Blog Image

მუშაობა ორსულობის დროს

ორსულობა ქალის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია.  ამ დროს ქალს ორი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა აბარია, ამიტომაც ყველა დეტალი განსაკუთრებით საყურადღებოა.

მუშაობა ორსულობის დროს, კი არც თუ იოლი საქმეა. არსებობს ორსულ ქალბატონთა კატეგორია, რომლებიც ორსულობის დროს სამსახურს ტოვებს. თუმცა, ორსულთა უმრავლესობა სამსახურს ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.

ფეხმძიმობის დაგეგმვისას ან უკვე ორსულობის პროცესში, ქალბატონებმა მნიშვნელოვანია იცოდნენ, თუ რა ზეგავლენას მოახდენს ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი სამსახურზე და პირიქით.

 

გულისრევის, ღებინების შეგრძნება

აღნიშნულ სიმპტომებს ,,დილის დაავადებას” უწოდებენ. ეს ყველა ორსულისთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა და იმ შემთხვევაში, თუ თქვენც მისი მსხვერპლი ხართ ის სამსახურშიც გამოიჩენს თავს.

სწორედ ამიტომ, უარი თქვით ადვილად შეწოვადი ნახშირწყლების შემცველ პროდუქტებზე, საკოდიტრო ნაწარმზე, რომლებიც შესაძლოა გახდეს გულისრევის მიზეზი. სამუშაო მაგიდასთან ხშირად იქონით წყლით სასვე ბოთლი.

თუ დღის მანძილზე არასაკმარისი რაოდენობით იღებთ წყალს, ეს ფაქტორი კიდევ უფრო ზრდის გულისრევის განვითარების რისკს. ასევე ეცადეთ თავი აარიდოთ ჯგუფურ ლანჩს, რათა სხვადასხვა ტიპის საკვების სუნმა არ გამოიწვიოს ღებინება.

 

შეინარჩუნე კომფორტი სამსახურში

  • შეისვენე - იმ შემთხვევაში თუ სამსახურში ჯდომა გიწევს, აუცილებელია სიარული ორ საათში ერთხელ 5 წუთი მაინც. ეს შეამსუბუქებს ფეხების შესიებას და ბევრად კომფორტულად იგრძნობ თავს.

  • ჩაიცვით კომფორტულად - ამ დროს აუცილებელია ტანსაცმელმა არ შეგაწუხოთ. ჩაიცვით კომფორტული, დაბალძირიანი ფეხსაცმელი, საორსულე ჯინსები და ფართო მაიკები, ფართო კაბები და სარაფნები.

  • დალიეთ ძალიან ბევრი წყალი - სამუშაო მაგიდაზე ყოველთვის გქონდეთ შუშის ბოთლი. დალიეთ დღეში 2-2.5 ლ. წყალი.

  • გამოიყენეთ კისრის ბალიში - იმ შემთხვევაში, თუ გიწევთ მაგიდასთან ჯდომა, შეგიძლიათ გამოიყენოთ კისრის ბალიში, რაც მოგიხსნით კისრის დაძაბულობას.

  • ცადეთ შეინარჩუნოთ ძილის რიტმი - დაიძინეთ ადრე. დღეში 8 საათი ძილი დადებით გავლენას მოახდენს სისხლის მიმოქცევაზე, შესაბამისად ნაყოფს უუმჯობესდება სისხლმომარაგება და მცირდება ზოგადი შეშუპების რისკი. დამატებითი კომფორტისთვის მოათავსეთ ბალიში ფეხებს შორის და მუცლის ქვეშ. კარგი იქნება თუ გამოიყენებთ სპეციალურ ბალიშს ორსულებისთვის.

 

    დაღლილობა

    დაღლილობა ორსულობის ერთ-ერთი დამახასიათებელი ჩივილია. ჩივილი დამოკიდებულია ორსული ქალბატონის დატვირთვის ხარისხზე. თუმცა მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს სისხლში რკინის დეფიციტის არსებობა, რომლის დროსაც ასევე დამახასიათებელია ადვილად დაღლა, საერთო სისუსტე.

     

    აუცილებელია ორსულთა კვების რაციონი გამდიდრდეს რკინითა და ცილებით მდიდარი პროდუქტებით. ასეთია: საქონლის ხორცი, მწვანე ბოსტნეული, ბურღულეული, ლობიო, წიწიბურა, ზღვის პროდუქტები.

     

    თუ თქვენი სამსახური ითვალისწინებს ხანგრძლივი დროით დგომას ან ჯდომას 

    სისხლძარღვების, ქვემო კიდურების ვენების დაზიანების რისკი იმატებს, ამიტომ აუცილებელია შესვენებისას ფეხები მოასვენოთ და თუნდაც მცირე დრო დაუთმოთ ფიზიკურ ვარჯიშს.

     

    სტრესი 

    სტრესი სამსახურის ყოველდღიური თანმხლები მომენტია. განსაკუთრებით, თუ სამუშაო საათების რაოდენობა ბევრია. ამ დრო აუცილებელია სტრესის მართვა, მეტი კონცენტრაცია პატარაზე, რაც სტრესის დაძლევის საუკეთესო საშუალებაა ამ  მდგომარეობაში. არ მისცეთ სამსახურს საშუალება წაგართვათ ენერგია, რომელიც უმნიშვნელოვანესია მომავალი დედებისათვის.

     

    დატოვე კომენტარი