Blog Image

ძილის პრობლემები: 7 მიზეზი, თუ რატომ არ იძინებს პატარა

მოგეხსენებათ, როდესაც ახალშობილია სახლში, ხშირ შემთხვევაში, კარგად გამოძინება თითქმის შეუძლებელია. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, თუ რატომ არ სძინავთ ბავშვებს.

ქვემოთ ჩამოთვლილია 7 ყველაზე ხშირი ძილის პრობლემა 1 წლამდე პატარებში და მათი გადაჭრის გზები.

 

ძილის პრობლემა: 0 – 1 თვემდე

0-1 თვემდე ახალშობილს დღეში 14-18 საათამდე უნდა ეძინოთ. დაახლოებით 8 საათი დღის განმავლობაში, ხოლო დანარჩენი ღამით.

თუმცა ხშირ შემთხვევაში ასე არ ხდება და პატარები ძლის კუთვნილ დოზას ვერ იღებენ. გაეცანით უძილობის პრობლემების 0-1 თვემდე ასაკის ჩვილებში:

1. არ იძინებს ზურგზე

    სიმპტომის აღწერა - თქვენი ჩვილი ვერ წყნარდება ზურგზე წოლისას. პატარები თავს უფრო კომფორტულად გრძნობენ როდესაც მუცელზე ვაწვენთ, თუმცა მუცელზე ბავშვის დაწვენა საკმაოდ საშიშია და ექსპერტები გვირჩევენ მუცელზე ბავშვი არ დავაძინოთ.

     

    როგორ გადავჭრათ პრობლემა - თუ პატარას არ სურს ზურგზე დაწოლა, პირველ რიგში გაიარეთ კონსულტაცია პედიატრთან, რომ შეამოწმოს რაიმე ფიზიკური მიზეზი ხომ არ არსებობს ჭირვეულობის, თუმცა ხშირ შემთხვევაში პატარა თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს ზურგზე წოლისას. ამ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე ხრიკი, მათ შორის:

      - გამოიყენეთ ძველებური მეთოდი და გაახვიეთ ბავშვი (ეს სრულიად არ შეუქმნის მას დისკომფორტს, პირიქით თავს იგრძნობს დაცულად, რადგან დედის მუცელში განცდილ მდგომარეობას აგონებს) და დაარწიეთ. პატარა მალევე მიეჩვევა ზურგზე დაწოლას.

      - შეგიძლიათ შეიძინოთ სპეციალური საძილე მატრასი, რომელიც ბავშვის სხეულს ზუსტად ერგება და სწორი საძილე პოზის შერჩევაში ეხმარება.

      2. ჩვილს ერევა დღე და ღამე

        სიმპტომის აღწერა - თქვენს ჩვილს სძინავს მთელი დღე, ღამის გამნავლობაში კი ფხიზლადაა.

         

        როგორ გადავჭრათ პრობლემა - იმისათვის, რომ გადავჭრათ ღამე უძილობის პრობლემა:

          - დღისით 3 საათში ერთხელ ნაზად გამოაღვიძეთ პატარა - ხელში აყვანით ან მასაჟით, რათა ღამით მარტივად დაიძინოს.

          - ეცადეთ დღის განმავლობაში ფარდები არ ჩამოაფაროთ, რათა მზის სინათლე იყოს ოთახში.

          - დღისით, როდესაც ჩვილს სძინავს, “თითის წვერებზე“ სიარული საჭირო არ არის, ასევე ნუ შეზღუდავთ ხმებს სახლში. ღამით, კი ეცადეთ მაქსიმალური სიჩუმე შეინარჩუნოთ.

          - ღამით ბავშვს ოთახში გამოურთეთ ყველა განათება, მათ შორის ტელევიზორი. ხოლო თუ გაეღვიძა, უხმაუროთ აჭამეთ ისე, რომ სინათლე არ აანთოთ.

           

          ძილის პრობლემები: 2-3 თვემდე

          2-3 თვემდე ჩვილების ძილის გრაფიკი უკვე პროგნოზირებადი უნდა იყოს.

          ხოლო ღამე დიდი ხსნის მანძილზე ეძინოს და მხოლოდ კვების გამო იღვიძებდეს.

          წესით ამ ასაკის პატარას უნდა ეძინოს 12-16 საათამდე. დღის განმავლობაში 3-4 ჯერ, ჯამში 4-8 საათი, ხოლო ღამე 8-10 საათი.

          თუმცა, სამწუხაროდ ყოველთვის ასე არ ხდება და ამას სხვადასხვა მიზეზები აქვს:

          3. მშფოთვარე ძილი ღამით, ხშირად კვების მოთხოვნილების გამო

            სიმპტომის აღწერა - 2-3 თვემდე ბავშვების უმეტესობას კიდევ აქვს მოთხოვნილება ღამით ერთხელ მაინც მიიღონ საკვები. ღამით 3-4 ჯერ ჩვილის გამოკვება შეიძლება კარგია, თუმცა ხშირ შემთხვევაში არაა საჭირო, რაც თქვენც და თქვენს პატარასაც ძილისთვის განკუთვნილ დროს უმცირებს.

             

            როგორ გადავჭრათ პრობლემა - შეეცადეთ შეამციროთ ღამით ბავშვის გამოკვება. ეცადეთ დაძინებამდე გაუზარდოთ დოზა, დარწმუნდით რომ დღის განმავლობაში იღებს საკმარისს საკვებს და ნელ-ნელა შეამცირეთ ინტერვალი ღამის კვებებს შორის.

            4.კბილების ამოჭრა პატარას დაძინების საშუალებას არ აძლევს

              სიმპტომის აღწერა - იმ შემთხვევაში თუ პატარა იწყებს ნერწყვის გამოყოფას, კბენას, უმიზეზოდ ტირის, ფორიაქობს და გაღიზიანებულია - ნიშნავს, რომ კბილებმა დაიწყეს ღრძილების ამოჭრა, რაც პატარას ცხოვრებაში ერთ-ერთი მძიმე პერიოდია.

               

              როგორ გადავჭრათ პრობლემა - ამ დროს მას ძალიან ამშვიდებს საწოვარა, თუ არ უყვარს პატარას საწოვარა, უყუდეთ საღეჭი რგოლები და ხშირად მოეფერეთ.

               

              ძილის პრობლემები: 4-5 თვემდე

              4 თვის ბავშვს უნდა ეძინოს დაახლოებით 15 საათი, აქედან დღის განმავლობაში 2-3-ჯერ, ჯამში 4 საათი, ხოლო ღამე დარჩენილი 10-11 საათი.

              5. დღის პერიოდში ბავშვის სხვადასხვა დროს დაძინება, მას ღამის ძილის რუტინას ურღვევს

                სიმპტომის აღწერა - რაც პატარა იზრდება, მას ნაკლებად სურს დაძინება. იმ შემთხვევაში თუ ბავშვს დღისით ან ღამით დაძინების პრობლემა აქვს, შეიძლება ის უბრალოდ ძალიან გადაღლილია ან წახალისება სჭირდება დასაძინებლად.

                როგორ გადავჭრათ პრობლემა - ეცადეთ ძილისწინა რუტინა, ერთგვარი რიტუალი შექმნათ. მაგალითად, მშვიდი მუსიკა, ნაზი მასაჟი, ან წაუკითხეთ რამე და რაც მთავარია შეინარჩუნეთ მოთმინება.

                 

                ძილის პრობლემები 6+ თვის ასაკში

                6. პატარა არ იძინებს თავისი ნებით

                  სიმპტომის აღწერა - ღამით გამოღვიძება ბუნებრივი მომენტია, როგორც უფროსებში ასევე ბავშვებში, თუმცა უფროსებს, დროთა განმავლობაში, გამომუშავებული გვაქვს „ძილის შებრუნების“ მექანიკა რისი უნარიც პატარებს ჯერ არ აქვთ.

                   

                  როგორ გადავჭრათ პრობლემა - თუ ბავშვი ძუძუთი კვებაზე გყავთ ან ბოთლით აჭმევთ, გამოკვებეთ დაძინებამდე 30 წუთით ადრე. როდესაც შეამჩნევთ, რომ ძილი მოერია (მაგრამ არ ძნავს) ნაზად დააწვინეთ. თავიდან რათქმაუნდა არ მოეწონება და დაიწყებს ჭირვეულობას, თუმცა მიეცით შანსი.

                  პატარა ისწავლის საკუთარი თავის დამშვიდებას და თავისით ჩაეძინება. იმ შემთხვევაში თუ გაეღვიძა, ხელში აყვანა არ არის საჭირო, ოდნავი დარწევა და თქვენი ხმაც საკმარისი იქნება რომ მიხვდეს მასთან ხართ.

                  ასევე კარგი იქნება თუ გაღვიძებისას ტირილისთანავე არ აიყვანთ პატარას და ცოტას დაიცდით. 6 თვის ბავშვები უკვე ხვდებიან, რომ ტირილი = ხელში აყვანას, დარწევას, ჭამას ან სამივეს ერთად.

                  როდესაც მიხვდებიან, რომ ტირილი არ ჭრის, 3-4 დღეში უკვე შეწყვეტენ გაღვიძებისას ტირილს და თავისით შეიბრუნებენ ძილს.

                    7. ადრე გაღვიძება

                      სიმპტომის აღწერა - თქვენი პატარა იღვიძებს ძალიან ადრე.

                       

                      პრობლების გადაჭრა - შეეცადეთ დილით პატარა მზემ არ შეაწუხოს. ტირილის ხმას თუ გაიგებთ 5 წუთი დაელოდეთ, შეიძლება თავისით ჩაეძინოს. ბავშვის ადრე გაღვიძების ერთ-ერთი მიზეზი შიმშილია. ამ დროს დილის კვების რუტინა უნდა გადაწიოთ -  ეცადეთ ყოველ დილას, როდესაც გაიღვიძებს, რამდენიმე წუთით გვიან აჭამოთ და ეს გაიმეორეთ იქამდე, სანამ პატარა ნორმალურ დროს არ მიეჩვევა გაღვიძებას.

                      ჩვენთან შეძლებთ საუკეთესო, კომფორტული საბავშვო საძილე მატრასების შერჩევას, რომელსაც მოგაწვდით მთელი საქართველოს მასშტაბით.

                      დატოვე კომენტარი