სოციალურ ქსელში ანტისემიტური კონსპირაციები და არესტოვიჩის ციტატა უკონტექსტოდ ვრცელდება

კითხვის დრო: 3 წუთი

კითხვის დრო: 3 წუთი

2.7k
VIEWS

4 მაისს ფეისბუქ ანგარიშმა Tornike Diasamidze გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც უკრაინაში ებრაული ცენტრის მშენებლობის გახსნის ცერემონია ჩანს. ვიდეოს აღწერის მიხედვით, ებრაელებს უკრაინის ტერიტორიაზე ანტიქრისტეს მოყვანა სურთ და უკრაინა მომავალში მსოფლიოს მართვის პოლიტიკური ცენტრი გახდება. პოსტში ნათქვამია ისიც, რომ ებრაელების მთავარი მიზანი უკრაინის მართლმადიდებლებისგან დაცლაა. იგივე ვიდეო ფეისბუქ გვერდმა მოძრაობა ძლევაი საკვირველი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლის ოლექსი არესტოვიჩის ინტერვიუს ნაწყვეტთან ერთად გამოაქვეყნა. Ვიდეოში გვხვდება წარწერა, რომლის მიხედვითაც, ებრაელი მასონები  უკრაინულ მიწებზე ებრაელების ჩასახლებისთვის დიდი ხანია ემზადებიან და უკრაინის ხელისუფლება ამაზე უკვე ღიად საუბრობს. წარწერის შემდეგ კი გამოყენებულია არესტოვიჩის ფრაზა: “ვინც ამისთვის მზად არაა, ისინი დღეს ყვირიან – ასე როგორ შეიძლება, როგორ უნდა ვიცხოვროთ და გავზარდოთ შვილები. თქვენ გჭირდებათ რომელიმე სხვა სახელმწიფო, აქ ახალი ისრაელია.” 

19-22 აპრილს ნაწყვეტი არესტოვიჩის ინტერვიუდან ფეისბუქის რუსულენოვან ანგარიშებზეც გავრცელდა (1,2,3). 

Screenshot 13 4 სოციალურ ქსელში ანტისემიტური კონსპირაციები და არესტოვიჩის ციტატა უკონტექსტოდ ვრცელდება

მტკიცებები იმის შესახებ, თითქოს ებრაელები უკრაინაში ანტი-ქრისტეს მოყვანისთვის ემზადებიან და უკრაინის ტერიტორია “ახალი ისრაელი” უნდა გახდეს, კონსპირაციის თეორიაა. ამასთანავე, ოლექსი არესტოვიჩის ციტატა სრული კონტექსტის გარეშე ვრცელდება. 

  • ოლექსი არესტოვიჩის ინტერვიუს ნაწყვეტი კონტექსტის გარეშე ვრცელდება

მოძრაობა ძლევაი საკვირველის მიერ გავრცელებულ ვიდეოში გამოყენებული ოლექსი არესტოვიჩის ციტატა ამოჭრილია ინტერვიუდან, რომელიც მან იუთუბ არხს ФЕЙГИН LIVE 11 აპრილს მისცა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ისრაელს უკრაინის მომავალზე საუბრისას ახსენებს და აღნიშნავს, რომ როგორც ისრაელმა და არაბულმა სახელმწიფოებმა გადაიტანეს რამდენიმე ომი, სანამ მიხვდებოდნენ, რომ ეს გზა არაეფექტიანია, ასევე მოუწევს უკრაინას და 2032-35 წლამდე რუსეთთან რამდენიმე წვრილი და მსხვილი დაპირისპირების გაჩენა მოსალოდნელია. არესტოვიჩი ამატებს, რომ ამ პროცესს მხოლოდ ყველაზე მყარი ადამიანები გადაურჩებიან და ვინც ამისთვის მზად არაა, მან სხვა ქვეყანა უნდა იპოვოს, რადგან უკრაინა უფრო მასშტაბური ისრაელი ხდება. 

ოლექსი არესტოვიჩი: “კიდევ გეტყვით, რა იქნება საშიში, დღეს საშიში ისტორიების საღამო გვაქვს… ეს ომი არ იქნება უკანასკნელი ომი რუსეთის ფედერაციასთან და როგორც ისრაელმა და არაბებმა გაიარეს 5 მსხვილი ომი ერთმანეთთან, სანამ გააცნობიერეს, რომ ეს მეთოდები არ მუშაობს და რაიმე სხვა უნდა მოიგონონ, ნაწილმა გააფორმა მშვიდობა, როგორებიცაა იორდანია და ეგვიპტე, ნაწილი კი აგრძელებს “ფართხალს”. ჩვენთანაც დაახლოებით ასე იქნება. ვფიქრობ, რომ რამდენიმე სამხედრო შეტაკება, მე და შენც ვსაუბრობდით, 35 წლამდე გარანტირებული გვაქვს… 32-მდე. ეს ნიშნავს შეტაკებას ყოველ 2, შეიძლება ყოველ 5 წელიწადში და მსხვილ შეტაკებას ყოველ 7-8 წელიწადში და ამას გაუძლებენ მხოლოდ ყველაძე მყარები, ვინც ამისთვის მზად არაა, ისინი დღეს ყვირიან – ასე როგორ შეიძლება, როგორ უნდა ვიცხოვროთ და გავზარდოთ შვილები? თქვენ გჭირდებათ რომელიმე სხვა სახელმწიფო, აქ ახალი ისრაელია, მაგრამ მასშტაბები უფრო დიდია და საშიში.”

აღნიშნული კომენტარი არესტოვიჩმა მოგვიანებითაც განმარტა, მისი თქმით, დაპირისპირება რუსეთსა და უკრაინას შორის ჰგავს ისრაელ-პალესტინის საკითხს, რადგან ის ისტორიულ მემკვიდრეობას ეხება და მისი მოგვარების მარტივი გზა არ არსებობს. შესაბამისად, ოლექსი არესტოვიჩი ისრაელს მხოლოდ შედარებისთვის იყენებს. 

  • შენობა, რომლის გახსნაც ვიდეოში ჩანს, მრავალფუნქციური ცენტრი გახდება

გავრცელებულ პოსტებში 2019 წლის 18 დეკემბერს უკრაინის ქალაქ დნეპრში ებრაული ცენტრის “ბეით მაშიახის” მშენებლობის გახსნა ჩანს, რასაც პოსტის ავტორები იმის საილუსტრაციოდ იყენებენ, რომ უკრაინაში ებრაული გავლენები ძლიერდება, ებრალები “ანტი-ქრისტეს” მოყვანას გეგმავენ და ამგვარი ცენტრის გახსნა პანდემიის დაწყებამდე მოხდა.  

რეალურად, გეგმის მიხედვით, ებრაული ცენტრის კომპლექსი რამდენიმე ფუნქციას შეითავსებს. მისი პირველადი დანიშნულება ღარიბი ებრაელი ოჯახების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებაა. ამას გარდა, “ბეით მაშიახში” ადმინისტრაციული და საგანმანათლებლო დაწესებულებები, აგრეთვე სალოცავი განთავსდება. Შენობის გახსნის ცერემონიას ებრაელი და უკრაინელი სასულიერო და საერო პირები ესწრებოდნენ

Screenshot 14 3 სოციალურ ქსელში ანტისემიტური კონსპირაციები და არესტოვიჩის ციტატა უკონტექსტოდ ვრცელდება
შენობის კომპიუტერული მოდელი. წყარო: jewishnews.com.ua

აღნიშნული შენობა რეგიონში პირველი ებრალური ცენტრი არაა. 2012 წელს გახსნილი “მენორას ცენტრი” ერთ-ერთი ასეთი კომპლექსია, რომლის მიზანიც ადგილობრივი ებრაული თემის კულტურის წარმოჩენა და უკრაინის საზოგადოების გაძლიერებაა.

უკრაინაში საკმაოდ დიდი ებრაული თემი ცხოვრობს, მათი რაოდენობა 2016 წლის მონაცემებით 56,000-დან 140,000-მდეა და ის ევროპაში მეოთხე ყველაზე მრავალრიცხოვან ებრაულ თემს წარმოადგენს. 

ანტი-სემიტური შინაარსის შეთქმულების თეორიები რუსეთ-ურაინის ომის დაწყების შემდეგ აქტიურად ვრცელდება, ომთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებული ამ შინაარსის კონსპირაციების შესახებ ვრცლად იხილეთ “მითების დეტექტორის” მასალები: 


სტატია Facebook-ის ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში მომზადდა.  მასალებზე, რომელიც ამ სტატიის საფუძველზე Facebook-მა შესაძლოა, სხვადასხვა შეზღუდვა აამოქმედოს. შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე. ჩვენი შეფასების გასაჩივრების და შესწორების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ამ ბმულზე.

იხ. მასალის შესწორების დეტალური ინსტრუქცია.
იხ. გასაჩივრების დეტალური ინსტრუქცია.

დარღვევის ტიპი: კონსპირაციის თეორია
ქვეყანა/ორგანიზაცია: ისრაელი, უკრაინა
წყარო

ბოლო სიახლეები

Welcome Back!

Login to your account below

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Add New Playlist