Leave a comment

hug/ ჩახუტება…

ყველაზე ლამაზი მომენტების , ყველაზე თბილი გამოხატვა_ ჩახუტება…სპეციალური დღეც კი დააწესეს 21იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღე…არავინ იცის რატომ მაინცდამაინც 21 იანვარი,ყველაზე გავრელებული ის მოსაზრებაა, რომ ეს დღე სტუდენტებმა დააარსეს.ფსიქოლოგები თვლიან, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ ჩაგეხუტონ, სურთ თქვენში გამოიწვიონ უსაფრთხოების, კომფორტისა და სიყვარულის გრძნობა.ალბათ

ლოგიკური იქნებოდა ეს  21იანვარს დამედო,უბრალოდ ეს რაღაც,რასაც ჩახუტება ქვია დღეს მე განსაკუთრებით დამჭირდა და სწორედ ამიტომ არ სჭირდება მას კონკრეტული დღე, მითუმეტეს როცა ფსიქოლოგებმა დაადგინეს ,რომ ადამიანს დღეში თორმეტჯერ ესაჭიროება ჩახუტება,რადგან ორგანიზმში ააქტიურებს ნივთიერება ოქსიტოცინს, რომელიც დეპრესიასა და სტრესს ებრძვის, ხოლო ბიონეგრეტიკოსები ირწმუნებიან, რომ ურთიერთშორის პოზიტიური ენერგიის გაცვლით ადამიანები ერთმანეთს მთელი დღით კარგი განწყობით მუხტავენ.

 

Image

 

ჩახუტება,ისევე როგორც გრძნობები,სხვადასხვაგვარია,ვერ ჩაეხუტები ვერავის თუ არ გაქვს მის მიმართ გრძნობა…ზოგჯერ ცდილობ ჩუმად მიეპარო,ზურგიდან მოეხვიო და ისე მაგრად მიეკრა,რომ შენი გული მის სხეულში გადავიდეს და პირიქით…Image

ბავშვობაში ყველაზე მეტად აქვს ადამიანს ეს ,ყველაზე ბევრს სწორედ ბავშვობის პერიოდში გეხუტებიან,როცა ეს ნაკლებად აღიქმება შენს მიერ და როცა ზოგჯერ ეს სულაც არარის სასიამოვნო,მაშინ კი როცა ეს ყველაზე ძალინ გჭირდება და როცა ამას ყველაზე კარგად აცნობიერებ ჩამხუტებელთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია,ვიდრე ღრმა ბავშვობაში…Image
 
ეს ერთადერთი მომენტია,როცა მინდება დრო გავაჩერო…ImageImage
 
როცა ასეთი დიდი ბედნიერების,ასეთი დიდი დახმარების გაწევა ესე მარტივად შეიძლება,ხელების გაშლით და საყვარელი ადამიანის საკუთარ მკლავებში მოქცევით, რა საჭიროა ამისთვის კონკრეტული დღე და რატო უნდა ველოდოთ მთელი წელი 21იანვარს რომ ეს გავაკეთოთ??? ამ დღეს კარგი იქნება უცნობსაც და ნაცნობსაც მივულოცოთ, ჩავეხუტოთ და ვაგრძნობინოთ თუ რა დიდი ძალა დევს ჩახუტებაში, რომ იმ დღის მერე მან ეს ბევრჯერ გამოიყენოს საკუთარი თავის და სხვისი სიამოვნებისთვის,მაგრამ ამას ვერ შევძლებთ თუ ჩვენ თვითონ ვერ გავიგებთ და ვერ შევიგრძნობთ ამ დიდ ენერგიას…. აბა ყველამ ვინც ეხლა კითხულობთ გაიხედეთ თქვენს გვერდით და ჩაეხუტეთ…..ImageImage

Leave a comment