადება:

გავასუფთაოთ და დავჭრათ ერთი ზომის კარტოფილი. ჯერ გავჭრათ სიგრძეზე ორ ნაწილად შემდეგ ორივე შუაზე ორ ორ ნაწილად და ასე შემდეგ, სულ რვა ნაწილად.

მოვაყაროთ ზემოთ მოცემული სანელებლები.დაფქვილი მწარე წიწაკა გავუკეთოთ სურვილით. ასევე თუ გიყვართ ქონდარი გიყვართ. მოვასხათ ზეითუნის ზეთი და გადავურიოთ. დავალაგოთ ალუმინის ფურცლიან ან საცხობი ქაღალდიან ღუმელის ტაფაზე. ზევიდან მოვასხათ თეფშზე მორჩენილი ცხიმი და შევდგათ გახურებულ ღუმელში .შევწვათ 200-220 °C–ზე 40 წუთი. გარკვეული დროის გასვლის მერე ,ზევიდან რომ შეიწვება ამოვატრიალოთ და შევაწითლოთ  მეორე მხარეც . გამოვრთოთ და ცხელივე მივიტანოთ სუფრაზე სოუზთან  ერთად.

მიყევით ვიდეოს და მოიმზადეთ ეს უგემრიელესი შემწვარი კარტოფილი